ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი ისრაელის ხელისუფლებასთან ევროპისთვის გაზის მიწოდების საკითხს განიხილავს. ევროკომისიის ხელმძღვანელი ამ საკითხზე ისრაელის ენერგეტიკის მინისტრ კარინ ელჰარარს შეხვდა. ინფორმაციას ენერგეტიკის მინისტრი Twitter-ზე ავრცელებს. მინისტრის განცხადებით, ევროპისთვის გაზის მიწოდების საკითხზე სამუშაო ჯგუფების ფორმირება მარტში დასრულდა. ისრაელის მედიის ცნობით, ევროკავშირი სამმხრივი ენერგოხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს, რომლის თანახმადაც ისრაელიდან თხევადი გაზი ეგვიპტის გავლით ევროპას მიეწოდება. ცნობილია, რომ ისრაელი თხევადი აირის მოპოვებას ახალი საბადოების ხარჯზე 40 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის. ...
Read More »