Tag Archives: #გერმანია

გერმანია ევროკავშირის გეგმებს რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების შესახებ მხარს უჭერს

გერმანიის მთავრობა, ევროკავშირის გეგმებს, რუსეთის ნავთობზე ემბარგოს დაწესების შესახებ მხარს უჭერს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Deutsche welle ავრცელებს. როგორც მედია წერს, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოს დაწესებას ახლა მხოლოდ უნგრეთი, ავსტრია, სლოვაკეთი, ესპანეთი, იტალია და საბერძნეთი ეწინააღმდეგებიან. შეგახსენებთ, მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტი ევროკავშირის მასშტაბით რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას მოიცავდეს.

Read More »

გერმანია მზად არის, უარი თქვას რუსულ ნავთობზე და მხარი დაუჭიროს ევროკავშირის სანქციებს

გერმანია მზად არის, შეწყვიტოს რუსული ნავთობის ყიდვა. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. გერმანია რუსული ნავთობისა და გაზის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე იყო. როგორც ჟურნალი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, 27 აპრილს ბერლინის წარმომადგენლებმა ევროკავშირში გააუქმეს ქვეყნის წინააღმდეგობა რუსეთის ნავთობის სრულ ემბარგოზე იმ პირობით, რომ გერმანიას მიეცემა საკმარისი დრო ალტერნატიული მიწოდების უზრუნველსაყოფად. გერმანიის პოზიციის ცვლილება ...

Read More »

რო­ბერტ ჰა­ბე­კი: გერმანიამ რუსეთიდან გაზის იმპორტი 35%-მდე შეამცირა – რუსულ გაზზე უარის თქმისთვის არარეალური უნდა ვცადოთ

გერ­მა­ნი­ის ვიცე-კან­ცლე­რის, ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის, რო­ბერტ ჰა­ბე­კის გან­ცხა­დე­ბით, მისი მთავ­რო­ბის მი­ზა­ნი რუ­სუ­ლი ენერ­გო­მო­მა­რა­გე­ბის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა უნდა იყოს. ”გერ­მა­ნი­ამ რუ­სე­თი­დან გა­ზის იმ­პორ­ტი 35 პრო­ცენ­ტამ­დე შე­ამ­ცი­რა, რო­მე­ლიც ომის და­წყე­ბამ­დე 55 პრო­ცენტს შე­ად­გენ­და,” – აღ­ნიშ­ნა მან. მისი თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მო­მა­ვალ წლამ­დე რუ­სულ გაზ­ზე მთლი­ა­ნად უა­რის თქმა არა­რე­ა­ლუ­რია, ბერ­ლინ­მა ახლა “არა­რე­ა­ლუ­რი უნდა სცა­დოს“. “მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩვენ ახლა გარ­კვე­ულ­წი­ლად არა­რე­ა­ლუ­რი უნდა ვცა­დოთ,” – აღ­ნიშ­ნა ჰა­ბეკ­მა. მან ...

Read More »

რობერტ ჰაბეკი: ვიმედოვნებთ, რომ რუსული ნავთობის ალტერნატიულ წყაროებს უახლოეს დღეებში ვიპოვით

გერმანია იმედოვნებს, რომ რუსული ნავთობის ჩასანაცვლებლად ალტერნატიულ წყაროებს უახლოეს დღეებში იპოვის. გერმანიის ეკონომიკის მინისტრის, რობერტ ჰაბეკის თქმით, სწორედ ამის შემდეგ შეძლებს გერმანია ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგოს გამკლავებას. ოფიციალური ბერლინი ამ დრომდე აცხადებდა, რომ რუსული ნავთობის იმპორტს წლის ბოლომდე სრულად შეწყვეტდა. „დღეს შემიძლია ვთქვა, რომ [რუსულ ნავთობზე] ემბარგოს გერმანია გაუმკლავდება“, – თქვა ჰაბეკმა პოლონელ კოლეგასთან, ანნა მოსკვასთან ვარშავაში გამართული შეხვედრის ...

Read More »

გერმანია მცურავი LNG-ტერმინალების იჯარით ასაღებად €3 მილიარდს გამოყოფს

გერმანიის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყანა თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტისთვის მცურავი ტერმინალების იჯარით ასაღებად თითქმის €3 მილიარდს დახარჯავს. ევროპა, განსაკუთრებით კი გერმანია, რუსული გაზის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ალტერნატივად სწორედ თხევად ბუნებრივ აირს განიხილავს. თხევადი გაზის იმპორტს გემების საშუალებით დაახლოებით ოცი ქვეყანა ახორციელებს. წამყვან მომწოდებლებს შორის ავსტრალია, კატარი და შეერთებული შტატები არიან. თხევად მდგომარეობაში, ნაკლები სივრცის დასაკავებლად, LNG ჩამოსვლისას ...

