Tag Archives: #აშშ

აშშ ევროკავშირისთვის თხევადი გაზის მიწოდებას გაზრდის

ევროკავშირის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად აშშ ევროპაში თხევადი გაზის ექსპორტს გაზრდის. ენერგეტიკის სფეროში პარტნიორობის ახალი შეთანხმების შესახებ დასავლელმა ლიდერებმა 25 მარტს ბრიუსელში განაცხადეს. შეთანხმების ფარგლებში, ამერიკა ევროკავშირის ქვეყნებს წელიწადში დამატებით 15 მილიარდ კუბურ მეტრ თხევად ბუნებრივ აირს მიაწოდებს. ცოტა ხნის წინ გერმანიის ეკონომიკის მინისტრი სპარსეთის ყურის ქვეყნებში იმყოფებოდა, სადაც კატართან თხევადი გაზის შესყიდვის შესახებ გრძელვადიან შეთანხმებას მიაღწია. რუსეთი ევროკავშირისთვის ენერგომატარებლების ერთ-ერთ მთავარ ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 4,35 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 4,35 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 415,907 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  შემცირდა  3,62  მილიონი ბარელით  და შეადგინა  240,991 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა  0,33 მილიონი ბარელით და შეადგინა  114,206 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 200 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,6 ...

Read More »

აშშ ირანიდან ნავთობის იმპორტს გამორიცხავს

ამერიკის შეერთებული შტატები არ განიხილავს ირანიდან ნავთობის იმპორტის განახლების შესაძლებლობას რუსული ენერგორესურსების შესყიდვაზე უარის თქმის შემდეგ. 15 მარტს გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელ ნედ პრაისის განაცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. „ჩვენ არ ვაპირებთ რუსული ნავთობის ირანული ნავთობით ჩანაცვლებას. ეს ვარიანტი არ განიხილება“, – განაცხადა მან. პრაისმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონის პოზიცია ირანიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ უცვლელი დარჩება, მიუხედავად იმისა, ...

Read More »

რამდენად დააზარალებს რუსეთს აშშ-ის უარი რუსულ ნავთობზე

რუსული გაზი და ნავთობი აშშ-სა და ევროპის ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებში ძირითადად არ მოიაზრებოდა. ეს გამოწვეული იყო ეკონომიკური ზემოქმედების რისკით, განსაკუთრებით ევროპაში, სადაც რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულება უფრო დიდია. თუმცა, კონგრესისგან ზეწოლის ფონზე, სადაც რუსული ნავთობის აკრძალვის კანონპროექტი წინ მიიწევდა, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. რა იკრძალება? ნედლი ნავთობი, ნავთობი, ნავთობის საწვავი, თხევადი ბუნებრივი ...

Read More »

ვლადიმერ პუტინი – აშშ ცდილობს, მოატყუოს საკუთარი მოსახლეობა, რადგან ამერიკულ ბაზარზე რუსული ნავთობის მიწოდება სამ პროცენტს არ სცდება

აშშ ცდილობს, მოატყუოს საკუთარი მოსახლეობა, რადგან ამერიკულ ბაზარზე რუსული ნავთობის მიწოდება სამ პროცენტს არ სცდება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრისას განაცხადა. „რუსული ნავთობის მიწოდება ამერიკულ ბაზარზე სამ პროცენტს არ აღემატება. ეს უმნიშვნელო რაოდენობაა, მათი ფასები კი იზრდება. ჩვენ აბსოლუტურად არაფერი გვაქვს საერთო და აქაც, რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვს. ისინი ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1,86 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1,86 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 411,562 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი.” ბენზინის მარაგები  შემცირდა 1,41  მილიონი ბარელით  და შეადგინა  244,606 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  შემცირდა  5,23 მილიონი ბარელით და შეადგინა  113,874 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 200 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,6 ...

Read More »

ტრამპმა ევროპა აშშ-ის მიერ რუსეთის ნავთობისა და გაზის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე არშეერთებისთვის გააკრიტიკა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროპა აშშ-ის მიერ რუსეთის ნავთობისა და გაზის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე არშეერთებისთვის გააკრიტიკა. „ახლახან დადასტურდა, რომ ევროპის ქვეყნების უმეტესობა არ შეუერთდება აშშ-ს რუსეთის ნავთობისა და გაზის ბოიკოტირებაში. ჩვეულებისამებრ, აშშ მარტო დარჩება, რითაც ევროპა ისარგებლებს“, – ნათქვამია დონალდ ტრამპის განცხადებაში. აშშ-მა რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტი აკრძალა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „დღეს მე ვაცხადებ, ...

Read More »
რომან გოცირიძე - ნაცვლად იმისა, რომ ენერგეტიკის მინისტრი ჩვენი ქვეყნის ინტერესებს იცავდეს, გამოდის "გაზპრომის" ადვოკატად

„თუ ეს ემბარგო განხორციელდა, ჩავთვალოთ, რომ რუსეთი 90-ანი წლების დონეზე ჩამოიშლება, არავითარი ძალა მას არ ექნება“

„ეტაპობრივად, თუ ეს ემბარგო განხორციელდა, ჩავთვალოთ, რომ რუსეთი 90-ანი წლების დონეზე ჩამოიშლება. არავითარი ძალა მას არ ექნება“,- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა რომან გოცირიძემ რადიო „პალიტრისა“და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“, რუსეთისთვის ნავთობზე ემბარგოს დაწესებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ეს არის ის მთავარი ბერკეტი, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც, რუსეთს არც ომის წარმოების საშუალება ექნება. „ნავთობისა და გაზის ქვეყანაა რუსეთი. ეს არის ქვეყანა, რომელიც აი ...

Read More »
ბლინკენი

ენტონი ბლინკენი ევროპას მოუწოდებს, რუსეთის ენერგეტიკაზე დამოკიდებულება შეწყვიტოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა უნდა შეწყვიტონ რუსულ ენერგეტიკაზე დაყრდნობა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ამჟამად არა მხოლოდ მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, არამედ აუცილებლობაც არსებობს, რომ ევროპულმა ქვეყნებმა საბოლოოდ მოიშორონ რუსეთის ენერგეტიკაზე დამოკიდებულება, რადგან რუსეთი მას იარაღად იყენებს. შეგახსენებთ, რომ აშშ-მა რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტი აკრძალა აშშ აღნიშნულ ნაბიჯს ცალმხრივად დგამს, ევროპელი მოკავშირეების გარეშე, ვინაიდან ევროპულ ქვეყნებს შორის უთანხმოებაა ...

Read More »

აშშ-მა რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტი აკრძალა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ქვეყანა რუსულ ნავთობსა და გაზს აღარ შიეძენს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

Read More »