Tag Archives: #სემეკი

სემეკმა 2020 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2020 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში მიმოხილულია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარების ტენდენციები და არსებული გამოწვევები, მომსახურების ხარისხის სტანდარტების შესრულების მაჩვენებლები, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სადავო საკითხების გადაწყვეტის მაჩვენებლები, საერთაშორისო პროექტებში კომისიის ჩართულობის შედეგები. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ელექტროენერგეტიკული სექტორის რეფორმის მიმდინარეობაზე. „2020 წელი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წელი იყო, რომელსაც თან ...

Read More »

სემეკში ირიგაციის რეგულირების საკითხებზე იმსჯელეს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ირიგაციის რეგულირების საკითხები განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია და კომისიის წევრები. შეხვედრაზე იმსჯელეს მელიორაციის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე. შეხვედრის მონაწილეებს პრეზენტაცია წარუდგინა სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორმა, გიგა ნადირაძემ.

Read More »

ოთარ ანგურიძე: ბუნებრივი გაზის ტარიფის ზრდა მოსალოდნელი იყო, ასეთ პირობებში არჩევანია გასაკეთებელი ტარიფის გონივრულ ზრდასა და მიწოდების რისკებთან დაკავშირებით

თბილისში გაზის ტარიფი 2017 წლიდან არ შეცვლილა. თუმცა, ამ პერიოდის განმავლობაში გაიზარდა აბონენტების რაოდენობა და მოხმარება. მაგალითად, თუნდაც 2020 წელს უფრო მეტი გაზი სჭირდებოდა თბილისის მოსახლეობას, ვიდრე 2017 წელს. რასაც ასევე ემატება ის ახლად წარმოქმნილი რისკები რაც განპირობებულია პანდემიასთან და ლარის გაუფასურებასთან. წლების მიხედვით თუ განვსაზღვრავთ 18%-იანი ზრდა ფიქსირდება, – ასე გამოეხმაურა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე სემეკის გადაწყვეტილებას, რომელიც ...

Read More »

მურმან მარგველაშვილი: დარგის შესანარჩუნებლად სემეკს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და ეს გარდაუვალი ნაბიჯი იყო

ენერგეტიკოსები მიიჩნევენ, რომ დარგის შესანარჩუნებლად სემეკს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და ეს გარდაუვალი ნაბიჯი იყო. „გაზის ტარიფი ლარის კურსის ცვლილების გამო გაიზარდა. ქვეყანაზე უფასო არაფერია და ეს რომ არ ასახულიყო ტარიფში, ერთადერთი გამოსავალი რჩებოდა ბიუჯეტიდან დაფარვა კურსის ცვლილებით გამოწვეული სხვაობის, რაც ისევ ჩვენი ფულის გადახდა გამოდის“, – აცხადებს ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი. სემეკმა ბუნებრივი გაზის ახალი ტარიფი ბოლოს 2019 წლის 31 ...

Read More »

ლევან ვეფხვაძე: ბუნებრივი გაზის ტარიფის ზრდა, რომელიც წლებია არ გადახედილა, გარდაუვალი იყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) 27 მაისის სხდომაზე ბუნებრივი გაზის ტარიფის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ახალი ტარიფი, რომელიც 54 თეთრის ნიშნულამდე ავიდა, ძალაში 1–ლი ივნისიდან შედის. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ სემეკის მიერ ასეთი ნაბიჯის გადადგმა გარდაუვალი იყო. წლებია, ბუნებრივი გაზის ტარიფი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, ხოლო ლარის კურსი შეიცვალა აშშ დოლართან მიმართებაში, რაც ...

Read More »
თუ ახლა არ ვუშველეთ ენერგეტიკას ზამთარში შესაძლოა დიდი პრობლემები შეგვექმნას

გია არაბიძე: საქართველოს გაზის შიდა მოხმარების 99% დამოკიდებულია იმპორტზე, რაც იწვევს ტარიფის მატებას

ტარიფების მატება განპირობებულია აშშ დოლართან მიმართებაში ლარის კურსის მნიშვნელოვანი ცვლილებით. ბუნებრივი გაზის სექტორში საქართველოს შიდა მოხმარების 99% არის დამოკიდებული იმპორტზე. გაზის შესყიდვა ხორციელდება აშშ დოლარში. 2019 წელს, ტარიფების გაანგარიშებისას ბუნებრივი გაზის შესყიდვის კომპონენტი დათვლილი იყო 2.97 ლარზე აშშ დოლართან მიმართებაში. ვალუტის კურსის ცვლილების გამო გაიზარდა კომპანიის ხარჯები და შპს „თბილისი ენერჯის“ ზარალმა, რომელიც თბილისს ამარაგებს ბუნებრივი გაზით, 20 მლნ ლარი ...

