ბუნებრივი აირი

“თუ ჩენ გაზის ტარიფს არ გავზრდით, კომპანიები უბრალოდ ვერ შეძლებდნენ მოსახლეობის მომსახურებას”

“სემეკის” თავმჯდომარე დავით ნარმანია, გაზის ტარიფის თითქმის 8 თეთრით გაზრდას გამოუვალი სიტუაციით ხსნის: “თუ ჩენ გაზის ტარიფს არ გადავხედავდით და არ გავზრდით, კომპანიები უბრალოდ ვერ შეძლებდნენ მოსახლეობის მომსახურებას. ნუ შფოთავთ, ნუ შფოთავთ, მესმის, რომ პრობლემაა, მაგრამ ნუ ნერვიულობთ. გამოუვალი სიტუაციაა და აქიდან გამომდინარე [გაძვირდა გაზის ტარიფი]”, – ამბობს ნარმანია.

Read More »
სოკარმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირება 16%-ით შეამცირა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანზიტი შემცირდა

მიმდინარე წლის მაისში, თურქეთის ტერიტორიიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით 15,580 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი გადაიტანეს. თურქული კომპანია BOTAŞ– ის მონაცემებით, ეს 1,374 მილიონი ბარელით, ანუ 8,1% -ით, ნაკლებია გასული წლის აპრილის მაჩვენებელზე. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში, BTC- ის საშუალებით, თურქეთის გავლით 84.185 მილიონი ბარელი ნავთობია გადატანილი, რაც 10.558 მილიონი ბარელით ანუ 11,14%-ით ნაკლებია, ვიდრე 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში.

Read More »
აჭარის რეგიონს სამი დღით ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება

ახალი ვალდებულების ამოქმედება, გაზზე მომუშავე მოწყობილობებისთვის, გადავადდა

ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობებისთვის ახალი ვალდებულების ამოქმედება გადავადდა. კერძოდ, საუბარია, აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტზე, რომელიც მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან უნდა ამოქმედებულიყო. შესაბამისად, იმ ბიზნესსუბიექტებს, რომლებიც გაზზე მომუშავე მოწყობილობების რეალიზაციას ახორციელებენ, მოუწევდათ ისეთი ტექნიკა, როგორიცაა გაზის გამათბობლები, წყლის გამაცხელებლები, აღნიშნულ რეგლამენტთან შესაბამისობაში მოეყვანათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ტიპის მოწყობილობების რეალიზაცია ვეღარ განხორციელდებოდა. თუმცა, მთავრობის 24 ივნისის გადაწყვეტილებით, ამ რეგლამენტის ...

Read More »
თბილისში ბუნებრივი გაზის მკვეთრი სუნი გაზის ჭარბმა ოდორიზებამ გამოიწვია

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები დაასრულა

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 7 სოფელში, გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დაასრულა. ნიკორწმინდაში, ჭელიაღელეში, კაჩაეთში, უყეშში, თლუღში, ხოტევსა და აგარაში ჯამურად, პროექტის თანახმად, აშენდა 86 646 გრძივი მეტრი გაზსადენი, რომლის საშუალებითაც გაზიფიცირების საერთო ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემა 1961 აბონენტს. სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 3 481 640.87 ლარი. მთავრობის მიერ დამტკიცებული გაზიფიცირების სამწლიანი მასშტაბური გეგმის ფარგლებში, 2019-2021 წლებში, ონისა და ამბროლაურის ...

Read More »

ბაქო და კიევი უკრაინში აზერბაიჯანული გაზის მოცულობის გაზრდას გეგმავენ

Trend-ის ცნობით, აღნიშნულის თაობაზე უკრაინა-აზერბაიჯანის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ, “უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემების ოპერატორის” მომხმარებლებთან კომუნიკაციის განყოფილების ხელმძღვანელმა ანდრეი პროკოფიევმა განაცხადა. ”ჩვენ ვაფასებთ უკრაინისა და აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის კომპანიებს შორის თანამშრომლობას და დაინტერესებული ვართ მისი განვითარებით”, – აღნიშნა მან. დღეს, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან უკრაინაში ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება შესაძლებელია თურქეთის ტერიტორიის გავლით და შემდგომ “ტრანსბალკანეთის მილსადენით”. ...

