Tag Archives: #ელექტროსისტემა

ნიკა გამყრელიძე: კომუნალური გადასახადების ზრდა ჯანდაცვის სისტემას მწვავედ დააწვება

“კომუნალური გადასახადების ზრდა ჯანდაცვის სისტემას მწვავედ დააწვება. ჩვენთვის ამ ეტაპზე, ასევე, რთულია პირადი უსაფრთხოების საშუალებების, დაახლოებით, 3-4 ჯერ გაზრდილი მოხმარება და მათი დეფიციტის გამო გაზრდილი ფასები”,  – ამის შესახებ “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკა გამყრელიძემ “საქმიან დილაში” საუბრისას განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ამ საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად გარკვეული ტიპის შეთანხმება უნდა მოხდეს. “მზად ვართ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ყველაფერი სამართლიანად ...

Read More »

აფხაზეთში კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით აკრძალვები დაწესდა

დე ფაქტო აფხაზეთში კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით აკრძალვები დაწესდა. კერძოდ, 2021 წლის 1 ივნისამდე აიკრძალა კრიპტოვალუტების მაინინგი და მაინინგისთვის საჭირო მოწყობილობების იმპორტი. ეს კი უკავშირდება ენგურჰესის მოსალოდნელ რეაბილიტაციას. შეგახსენებთ, რომ „ენგურჰესის“ რებილიტაცია სავარაუდოდ, 15-20 იანვრიდან დაიწყება. შესაბამისად, სწორედ იმ პერიოდიდან მოხდება ჰესის სრულად გაჩერება. რეაბილიტაცია 95-100 დღე გაგრძელდება, ფუნქციონირების განახლების ბოლო ვადა კი 10 მაისია. აღსანიშნავია, რომ “ენგურჰესი” საქართველოში ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილი ...

Read More »
ხვალ რამდენიმე რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

როგორ გაიზარდა დენისა და წყლის ტარიფი 2013 წლიდან

2021 წლის 1-ლი იანვრიდან დენიც ძვირდება და წყალიც. მართალია, დღეს მოქმედ ტარიფთან შედარებით ზრდა კოლოსალური არაა, თუმცა 2013 წელთან გაძვირება საკმაოდ მნიშვნელოვანია. ერთადერთი, რაც „ოცნებამ“ გააიაფა, ეს იყო გაზის სამომხმარებლო ტარიფი. ერთი კუბური მეტრი გაზის სამომხმარებლო ტარიფი 46,1 თეთრს შეადგენს, როცა „ოცნებამდე“ ის 51 თეთრი ღირდა. რაც შეეხება ელექტროენერგიას, 2013 წელს დადგენილი ტარიფით 101-დან 300 კვტსთ მოხმარებულ ელექტროენერგიაში „თელასის“ აბონენტი ...

Read More »

რომან გოცირიძე: “სუბსიდირება ხდება ნასესხები ფულით, მაგრამ საკითხავია რა მოხდება შემდეგ, როცა ეს ფული ამოიწურება“

ტარიფების ზრდის მიზეზი მთავრობის და ეროვნული ბანკის დანაშაულებრივი ფულად საკრედიტო და ფისკალური პოლიტიკაა – ასე შეაფასა ელექტროენერგიის, გაზის და წყლის საფასურის მატება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, რომან გოცირიძემ ,,რადიოპალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“. რომან გოცირიძე ამბობს, რომ ტარიფების მატება უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად, თუმცა სემეკს ამის უფლება მთავრობამ არ მისცა, რადგან საარჩევნო პერიოდი იყო. ,,ხელისუფლებას ჰგონია, რომ შეძლებს ყველაფერი პანდემიას მიაწეროს, ...

Read More »

GALT & TAGGART: ტარიფის ზრდა არ არის იმდენად დიდი, რომ ელექტროენერგიის მოხმარება შეამციროს

Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსის მარიამ ჩახვაშვილის აზრით, საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა იმდენად დიდი არ ყოფილა, რომ ელენერგიის მოხმარება შეამციროს. მისივე თქმით, მოხმარების შემცირება, შესაძლოა, კომერციულ სექტორში შევნიშნოთ, თუმცა, ესეც უმნიშვნელო მაჩვენებელი იქნება საერთო მოხმარების სურათში. „3,5 თეთრი არ არის იმდენად დიდი ზრდა, რომ ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი შემცირება გვქონდეს. კომერციულმა სექტორმა შესაძლოა უფრო მეტად შეამციროს ელექტროენერგიის მოხმარება, მაგრამ ელენერგია ნაკლებად ელასტიური ...