Read More »

სუბარი: საერთოდ არ გვექნება გაზი, თუ ფული არ დაიხარჯა რეაბლიტაციაზე

ძალიან ცუდი და მტკივნეულია ნებისმიერი მოქალაქისთვის, პირადად ჩემთვისაც, რომ გაზის ფასი გაიზარდა, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ რეგიონებში მისი ფასი გაცილებით მაღალი იყო, თბილისში იყო დაბალი და ამ წუთშიც, თბილისში, მიუხედავად გაძვირებისა, უფრო დაბალი იქნება, ვიდრე საქართველოს რეგიონებში. მეორეა, რომ საერთოდ არ გვექნება გაზი, თუ ფული არ დაიხარჯა რეაბლიტაციაზე. ჩვენ შეგვიძლია, სუბსიდირება გავაკეთოთ, მაგრამ სუბსიდირებაც იგივე ბიუჯეტი არ არის? ამით ...

Read More »

შოთა გულბანი: საქმე გვაქვს კრიზისის შედეგად მოხმარების შემცირებასთან, რა დროსაც გაზის მიმწოდებელ კომპანიას შეუმცირდა შემოსავლები და პარალელურად გაეზარდა საოპერაციო ხარჯები

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 27 მაისის საჯარო სხდომაზე შპს „თბილისის ენერჯისთვის“ დადგენილი სამომხმარებლო ტარიფის კორექტირებაზე იმსჯელა და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. შპს „თბილისი ენერჯის“ კორექტირებული სამომხმარებლო ტარიფმა შეადგინა 53.972 თეთრი/კუბ.მ დღგ-ს ჩათვლით. ტარიფი ძალაში შევა 2021 წლის 1 ივნისიდან. ტარიფის კორექტირება განპირობებულია თბილისის უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგების უზრუნველყოფით. „მარტივი და გასაგები ენით რომ ავხსნათ, ამ ზრდას აქვს ორი ძირითადი ...

Read More »

მარიამ ჩახვაშვილი: სემეკს რომ არ მიეღო ეს გადაწყვეტილება, მომავალში გაზი უფრო მეტად გაძვირდებოდა

„გალთ ენდ თაგარტის“ უფროსი ანალიტიკოსი მარიამ ჩახვაშვილი მიიჩნევს, რომ თუ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) დღეს არ მიიღებდა ბუნებრივი გაზის ტარიფის ცვლილების გადაწყვეტილებას, მომავალში ბევრად უფრო მეტით მოუწევდა ტარიფის აწევა. „როდესაც არსებული ტარიფი დადგინდა, 1 აშშ დოლარი, დაახლოებით, 2,7 ლარი ღირდა. დღეს დოლარი უკვე 3,3 ლარი ღირს. ამ კურსის ცვლილების გამო კომპანია „თბილისი ენერჯის“ დაახლოებით 20 მლნ ...

Read More »

დავით ნარმანია: თუ ელექტროენერგიის იმპორტი გაგვეზარდა, ბუნებრივია, ეს ტარიფზე უარყოფით გავლენას იქონიებს

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის. მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში თუკი იმპორტი გაიზრდება, გაუარესებული კურსის პირობებში, ეს ტარიფზე უარყოფით გავლენას იქონიებს. „ამ ეტაპზე, რაიმე სახის გადაანგარიშებები ელექტროენერგიის ნაწილში მოსალოდნელი არ არის, რადგან შედარებით ახალი დადგენილია ელექტროენერგიის ტარიფი. გარდა ამისა, ამ გაზაფხულზე გვაქვს კარგი ჰიდროლოგია საქართველოში არსებული უხვი ნალექებიდან გამომდინარე. ჩვენი ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული იაფი ...

Read More »