Tag Archives: #ატომური

ვენაში ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები გრძელდება

საახალწლო შესვენების შემდეგ, ორშაბათს ვენაში განახლდა მოლაპარაკებები 2015 წლის საერთაშორისო შეთანხმების აღდგენის შესახებ, რომელიც სანქციების შერბილების სანაცვლოდ, ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას ითვალისწინებს. ორშაბათს, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა თქვა, რომ მოლაპარაკებები „სიღრმისეულ ფაზაში შედის“. იმის მიუხედავად, რომ ირანმა და შეერთებულმა შტატებმა გარკვეული პროგრესი მოიხსენიეს, ირანმა შეერთებულ შტატებს ბრალი დასდო, როგორც თვითონ უწოდებს,„მაქსიმალურ მოთხოვნებში“, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა ნედ პრაისმა ...

Read More »

ბელგიის მთავრობა შვიდივე ატომურ ელექტროსადგურს ხურავს

ბელგიის მთავრობამ ქვეყანაში მოქმედი შვიდივე ატომური ელექტროსადგურის დახურვის შესახებ შეთანხმებას მიაღწია, რაც 2025 წლამდე უნდა განხორციელდეს. გადაწყვეტილება რამდენიმე კვირიანი დისკუსიის შემდეგ მიიღეს. ინფორმაციას The Brussels Times ავრცელებს. „მთელი ღამის მოლაპარაკებების შემდეგ, ბელგიის მინისტრებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ქვეყანამ ბირთვულ ენერგიაზე უარი თქვას. დისკუსია მიმდინარეობდა იმაზე, გამოიწვევს თუ არა ბელგიაში ენერგიის დეფიციტსა და მასზე ფასების ზრდას შვიდივე ატომური რეაქტორის დახურვა. ამ პრობლემას, ...

Read More »

ვენაში 27 დეკემბერს განახლდება მოლაპარაკება ირანის ბირთვული შეთანხმების აღდგენაზე

ვენაში 27 დეკემბერს განახლდება ირანთან მიმდინარე მოლაპარაკება, რომელიც მიზნად ისახავს 2015 წლის ბირთვული ხელშეკრულების აღდგენას – განაცხადა ევროკავშირის კოორდინატორმა, ენრიკე მორამ. “ვენის მოლაპარაკება განახლდება ორშაბათს, 27 დეკემბერს. … ერთობლივი კომისია შეხვედრას გამართავს და სამომავლო კურსს დაადგენს”, – წერს მორა 23 დეკემბერს ტვიტერზე. აშშ მიმდინარე მოლაპარაკებებში ირიბი ფორმით მონაწილეობს. ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2018 წელს თავისი ქვეყანა ხელშეკრულებიდან გაიყვანა და ირანს ...

Read More »

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი: ირანთან ბირთვული დიპლომატია შესაძლოა “რამდენიმე კვირაში” ამოიწუროს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის მთავრობის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი გამოდის გაფრთხილებით, რომ მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევა, რომელიც მიზნად ისახავს ირანთან 2015 წელს გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულების აღდგენას, შესაძლოა “რამდენიმე კვირაში” ამოიწუროს. 22 დეკემბერს, ისრაელში ვიზიტისას სალივანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვაშინგტონი და მისი პარტნიორები განიხილავენ დროის ჩარჩოების დაწესებას ირანთან დიპლომატიისთვის. “საჯაროდ კალენდარში რაიმე თარიღს არ შემოვხაზავთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ დახურულ კარს მიღმა ვმსჯელობთ ...

Read More »

ევროპელები ირანს აფრთხილებენ, რომ შეთანხმების მისაღწევად “დრო იწურება”

ევროპელი დიპლომატები ბირთვული მოლაპარაკების ფარგლებში ირანის პოზიციების გამო შეშფოთებულები არიან და აცხადებენ, რომ ირანელი დიპლომატები ახალ მოთხოვნებს აყენებენ, რაც „ძვირფასი დროის“ დაკარგვას იწვევს. მათივე განცხადებით, საბოლოო შეთანხმების მიღწევისთვის „დრო იწურება“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ დიპლომატია ჯერ ისევ საუკეთესო არჩევანია, რომელიც ყველა სხვა ალტერნატივას სჯობს. ვენაში ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ხელშეკრულების მოლაპარაკება გასულ კვირას განახლდა. დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის ...

