ბუნებრივი აირი

უკრაინა მზადაა, კასპიის ზღვიდან ევროკავშირში ტრანსპორტირების მიზნით, ბუნებრივი აირი თავისუფალ გაზსაცავებში შეინახოს

უკრაინა მზადაა, კასპიის ზღვიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისა და შესანახად თავისუფალი სიმძლავრეები უზრუნველყოს. ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს. „რამდენიმე თვეში დაიწყება ინექციების სეზონი, რადგან დღეს ევროკავშირის ქვეყნებში გაზსაცავების უმეტესობა შევსებულია, რაც ხელს უწყობს უკრაინის გაზსაცავების მიმართ ინტერესის ზრდას. ძირითადი გადაწყვეტა ეფუძნება არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებას, კერძოდ, ტრანსბალკანური გაზსადენის სიმძლავრეს. უკრაინის GTS ოპერატორისთვის ეს არის შესაძლებლობა, მოიზიდოს სერვისების ახალი მომხმარებლები“, ...

Read More »

“თურქეთი გაზის ჰაბის ფარგლებში, პირველ კომერციულ ოპერაციას 2023 წელს შეასრულებს”

თურქეთში ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი და სავაჭრო ცენტრის შექმნაზე სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ჩვენ პირველი სავაჭრო ოპერაციის განსახორციელებლად 2023 წელს ვემზადებით. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა. მისი თქმით, გაზის სავაჭრო ჰაბის თემაზე დისკუსია რამდენიმე ქვეყანასთან გაიმართა. „ყველა სახელმწიფოს წარმომადგენელმა, რომლებთანაც ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი, გამოაცხადეს მზადყოფნა მხარი დაუჭირონ თურქული ჰაბის პროექტს“, – თქვა დონმეზმა. ამასთან აღნიშნა, ...

Read More »

ევროპამ რუსულ გაზზე დამოკიდებულება 40%-დან 8%-მდე შეამცირა

ევროპამ 2022 წელს რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირება 40%-დან 8%-მდე შეძლო. ეს განცხადება დღეს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ენ-კლერ ლეჟანდრმა ტელეარხ RTVI-სთან ინტერვიუში გააკეთა. „დღეს ჩვენ მხოლოდ 8%-ით ვართ დამოკიდებული რუსულ გაზზე, ხოლო გასული წლის დასაწყისში ეს დამოკიდებულება 40%-ზე მეტი იყო“, – განაცხადა ლეჟანდერმა. „ეს არის შეუქცევადი პროცესი და ღრმა სტრატეგიული ცვლილება ევროპული ენერგეტიკული მიქსის სტრუქტურირებაში. ეს არის ცვლილება მომავლისთვის“, – განაცხადა ...

Read More »

თბილისი ენერჯი: მომხმარებლებს ის გადასახადი მიუვიდათ, რა ოდენობის გაზიც მოიხმარეს

2022 წლის განმავლობაში გაზის დანადგარებისგან გამოწვეული უბედური შემთხვევების შედეგად თბილისში 12 ადამიანი გარდაიცვალა, 65 ადამიანმა კი ძლიერი ინტოქსიკაცია მიიღო. ჯამში, გასულ წელს, დედაქალაქსა და მის შემოგარენში, თითქმის 343 ათასი აბონენტი შემოწმდა, რის შედეგადაც 14 ათასზე მეტი აბონენტი ჩაიჭრა, რომელიც ყოველდღიური საფრთხის ქვეშ იყო. ასეთია ოფიციალური სტატისტიკა, რომელიც გაზგამანაწილებელმა კომპანია „თბილისი ენერჯიმ“ დღეს წარადგინა. როგორც „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილე გიორგი ლეფსვერიძე ...

Read More »

რუმინეთი აზერბაიჯანისგან გაზის დამატებით მოცულობებს მიიღებს

დღეს ბაქოში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიებმა (SOCAR) და რუმინეთის კომპანოამ (Romgaz) აზერბაიჯანიდან რუმინეთში გაზის მიწოდებაზე ხეელშეკრულება გააფორმეს. ანგარიშში ნათქვამია, რომ შეთანხმება ძალაში იქნება 2023 წლის პირველი აპრილიდან 2024 წლის პირველ აპრილამდე პერიოდში. „მადლობას ვუხდი ბატონ პრეზიდენტს იმისთვის, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან აზერბაიჯანმა დაიწყო დამატებითი მოცულობის გაზის ტრანსპორტირება რუმინეთში. ორი ქვეყნის სახელმწიფო ნავთობკომპანიები – რომგაზი და სოკარი ახალ ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს. ამ ...