Read More »

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: რუსულ გაზზე სანქციები უკრაინაში ომს დაუყოვნებლივ ვერ შეაჩერებს, მაგრამ რუსეთის ეკონომიკას დაასახიჩრებს

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას მხარს უჭერს. როგორც უწყების ხელმძღვანელმა, ედგარ რინკევიჩმა სოციალურ ქსელში დაწერა, სანქციები უკრაინაში ომს დაუყოვნებლივ ვერ შეაჩერებს, მაგრამ რუსეთის ეკონომიკას და სამხედრო მანქანას დაასახიჩრებს. „რუსული გაზისა და ნავთობის წინააღმდეგ სანქციები უკრაინაში რუსეთის აგრესიას დაუყოვნებლივ ვერ შეაჩერებს, მაგრამ რუსეთის ეკონომიკას და სამხედრო მანქანას დაასახიჩრებს. ევროპა არ დააფინანსებს რუსეთს და არ მისცემს მას უდანაშაულო ...

Read More »

შოლცი: არ მესმის, როგორ დაასრულებს ომს რუსული გაზის ემბარგო

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსული გაზის იმპორტზე ემბარგოს დადებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს. „აბსოლუტურად არ მესმის, როგორ დაასრულებს ომს გაზის ემბარგო. პუტინზე ეკონომიკურ ფაქტორებს გავლენის მოხდენა რომ შეეძლოთ, ის ამ შეშლილ ომს საერთოდ არ წამოიწყებდა“, – აცხადებს შოლცი გერმანულ Der Spiegel-თან ინტერვიუში. კანცლერის თქმით, რუსულ ენერგო-რესურსებზე უარის ერთბაშად თქმა გერმანიის ეკონომიკას ძვირად დაუჯდება. „…ყველაფერი ფულის შესახებ არ არის. მაგრამ ეს [ემბარგოს არ დაწესება] თავს აგვარიდებს ...

Read More »

გერმანია რუსული გაზის ემბარგოსა და დიდი ეკონომიკური კრიზისისთვის ემზადება

გერმანია რუსული გაზის ემბარგოსა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი კრიზისისთვის ემზადება. სტატიას მსგავსი სათაურით Financial Times ავრცელებს. ევროპის #1 ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რუსულ გაზზე თითქმის 50%-ითაა დამოკიდებული, რისი სწრაფი ჩანაცვლებაც პრაქტიკულად შეუძლებელ ამოცანას წარმოადგენს. ემბარგოს შემთხვევაში კომპანიათა ნაწილს უბრალოდ გაჩერება მოუწევს. ქიმიკატების ჯგუფ BASF-ის აღმასრულებელ დირექტორ მარტინ ბრუდენმიულერის განცხადებით გერმანული ბიზნესი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მძიმე კრიზისის ...

Read More »

გერმანია რუსულ ნავთობსა და გაზზე წლის ბოლომდე უარს იტყვის

„გერმანია აპირებს ზაფხულის დასაწყისისთვის რუსული ნავთობის იმპორტის განახევრებას და წლის ბოლომდე ნულამდე დაყვანას, გადაწყვეტილება ეხება რუსულ ბუნებრივ აირსაც“, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბაერბოკი აცხადებს. „გარკვევით და ცალსახად ვამბობ: დიახ, გერმანიაც მთლიანად შეაჩერებს რუსული ენერგიის იმპორტს. ზაფხულისთვის ნავთობს გავანახევრებთ და წლის ბოლომდე ნულზე დავიყვანთ“, – აცხადებს მინისტრი. შეგახსენებთ, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში, ევროკავშირი რუსული ნავთობის ემბარგოს საკითხს ...

Read More »

გერმანიის დამქირავებლები და პროფკავშირები ეწინააღმდეგებიან რუსეთის გაზის დაუყოვნებელ აკრძალვას

ჯგუფები, რომლებიც წარმოადგენენ გერმანიის დამქირავებლებს და პროფკავშირებს, ერთიანი ძალებით დაუპირისპირდნენ რუსეთის გაზის იმპორტის დაუყოვნებელ აკრძალვას და აცხადებენ, რომ ამგვარი ნაბიჯი მოიტანს ქარხნების დახურვას და სამუშაო ადგილების დაკარგვას. რაინერ დულგერმა, გერმანიის დამქირავებელთა კონფედერაციის (BDA) ხელმძღვანელმა და რაინერ ჰოფმანმა, გერმანიის პროფესიული კავშირების კონფედერაციის (DGB) ხელმძღვანელმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს 18 აპრილს, იმ ფონზე, როცა ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობას ენერგეტიკის ...

Read More »