Read More »

თეირანი ამტკიცებს, რომ ბირთვული შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებებს სერიოზულად ეკიდება

ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი აცხადებს, რომ მისი მთავრობა „სერიოზულად“ ეკიდება ვენაში ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან ერთად მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობას. „ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ამ მოლაპარაკებებს და თუ მეორე მხარე სერიოზულად მოეკიდება სანქციების გაუქმებას, მივაღწევთ კარგ შეთანხმებას. ჩვენ ნამდვილად ვესწრაფვით კარგ შეთანხმებას“, – მოჰყავს ირანის პრეზიდენტის სიტყვები ირანის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს. ირანის პოლიტიკური ლიდერის ამ განცხადების ფონია, რამდენიმედღიანი ...

Read More »

ახალი ტექნოლოგიის დახმარებით ჩერნობილში ჰაერში რადიაციის დონე 47%-ით შემცირდა

შვეიცარიული კომპანია Exlterra-ს მიერ შემუშავებული ტექნოლოგიის Nucleus Separation Passive System-ის (NSPS) დახმარებით ჩერნობილში, ჰაერსა და ნიადაგში რადიაციული დაბინძურების დონე საგრძნობლად, პირველ შემთხვევაში – 47%-ით, მეორე შემთხვევაში კი 37%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ სისტემა დაახლოებით 1 ჰექტარ ტერიტორიაზე, 2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის სექტემბრამდე დროის პერიოდში გამოცადეს. სპეციალისტების გამოთვლებით, ჩერნობილის ტერიტორიაზე რადიოაქტიური დამაბინძურებლის ბუნებრივად დაშლას სულ ცოტა 24 ათასი წელი დასჭირდება. Exlterra-ს ახალმა ტექნოლოგიამ ...

Read More »

გერმანია ირანს მოუწოდებს, ბირთვულ მოლაპარაკებებს რეალისტური წინადადებებით დაუბრუნდეს

გერმანია ირანს მოუწოდებს, ბირთვულ მოლაპარაკებებს რეალისტური წინადადებებით დაუბრუნდეს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. გერმანიის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ გასულ კვირას თეირანის მიერ გაკეთებული თითქმის ყველა შეთავაზება მანამდე შეთანხმებულ კომპრომისებს არღვევს. „ირანის წინადადებები მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების საფუძველს არ იძლევა. ყურადღებით და საფუძვლიანად განვიხილეთ წინადადებები და დავასკვენით, რომ ირანმა თითქმის ყველა კომპრომისი დაარღვია, რომელსაც აქამდე მივაღწიეთ თვეების განმავლობაში მძიმე ...

Read More »

ირანმა ფორდოს ბირთვულ ობიექტეზე გამდიდრებული ურანის წარმოება დაიწყო

ირანმა ფორდოს ბირთვულ ობიექტეზე გამდიდრებული ურანის წარმოება დაიწყო. ამის შესახებ „როიტერი“ გაერო-ს ატომური სააგენტოს დამკვირვებლებზე დაყრდნობით იუწყება. ვარაუდობენ, რომ მსგავსი ცნობის გავრცელება ირანსა და აშშ-ს შორის არაპირდაპირ მოლაპარაკებებს ზიანს მიაყენებს. როგორც მედია წერს, მოლაპარაკებაში ჩართული მხარეები კი შიშობენ, რომ ამით ირანი ცდილობს, მოიპოვოს ბერკეტი მოლაპარაკების პროცესში. საერთაშორისო ატომური სააგენტოს განცხადებით, გაუმჯობესებული ცენტრიფუგების საშუალებით ირანი უფრო სწრაფად შეძლებს მიზნის მიღწევას.

Read More »

ჩინეთში ბირთვული რეაქტორი შენდება

ჩინური მედიის ინფორმაციით, ქვეყანა ძლიერ ბირთვულ რეაქტორს ავითარებს, რომელსაც პლანეტათაშორისი მისიებისთვის გამოიყენებენ. კოსმოსის შესასწავლად ბირთვულ რეაქტორებს რამდენიმე ქვეყანა უკვე ფლობს, მათ შორის, შეერთებული შტატები და რუსეთი. ჩინური მედია წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქვეყანა 1-მგვტ კლასის პროექტს ტესტავს. ბირთვული რეაქტორის ტექნიკური პროექტი უკვე დასრულებულია. მანამდე NASA-მ გამოაცხადა კონკურსი 10 კილოვატიანი კლასის რეაქტორის შესაქმნელად, ჩინური რეაქტორი მასზე 100-ჯერ უფრო ძლიერი იქნება. წყარო: report.ge

Read More »