Read More »
„გაზისა და დენის ტარიფი იმ შემთხვევაში გადაიხედება, თუ ლარი-დოლარის კურსი 2,5 ნიშნულს მიაღწევს“

როგორ აისახება ბიზნესისთვის გაძვირებული დენი მოსახლეობაზე

ბიზნესისთვის ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირება საბოლოოდ, ისევ მოსახლეობაზე აისახება: ასეთია ბიზნესის სფეროს წარმომადგენლების მოსაზრება სემეკის მიერ გამოცხადებულ ახალ ტარიფებთან დაკავშირებით. ისინი “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავენ, რომ სუბსიდირება მხოლოდ დროებითი ინსტრუმენტია ვითარების შესამსუბუქებლად და ჯამში, გაძვირების ეფექტი მაინც იმოქმედებს როგორც ბიზნესის, ისე მოქალაქეთა ყოფაზე. რამდენით გაძვირდა დენი და ვის დაეხმარება მთავრობა? 2021 წლის პირველი იანვრიდან არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთათვის, მათ შორის, ბიზნესისთვის, ელექტროენერგიის  ტარიფი 10-დან ...

Read More »

მამუკა მდინარაძე – თანხები სხვადასხვა სფეროდან არის გამოყოფილი, რათა ტარიფებს შორის სხვაობის სუბსიდირება მტკივნეული არ ყოფილიყო

თანხები სხვადასხვა სფეროდან არის წამოღებული, რომ სუბსიდირება მტკივნეული არ ყოფილიყო, – ამის შესახებ ფრაქცია  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომლითაც განმარტა, თუ რის ხარჯზე ხდება ტარიფებს სორის სხვაობის სუბსიდირება. მისი თქმით, ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით მთავარი გამოწვევა იყო, რომ ეს არ შეხებოდა განსაკუთრებით იმ ფენებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ სახელმწიფოს დახმარება. „გადაწყვეტილება ჯერ საკოორდინაციო საბჭოზე მივიღეთ და შემდეგ ბიუჯეტის ...

Read More »
ნარმანია

ნარმანია: “ტარიფში არ გავითვალისწინეთ თელასისა და ენერგო პროს 30-მილიონიანი ხარჯი” –

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ელექტროენერგიის სამომხმარებლო და არასამომხმარებლო ტარიფების ზრდას დაუჭირა მხარი. ამ გადაწყვეტილების შედეგად, მოქალაქეებისთვის ერთი კილოვატი ელექტროენერგია 3.5 თეთრით, არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის კი საშუალოდ 12 თეთრით გაძვირდა. ამასთანავე, ახალი ტარიფები ძალაში მხოლოდ დროებით – 6 თვის ვადით იქნება, გრძელვადიან ტარიფს კი სემეკი 2021 წლის ივლისამდე დაადგენს. სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, მათ ...

Read More »
ელექტროენერგიის ექსპორტის ნახევარი თურქეთზე მოდის

ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 თეთრით გაძვირდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის გადაწყვეტილებით, “თელასისა” და “ენერგო პროს” აბონენტებს ელექტროენერგიის ტარიფი გაეზრდებათ. საყოფაცხოვრებო მომხმარებელთათვის ტარიფი 3.5 თეთრამდე იზრდება, არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის კი ტარიფი 10-დან 15 თეთრამდე იზრდება. დროებითი ტარიფების მიხედვით, რომელიც 6 თვიანი ვადით დაწესდა, “ენერგო პროს” სამომხმარებლო ტარიფი ასე გმაოიყურება: 0-101 კილოვატზე – 17.731 თეთრი;101-301 კილოვატზე – 21.707 თეთრი;301-ზე მეტ კილოვატზე – 26.227 თეთრი. რაც შეეხება “ენერგო პრო” ...

Read More »

გახარია: ელენერგიაზე ძველ და ახალ ტარიფს შორის სხვაობას მთავრობა დაასუბსიდირებს

სემეკმა ელექტროენერგიასა და წყალზე ახალი ტარიფები უნდა დაადგინოს. მთავრობა ვარაუდობს, რომ ტარიფები გაიზრდება. სწორედ ამიტომ მათ ძველი და გაზრდილი ტარიფების სხვაობის დასუბსიდირება გადაწყვიტეს. “ყველა ველოდებით, რომ ტარიფი გაიზრდება. ამას თავისი ობიექტური დასაბუთება და ახსნა აქვს. 2017 წელს მოხდა მეთოდოლოგიის ცვლილება, რის შედეგადაც 3 წლის განმავლობაში ტარიფი არ გადახედილა. ყველას კარგად გვესმის, რომ მოსალოდნელია ტარიფის ზრდა ელექტროენერგიაზე, ისევე როგორც წყალზე. ოღონდ ...

Read More »