ბუნებრივი აირი

ევროპაში გაზის ფასმა 2 800 დოლარს გადააჭარბა, ასეთი მაჩვენებელი 2022 წლის მარტის შემდეგ პირველად დაფიქსირდა

„გაზპრომის“ განცხადების ფონზე, რომლის მიხედვითაც, ჩრდილოეთის ნაკად ერთზე სარემონტო სამუშაოების გამო მილსადენის მუშაობას აჩერებს, ევროპაში გაზის ფასმა 1000 კუბურ მეტრზე 2 800 დოლარს გადააჭარბა, ასეთი მაჩვენებელი 2022 წლის მარტის თვის შემდეგ პირველად დაფიქსირდა. გაზი უკვე 8 პროცენტით გაძვირდა. გერმანიაში შიშობენ, რომ რუსეთმა შესაძლოა, უფრო მეტად შეუმციროს გაზის მიწოდება და მოსახლეობას კვლავ ენერგიის ეკონომიურად მოხმარებისკენ მოუწოდებს. „ჩვენ წინ ძალიან კრიტიკული ზამთარი გვაქვს. უნდა ველოდოთ,რომ პუტინი კიდევ ...

Read More »

ბულგარეთს აზერბაიჯანისგან მეტი ბუნებრივი გაზის შესყიდვა სურს

ბულგარეთი აზერბაიჯანთან, გაზის იმპორტის მოცულობის ზრდაზე მოლაპარაკებას იწყებს. ამის შესახებ ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა როსენ ხრისტოვმა, აზერბაიჯანულ მედიას განუცხადა. „ჩვენ ამერიკულ Cheniere Energ-თან კონკურენტულ ფასად თხევადი გაზის მიწოდებაზე შეთანხმებას მივაღწიეთ. ნედლეულის გადატვირთვა თურქეთში განხორციელდება. თხევადი გაზით დატვირთული ამერიკული ტანკერი სტამბოლში ოქტომბერში ჩავა“, – განაცხადა ხრისტოვმა. ამასთან, ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ ამერიკულ Cheniere Energ-გან მიღებული თხევადი გაზი, ბულგარეთის მოთხოვნის 1/3 დააკმაყოფილებს. მისი თქმით 1/3 მოცულობის ...

Read More »

გერმანიამ გაზზე დღგ 7%–მდე შეამცირა

ქვეყნის ენერგომომარაგებაში შექმნილი პრობლემების ფონზე გერმანიის მთავრობამ გაზზე დღგ–ის 7%–მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა. „ფედერალურმა მთავრობამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება გაზზე დღგ–ის 7%–მდე შემცირების შესახებ“, – ციტირებს დასავლური მედია კანცლერს. დღემდე გაზზე დღგ გერმანიაში 19%–ს შეადგენდა. შოლცმა აღნიშნა, რომ დღგ–ის ახალი განაკვეთი 2024 წლის 31 მარტამდე დარჩება ძალაში. წყარო: gbc.ge

Read More »

„გაზპრომი“ ევროპას „ჩრდილოეთის ნაკადის“ გავლით გაზის მიწოდებას სამი დღით შეუჩერებს

კომპანია „გაზპრომი“ ევროპას გაზის მიწოდებას სამი დღით შეუჩერებს. რუსული კომპანია ამჯერად მიზეზად „ჩრდილოეთის ნაკადზე“ ბუნებრივი აირის გადასაქაჩ აგრეგატ Trent 60- ზე ტექნიკური მომსახურების აუცილებლობას ასახელებს. როგორც „გაზპრომის“ განცხადებაშია აღნიშნული, გაზის მიწოდება 31 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე შეწყდება. აღსანიშნავია, რომ რუსეთს ამ დრომდე არ წაუღია გერმანიიდან კანადაში გარემონტებული სიმენსის ტურბინა, რომლის არქონის გამოც, ევროპას მიწოდების მოცულობა შეუმცირა.

Read More »

ევროპისკენ დიზელით დატვირთული ტანკერები დაიძრა

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო გადამზიდი კომპანია Vortexa-ს ინფორმაციით, აზიიდან ევროპისკენ ტვირთების ნაკადები ხუთთვიან მაქსიმუმს აღწევს. გემების ფლოტს მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი საწვავი, დიზელი მიაქვს ევროპისკენ. Vortexa-ს წინასწარი მონაცემების მიხედვით, აგვისტოში აზიიდან ევროპაში ხუთი ტანკერი ჩავა, რომლებიც 3 მილიონ ბარელ საწვავს გადაიტანენ. BBC-ს ინფორმაციით, რთული ზამთრის დადგომამდე, ჯერ ენერგია ევროპას ცხელი ზაფხულის გადასატანად სჭირდება. წყარო: gbc.ge

Read More »