Read More »

„ღია წვის კამერის მქონე გაზის დანადგარების მოხმარების შედეგად, 2022 წელს 12 ადამიანი გარდაიცვალა, ძლიერ ინტოქსირებულია 65 ადამიანი” – „თბილისი ენერჯი“

„ღია წვის კამერის მქონე გაზის დანადგარების მოხმარების შედეგად, 2022 წელს 12 ადამიანი გარდაიცვალა, ძლიერ ინტოქსირებულია 65 ადამიანი, – ამის შესახებ გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ლეფსვერიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, გასულ წელს ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული, ღია წვის კამერის მქონე დანადგარების მოხმარების გამო საფრთხის ქვეშ 14 471 აბონენტი იყო. „2022 წელს, პოსტპანდემიურ პერიოდში ჩვენ მიერ 342 850 აბონენტი შემოწმდა, ...

Read More »

უკრაინის გავლით “გაზპრომის” გაზის მიწოდება ევროპაში 32%-მდე შემცირდა

“გაზპრომი” ევროპას უკრაინის გავლით დღეში 29,4 მლნ კუბური მეტრ გაზს აწვდის, რაც რაც 20%-ით აღემატება წინა დღის მაჩვენებელს, თუმცა მთლიანობაში მიწოდება შემცირებულია. აღნიშნულის თობაზე “გაზპრომის” წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა. “გაზპრომი” აწვდის რუსულ გაზს უკრაინის გავლით, უკრაინული მხარის მიერ დადასტურებული ოდენობით, გაზგამანაწილებელი Sudzha-ს მეშვეობით – 29,4 მილიონი კუბური მეტრის ოდენობით, 1 თებერვლის მდგომარეობით. თუმცა გაზგამანაწილებელ „სოხანოვკაზე“ განაცხადი უარყოფილია“, – განაცხადა მან. თუმცა, ...

Read More »

ბრიტანულ-ნიდერლანდური Shell-ი, 2023 წლიდან რუსულ გაზს აღარ შეისყიდის

ბრიტანულ-ნიდერლანდური ნავთობკომპანია Shell-მა რუსული მილსადენის გაზისა და ნავთობპროდუქტების შესაძენად გასული წლის ბოლომდე ყველა კონტრაქტი დასრულა. ამის შესახებ კომპანიის მიერ მედიაში გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. „2022 წლის 22 დეკემბერს Shell-მა ხელი მოაწერა დოკუმენტებს Gazprom Neft-თან Salym Petroleum Development Limited Liability Company-ში მისი 50%-იანი წილის გაყიდვის შესახებ. ტრანზაქციის დასრულება დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციაში მოქმედ განონმდებლობაზე”, – აცხადებენ კომპანიაში.

Read More »

ფატიჰ დონმეზი: შავი ზღვის გაზის მარაგი თურქეთის საჭიროებებს 30 წლის განმავლობაში დაფარავს

თურქეთის მიერ გამოკვლეულმა გაზის მარაგმა შავ ზღვაში შეიძლება ქვეყნის საჭიროებები მომდევნო 30 წლის განმავლობაში დაფაროს. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ფატიჰ დონმეზმა განაცხადა სტამბოლში ფორუმზე „თურქეთის საუკუნე ენერგეტიკაში“ სიტყვით გამოსვლისას, იუწყება TVnet. „შავ ზღვაში არსებული გაზის მარაგი მოიცავს ჩვენს საჭიროებებს მომდევნო 30 წლის განმავლობაში. ახალი შესწავლილი საბადოებით ეს პერიოდი კიდევ უფრო გაიზრდება. შავი ზღვის გაზის მოპოვების პირველი ...

Read More »

BP კასპიის ზღვაში ორ ახალ ჭაბურღილს გაიყვანს – მიზანი გაზის რეზერვუარების აღმოჩენაა

ბრიტანული ნავთობმომპოვებელი გიგანტი BP გაზის მარაგების აღმოსაჩენად კასპიის ზღვის ფსკერზე ორი ახალი ჭაბურღილის გაყვანას იწყებს. გადაწყვეტილება ემთხვევა მოცემულობას, რომელშიც აზერბაიჯანი გაზს ირანიდან და რუსეთიდან ყიდულობს შიდა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და საექსპორტო კონტრაქტების შესასრულებლად. 5 წელში ბაქოში ევროპაში ექსპორტის გაორმაგებასაც ისახავენ მიზნად. BP-ის თანახმად, პირველი ჭაბურღილის სიღრმე 7,000 მეტრს მიაღწევს, რათა რეზერვუარიდან ბუნებრივი აირის მოპოვება გახდეს შესაძლებელი. რეზერვუარის სავარაუდო ადგილმდებარეობა შაჰ დენიზის ...

Read More »