რას მოუტანს საქართველოს შაჰ-დენიზის პროექტი?

აზერბაიჯანიდან საქართველოში 1,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზის იმპორტი განხორციელდა

მიმდინარე წლის იანვარ-მაისში აზერბაიჯანმა ევროპაში 7,4 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტი განახორციელა. შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს  მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიური პერიოდის ნიშნულს 32%-ით აჭარბებს.

2021 წლის იანვარ-მაისში აზერბაიჯანმა თურქეთში ექსპორტზე გაიტანა დაახლოებით 4,2 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, ევროპაში – 2,1 მილიარდი კუბური მეტრი, ხოლო საქართველოში – 1,1 მილიარდი კუბური მეტრი.

მათ შორის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით, ამ პერიოდის განმავლობაში, 43,2 მილიონი კუბური მეტრი გაზი გადაიტანეს.

Leave a Reply