გერმანიის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ამუშავების იდეას მხარს არ უჭერს

გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, კრისტიან ლინდნერმა განაცხადა, რომ არ უჭერს მხარს რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ამუშავების იდეას. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გაზსადენის ამოქმედების წინადადებით გერმანიის ვიცე-სპიკერი ვოლფგანგ კუბიკი გამოვიდა. გერმანიის ფინანსთა მინისტრის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ლინდნერი მიიჩნევს, რომ კუბიკის ინიციატივა „არასწორი და აბსურდულია“. გერმანიის ვიცე-სპიკერის შეთავაზება ასევე უარყვეს გერმანიის ფედერალურ მთავრობაშიც. მათი თქმით, ბერლინი არ გეგმავს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ამოქმედებას და პროექტის განახლებაზე საუბარიც კი ზედმეტია. ...

Read More »

რუსეთიდან მიწოდების გარეშე, გერმანიას სავსე გაზსაცავები 2,5 თვეს ეყოფა

თუ გერმანია მოახერხებს გაზის საცავების 95 პროცენტის შევსებას ნოემბრამდე, ეს მოცულობები საკმარისი იქნება მხოლოდ ორთვიანი გათბობისა და სამრეწველო მოხმარებისთვის რუსეთიდან გაზის მიწოდების სრული შეწყვეტის შემთხვევაში, ამის შესახებ ფედერალური ქსელის სააგენტოს (Bundesnetzagentur, BNetzA) ხელმძღვანელმა კლაუს მიულერმა განაცხადა. საცავები ამჟამად სავსეა 77 პროცენტით, დაგეგმილზე ორი კვირით ადრე, თქვა მიულერმა. “საწყობის შევსების კუთხით ცოტა უფრო სწრაფი ვართ, ვიდრე ადრე, მაგრამ ეს არ არის ...

Read More »

ბრიტანეთი თხევად გაზს ავსტრალიიდან ეზიდება

დიდი ბრიტანეთი ენერგიის დეფიციტმა იმდენად რთულ მდგომარეობაში ჩააყენა, რომ გაზს ავსტრალიიდან ეზიდება. BBC-ს წერს, რომ ჩვეულებრივ ავსტრალია ასეთ შორ მანძილზე არ ახორციელებს გადაზიდვებს, თუმცა ენერგოკრიზისის დასაძლევად და რუსული ენერგიის ჩასანაცვლებლად ასეთი პრეცედენტებიც ხდება. თხევადი ბუნებრივი აირით (LNG) დატვირთული ტანკერი 22 აგვისტოს ჩავა ბრიტანეთში. Bloomberg-ის ცნობით, ბოლო ექვს წელიწადში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ავსტრალიამ თხევადი ბუნებრივი აირი (LNG) ევროპაში გაგზავნა. წყარო: ...

Read More »

რუსული გაზის იმპორტიორმა შეზღუდვის გამო 12,6 მლრდ დოლარი დაკარგა

გერმანულმა კომპანია Uniper-მა, რომელიც ევროპაში რუსული გაზის ყველაზე დიდი იმპორტიორია განაცხადა, რომ რუსულ გაზზე შეზღუდვის დაწესების გამო წლის პირველ ნახევარში 12,6 მილიარდი დოლარი დაკარგა – ამის შესახებ  ინფორმაციას businessinsider ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსულმა ენერგეტიკულმა გიგანტმა „გაზპრომმა“ „ჩრდილოეთ ნაკადის“ მეშვეობით გაზის მიწოდება მისი სიმძლავრეების მხოლოდ 20%-მდე შეამცირა, რამაც Uniper აიძულა, რომ დეფიციტის ასანაზღაურებლად გაზი ღია ბაზარზე მაღალ ფასებში შეეძინა. Uniper-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კლაუს-დიტერ მაუბახმა თქვა, რომ კომპანია გადახდისუუნარობის წინაშე ...

Read More »

Gazprom: ევროპაში გაზის ფასი შესაძლოა, კიდევ 60%-ით გაიზარდოს

რუსული სახელმწიფო კომპანია Gazprom-ის განცხადებით, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შესაძლოა, კიდევ 60%-ით გაიზარდოს და 1,000 კუბურ მეტრზე $4,000-ზე მეტი შეადგინოს. აღსანიშნავია, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო, კომპანიის ექსპორტი და წარმოება ვარდნას განაგრძობს. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ ევროპის მთავარი მიმწოდებელი სახელმწიფოდან ბუნებრივი აირის ნაკადები მნიშვნელოვნადაა შემცირებული. ნაკადების შემცირება ერთ-ერთი მარშრუტის დახურვამ და სანქციების შედეგად, Nord Stream 1-ის აღჭურვილობასთან დაკავშირებით გამოწვეულმა ...

Read More »