მიმდინარე წლის იანვარ-მაისში აზერბაიჯანიდან თურქეთში ექსპორტირებულია დაახლოებით 4,2 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აზებაიჯანის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ქვეყანაში ნავთობისა და გაზის წარმოების ოპერატიული მონაცემების საფუძველზე.
ანგარიშის თანახმად, ხსენეულ პერიოდში ტრანს-ანატოლიური გაზსადენით (TANAP) თურქეთში 2.2 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზი იქნა ტრანსპორტირებული.
შეგახსენებთ, რომ “შაჰ დენიზის” საბადოდან წარმოებული გაზი თურქეთში ტრანსპორტირდება. ბუნებრივი აირი თურქეთის ბაზარს მიეწოდება სამხრეთ კავკასიის მილსადენ (ბაქო-თბილისი-ერზრუმისა” და TANAP-ის მეშვეობით. პირველად გაზი თურქეთის ბაზარზე ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით 2007 წელს შევიდა. TANAP–ის საშუალებით კი თურქეთში კომერციული გაზის მიწოდება 2018 წლის 30 ივნისს დაიწყო.