Read More »
სტიქიით დაზარალებულ სოფელ ახალდაბას გაზმომარაგება აღუდგა

გაზგამანაწილებელი მცირე კომპანიების ტარიფები გაიზარდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 28 ივნისის საჯარო სხდომაზე იმსჯელა ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი მცირე კომპანიებისათვის – შპს „გასკო +“, შპს „ვარკეთილაირი“, სს „ენერგოკავშირი“ ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების ტარიფების კორექტირებაზე. კორექტირებული ტარიფები ძალაში შევა პირველი ივლისიდან და იმოქმედებს 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, – ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შპს „გასკო +“ ოპერირებს ქალაქ სენაკში ...

Read More »

ტრამპმა ჯო ბაიდენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გამო გააკრიტიკა

დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გამო გააკრიტიკა. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს. თეთრი სახლის დატოვების შემდეგ, ოჰაიოს შტატში, ქალაქ ველინგტონში გამართულ პირველ მიტინგზე, დონალდ ტრამპმა აშშ-ის ახალი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გააკრიტიკა რუსული გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის დაშვების გამო. ტრამპის თქმით, ჯო ბაიდენმა ამერიკული გაზსადენის Keystone XL-ის მშენებლობა შეაჩერა, სამაგიეროდ კი ევროპაში რუსული გაზსადენის მშენებლობაზე თანხმობა განაცხადა. მისი განცხადებით, აშშ-ის ახალი პრეზიდენტი ამერიკის ეკონომიკას ...

Read More »

წელს TANAP–ით თურქეთში 2,2 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზი იქნა ტრანსპორტირებული

მიმდინარე წლის იანვარ-მაისში აზერბაიჯანიდან თურქეთში ექსპორტირებულია დაახლოებით 4,2 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აზებაიჯანის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ქვეყანაში ნავთობისა და გაზის წარმოების ოპერატიული მონაცემების საფუძველზე. ანგარიშის თანახმად, ხსენეულ პერიოდში ტრანს-ანატოლიური გაზსადენით (TANAP) თურქეთში 2.2 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზი იქნა ტრანსპორტირებული. შეგახსენებთ, რომ “შაჰ დენიზის” საბადოდან წარმოებული გაზი თურქეთში ტრანსპორტირდება. ბუნებრივი აირი თურქეთის ბაზარს ...

Read More »
რას მოუტანს საქართველოს შაჰ-დენიზის პროექტი?

აზერბაიჯანიდან საქართველოში 1,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზის იმპორტი განხორციელდა

მიმდინარე წლის იანვარ-მაისში აზერბაიჯანმა ევროპაში 7,4 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტი განახორციელა. შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს  მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიური პერიოდის ნიშნულს 32%-ით აჭარბებს. 2021 წლის იანვარ-მაისში აზერბაიჯანმა თურქეთში ექსპორტზე გაიტანა დაახლოებით 4,2 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, ევროპაში – 2,1 მილიარდი კუბური მეტრი, ხოლო საქართველოში – 1,1 მილიარდი კუბური მეტრი. მათ შორის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით, ამ პერიოდის განმავლობაში, 43,2 მილიონი კუბური მეტრი ...

Read More »

პოლონეთში ბუნებრივი აირის ფასი რეკორდულად გაიზარდა

პოლონური ნავთობისა და გაზის უდიდესი კომპანია PGNiG-ის გაზის ფასი 24%-ით ფაიზარდა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Dziennik Gazeta Prawna იუწყება. გამოცემის ცნობით, ქვეყნის შიგნით ბუნებრივი აირის ფასი 1 ივლისიდან მოიმატებს. პოლონეთის სიდიდით მეორე ენერგეტიკული კომპანიის Tauron-ის სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ გაზის ფასებს ისიც გაზრდის. კომპანიებისთვის, რომლებსაც გაზის მომარაგებაზე წლიური კონტრაქტი აქვთ გაფორმებული,  საწვავის ღირებულება წლის ბოლომდე არ გაიზრდება და მხოლოდ შემდეგი წლიდან ...

Read More »