რუსული ნახშირწყალბადების ექსპორტმა შესაძლოა 4 ტრილიონ დოლარზე მეტი დაკარგოს.
ევროკავშირმა, რომელიც ყიდულობს რუსეთის ნახშირწყალბადების ნახევარზე მეტს, გასულ წელს შეიმუშვა სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს წიაღისეული საწვავის ეტაპობრივად ამოღებას. ივლისში გამოქვეყნდა ნახშირბადის ტრანსსასაზღვრო გადასახადის პროექტიც, რომელიც აიძულებს მომწოდებლებს ევროპაში გადაიხადონ მაღალი ტარიფი ნახშირბადის კვალისთვის.
ჩინეთმა, რომელზეც განვითარებული ქვეყნებში მოთხოვნის შემცირების შემდეგ, რუსეთი დიდ იმედებს ამყარებდა, როგორც ნავთობისა და გაზის ალტერნატიულ ბაზარზე, ასევე გამოაცხადა საკუთარი გეგმების შესახებ, ნახშირბადნეიტრალურობის მისაღწევად 2021 წლის დასაწყისში. ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ მიზნად დაისახა 2060 წლისთვის ქვეყანამ გააფრქვიოს იმ მოცულობის სათბურის აირები, რამდენიც შთანთქავს.
ნახშირწყალბადების ექსპორტის შემცირებისა და ნახშირბადის სასაზღვრო გადასახადის შემოღების შედეგად, რუსულმა ექსპორტმა 2050 წლისთვის შეიძლება დაკარგოს 4 ტრილიონ დოლარზე მეტი.
ნავთობის წარმოება რუსეთში დეკარბონიზაციის ამჟამინდელი ტემპით მომდევნო 30 წლის განმავლობაში სამჯერ შემცირდება, ხოლო მისი ექსპორტი – 4-6 ჯერ. ეს ციფრები გამომდინარეობს “უკვე ჩამოყალიბებული ტენდენციებიდან” – აცხადებენ რუსი ანალიტიკოსები.
ნავთობზე მოთხოვნის შემცირება ასევე შეამცირებს ფასებს: რუსული “ურალის” ტიპის 1 ბარელი ნავთობის საშუალო ფასი 2050 წლისთვის 77 დოლარიდან 26 დოლარამდე დაეცემა, ხოლო ბუნებრივი აირის, რომელიც რუსეთის ეკონომიკისთვის შემოსავლის მეორე მთავარ წყაროს წარმოადგენს, ფასები მოიმატებს და ექსპორტის შემოსავალიც გაორმაგდება.
შედეგად, ეკონომიკას მოაკლდება მყარი უცხოური ვალუტის შემოდინება, რომელიც საბჭოთა დროიდან გამოიყენება იმპორტული წარმოების შესაძენად – დაწყებული სამომხმარებლო ნივთებიდან, დამთავრებული ტექნოლოგიებით.
რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 2019 წელს, პანდემიის წინ, რუსეთმა ექსპორტიდან 419,7 მილიარდი დოლარი მიიღო. ამ თანხიდან 56%, ანუ $ 238.5 მილიარდი, სამ პროდუქტზე – ნავთობზე, ნავთობპროდუქტებსა და ბუნებრივი აირის გაყიდვაზე მოდის.
2020 წელს, ნახშირწყალბადების ფასების დაცემისა და წარმოების იძულებითი შემცირების ფონზე, OPEC +-ის გარიგების თანახმად, აღნიშნული წილი დაეცა 45%-მდე, ანუ $ 333,3 მილიარდიდან – $ 150,3 მილიარდამდე.
ნინო სამადაშვილი