ქვეყნის ენერგომომარაგებაში შექმნილი პრობლემების ფონზე გერმანიის მთავრობამ გაზზე დღგ–ის 7%–მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.
„ფედერალურმა მთავრობამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება გაზზე დღგ–ის 7%–მდე შემცირების შესახებ“, – ციტირებს დასავლური მედია კანცლერს.
დღემდე გაზზე დღგ გერმანიაში 19%–ს შეადგენდა.
შოლცმა აღნიშნა, რომ დღგ–ის ახალი განაკვეთი 2024 წლის 31 მარტამდე დარჩება ძალაში.
წყარო: gbc.ge