Tag Archives: #უკრაინა

ზელენსკიმ ევროპელები გააფრთხილა, რომ მათ რთული ზამთარი ელოდებათ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროკომისიის ხელმძღვანელთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან სატელეფონო საუბრისას ევროკავშირს მოუწოდა, სასწრაფოდ გამოყოს უკრაინის დახმარების შემდეგი ტრანში და რუსეთის წინააღმდეგ ევროპული სანქციების ახალი პაკეტი დააწესოს. უკრაინის პრეზიდენტმა ევროპელები გააფრთხილა, რომ რუსული ნავთობისა და გაზის შემცირებული ექსპორტის გამო, მათ რთული ზამთარი ელოდებათ და დასძინა, რომ ის და ფონ დერ ლაიენი შეთანხმდნენ „ნაბიჯებზე, რათა შეზღუდონ რუსეთის შემოსავლები ნავთობისა ...

Read More »

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე IAEA-ს 2 წარმომადგენელი დარჩა

5 სექტემბერს IAEA-ს ინსპექტირების ჯგუფის ექვსი წარმომადგენლიდან ოთხმა, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მუშაობა დაასრულა. მოსალოდნელია, რომ ობიექტზე ორი ექსპერტი დარჩება. ინფორმაციას „ენერგოატომი“ავრცელებს. მანამდე ცნობილი იყო, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) 12-კაციანი ჯგუფიდან, რუსეთის მიერ კონტროლირებად ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ექვსი ექსპერტი დარჩა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ვიზიტის შედეგებიპარასკევს საღამოს, უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ, ვენის აეროპორტში გამართულ პრესკონფერენციაზე შეაჯამა. რაფაელ გროსის თქმით, უკრაინული და რუსული მხარეები შეთანხმდნენ, რომ ...

Read More »

უკრაინამ „როსატომს“ სანქციები დაუწესა

უკრაინამ 700-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქიები დაუწესა. სანქციები შეეხო Rosatom-საც. უკრაინული მხარის განმარტებით, გადაწყვეტილება ზაპოროჟეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების სიტუაციის ფონზე მიიღეს. რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მარტში დააიკავეს. უკრაინული მხარის ცნობით, ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ტერიტორიაზე რუსეთის ატომური ენერგიის მიმწოდებლის თანამშრომლებიც იმყოფებიან.

Read More »

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი: ევროკავშირის სანავთობო ემბარგოს ამოქმედების გამო, 2023 წელს რუსეთის ნავთობისგან მიღებული შემოსავალი სულ მცირე 40%-ით შემცირდება

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი გერმან გალუშენკო აცხადებს, რომ ევროკავშირის სანავთობო ემბარგოს ამოქმედების გამო, 2023 წელს რუსეთის ნავთობისგან მიღებული შემოსავალი სულ მცირე 40%-ით შემცირდება, – ამის შესახებ გალუშენკომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა. „რუსეთი ყოველთვის იყო ნავთობდოლარებზე დამოკიდებული. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მისი ნავთობისა და გაზის გაყიდვებიდან მიღებულმა თანხამ ბიუჯეტის შემოსავლის დაახლოებით ნახევარი შეადგინა. წელს ნავთობის მაღალი ფასი კვებავდა რუსულ ხაზინას გაყიდვების მოცულობის შემცირების მიუხედავად, თუმცა უკვე ახლა ეს ტენდენცია იცვლება. ...

Read More »

უკრაინის გენშტაბი: რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან სამხედრო ტექნიკის გატანა დაიწყეს

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან რუსეთის ატომენერგომაშის ქარხანაში ან მიმდებარე ტერიტორიებზე, დაახლოებით, 100 ერთეული სამხედრო ტექნიკაა გატანილი.  „ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ოკუპანტებმა ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან მთელი სამხედრო ტექნიკა ამოიღეს. 100-მდე  ერთეული სამხედრო ტექნიკა გადანაწილდა ატომენერგომაშის ქარხანაში, დანარჩენი კი, უახლოეს დასახლებებში გადანაწილდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Read More »

