ტარიფების მატება განპირობებულია აშშ დოლართან მიმართებაში ლარის კურსის მნიშვნელოვანი ცვლილებით. ბუნებრივი გაზის სექტორში საქართველოს შიდა მოხმარების 99% არის დამოკიდებული იმპორტზე. გაზის შესყიდვა ხორციელდება აშშ დოლარში. 2019 წელს, ტარიფების გაანგარიშებისას ბუნებრივი გაზის შესყიდვის კომპონენტი დათვლილი იყო 2.97 ლარზე აშშ დოლართან მიმართებაში. ვალუტის კურსის ცვლილების გამო გაიზარდა კომპანიის ხარჯები და შპს „თბილისი ენერჯის“ ზარალმა, რომელიც თბილისს ამარაგებს ბუნებრივი გაზით, 20 მლნ ლარი შეადგინა“, – ამის შესახებ ენერგეტიკოსი გია არაბიძე აცახდებს, რომელიც ტარიფის ზრდის მიმართულებით გადახედვას გარდაუვლად მიიჩნევს.
მისივე თქმით, ტარიფების უცვლელად დატოვების შემთხვევაში, „თბილისი ენერჯი“ ვეღარ უზრუნველყოფდა თბილისის მოსახლეობის ბუნებრივი გაზით უწყვეტ და საიმედო მომარაგებას.
„კომპანიას როდესაც გაუჩნდა ფინანსური პრობლემები, შესაბამისი ფინანსური თუ ტექნიკური დასაბუთებებით, მომართა მარეგულირებელ კომისიას ტარიფების გადახედვის მოთხოვნით. აღნიშნულის საფუძველზე, საკითხის შესასწავლად კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება“ – განაცხადა გია არაბიძემ.
ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფი 8 თეთრამდე გაიზარდა და 1 მ3–ის ფასი 1–ლი ივნისიდან 54 თეთრი იქნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება სემეკმა 27 მაისის სხდომაზე მიიღო.