ზელენსკი: ამ ზამთარს, რუსეთი ყველა ევროპელზე გადამწყვეტი ენერგეტიკული შეტევისთვის ემზადება

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი ევროპაზე მორიგი ენერგეტიკული შეტევისთვის ემზადება, რაზეც ევროპამ ერთიანობით უნდა უპასუხოს. „ამ ზამთარს, რუსეთი ყველა ევროპელზე გადამწყვეტი ენერგეტიკული შეტევისთვის ემზადება. ამაზე მთავარი პასუხი ორი რამ უნდა იყოს: პირველი, ჩვენი ერთიანობა – ერთიანობა ტერორისტული სახელმწიფოსგან დაცვაში და მეორე – ჩვენი საკუთარი ზეწოლის გაზრდა რუსეთზე – ეს მოიცავს სანქციების გაზრდას ყველა დონეზე და რუსეთის ნავთობისა და გაზის შეზღუდვას. რაც უფრო ...

Read More »

ერდოღანი: თურქეთს ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის საკითხში ფასილიტატორის როლის შესრულება შეუძლია

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მის ქვეყანას ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის საკითხში ფასილიტატორის როლის შესრულება შეუძლია. როგორც სააგენტო „როიტერი“ თურქეთის პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით წერს, ამის შესახებ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას განუცხდა. მათივე ინფორმაციით, ორმა ლიდერმა ასევე განიხილა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებული საკითხები და გამოთქვეს მზადყოფნა, გეგმის მიხედვით გაგრძელდეს თურქეთში აქუიუს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა. ამასთან, ერდოღანი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ დეტალურად განიხილონ ეს საკითხები უზბეკეთის ...

Read More »

ატომური სააგენტოს გენერალური დირექტორი: ყველაფერი ვნახეთ, გუნდზე ზეწოლა არ განხორციელებულა

საერთაშორისო ატომური სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე მუშაობის დროს გუნდზე ზეწოლა არ განხორციელებულა. „ვნახე რამდენიმე კომენტარი, რომ ჩვენ მოგვიწყვეს აღლუმი, თითქოს რაღაც არ გვანახეს. ჩვენ ვნახეთ ყველაფერი, რაც ვითხოვე, რომ მენახა. ვნახეთ ყველაფერი, რისი ნახვაც გვსურდა“, – განაცხადა გროსიმ. ჟურნალისტმა საერთაშორისო ატომური სააგენტოს გენერალურ დირექტორს ჰკითხა, რატომ არ ეთანხმება სააგენტო უკრაინის მოთხოვნას, ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაციასთან დაკავშირებით. ...

Read More »

ატომური ენერგიის სააგენტოს ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ელექტროსადგური ქსელიდან კვლავ გაითიშა

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის კავშირი ელექტროენერგიის მთავარ ქსელთან კვლავ გაითიშა. ამის შესახებ ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ავრცელებს. „ზაპოროჟიეს ატომურმა ელექტროსადგურმა კვლავ დაკარგა კავშირი ბოლო დარჩენილ გარე გადამცემ მთავარ ხაზთან, მაგრამ სადგური განაგრძობს ელექტროენერგიის მიწოდებას სარეზერვო ხაზის მეშვეობით“, – ნათქვამია განცხადებაში. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სადგურის ორი მოქმედი ბლოკიდან დღეს ერთი გაითიშა ქსელის შეზღუდვების გამო. „ერთი რეაქტორი კვლავ მუშაობს და აწარმოებს ელექტროენერგიას, ...

Read More »

Reuters: უკრაინელმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მახლობლად, რუსეთის პოზიციებს დაარტყეს

Reuters-ის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადე, რომ ქალაქ ენერგოდარის ირგვლივ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მახლობლად, რუსეთის პოზიციებს დაარტყეს. გენშტაბის ცნობით, ქალაქ ხერსონისა და ენერგოდარის მიმდებარე რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შედეგად, მტრის სამი საარტილერიო სისტემა, საბრძოლო მასალის საწყობი და სამხედროები გაანადგურეს.

Read More »