ბუნებრივი აირი

თურქეთი თურქმენული გაზის ევროპაში გატანითაა დაინტერესებული, მარშრუტი საქართველოზე გადის

თურქეთის პრეზიდენტი თურქმენეთის ბუნებრივი აირის ევროპისთვის მიწოდებას რუსეთის გვერდის ავლით ფიქრობს – ამის შესახებ, თურქეთის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობითა და რესპონდენტთა ანონიმურობის დაცვით, Bloomberg-ი იტყობინება. გამოცემის ცნობით, რეჯებ ტაიპ ერდოღანი ამ იდეას განიხილავს აზერბაიჯანისა და თურქმენეთის პრეზიდენტებთან მომავალ კვირაში დაგეგმილ შეხვედრაზე აპირებს. თურქმენეთის გაზის ევროპისთვის მიწოდება ახალი იდეა არ არის, მაგრამ მისი განხორციელება წლების განმავლობაში ჭიანურდებოდა. Bloomberg-ის თანახმად, თურქეთის პრეზიდენტი ახლა ამ იდეის აღორძინებას აპირებს, ...

Read More »

ევროკავშირის 12 სახელმწიფო გაზის ფასის ლიმიტის შემცირებას ითხოვს

ევროკავშირის 12 წევრი სახელმწიფოს ჯგუფმა მოითხოვა გაზის ფასზე ლიმიტის მნიშვნელოვანი შემცირება, რათა შერბილდეს ენერგეტიკული კრიზისის გავლენა ევროპელ მომხმარებლებსა და ბიზნესებზე. ამის შესახებ 10 დეკემბერს, Bloomberg-მა და Reuters-მა დაწერეს. სააგენტოების ცნობით, ამ ქვეყნებში შედის ბელგია, ბულგარეთი, საბერძნეთი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, მალტა, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია და ხორვატია. მათ შესაბამისი წინადადება ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრების საგანგებო შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე წამოაყენეს, რომლებიც ამ ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი 2%-ით გაიზარდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი გაიზარდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 2%-ით გაიზარდა და 1000 კუბურ მეტრზე 1 531,7 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის ...

Read More »
რუსული მედიის შეფასებით გაზპრომი სამხრეთ კავკასიაში წარუმატებლობას განიცდის

ევროკავშირი გაზის ზღვრულ ფასად 220 ევროს განიხილავს

ევროკავშირის ქვეყნები გაზის ზღვრული ფასის 220 ევრომდე (231 დოლარამდე) შემცირებას განიხილავენ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის წინადადებით, თუ ხუთი დღის განმავლობაში გაზის საფასური 1 მგვტ/სთ-ზე 220 ევროს (1000 მ³-ზე 2 321 ევროს) გადააჭარბებს, ფასზე ლიმიტი უნდა დაწესდეს. სააგენტოს ცნობით, ინიციატივა წევრი ქვეყნების შეხვედრიდან ერთი კვირით ადრე გაჩნდა, რომელზეც ბლოკი შეთანხმების მიღწევას იმედოვნებს, რადგან „საკითხმა 27 წევრი ქვეყანა ერთმანეთისგან ...

Read More »
გაზპრომის მიზანია, საქართველოდან აზერბაიჯანული გაზის გააძევოს

ნავთობის შემდეგ საფასო ჭერს რუსულ გაზზეც დააწესებენ

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, ევროპაში ენერგორესურსების მხრივ რთული ვითარებაა. უკვე რამდენიმე თვეა გაზის ტარიფი პიკზეა, რის გამოც ევროკავშირმა ბუნებრივ აირზე ზღვრული ფასის დაწესების საკითხის განხილვა დაიწყო. ისინი ღირებულების შემცირებას განიხილავენ. თუ ნავთობის შემდეგ გაზზეც დაწესდება ზედა ზღვარი, რა შეიძლება მოჰყვეს ამას რუსეთის მხრიდან? ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გაჩნდა საშიშროება, რომ ევროპისთვის ზამთარი რთული გადასატანი იქნებოდა. უკვე 10 თვეა, ...

Read More »

ბაქო ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე პოზიციებს იმყარებს – აზერბაიჯანი შესაძლოა, Latvias gaze-ის აქციონერი გახდეს

აზერბაიჯანი შესაძლოა მალე გახდეს ლატვიური გაზის კომპანიის Latvijas gaze-ის ერთ-ერთი აქციონერი, განაცხადა ევროპარლამენტარმა ანდრის ამერიკსმა (დემოკრატებისა და სოციალისტების პროგრესული ალიანსი). „შესაძლებელია, აზერბაიჯანი მალე გახდეს Latvias gaze-ის ერთ-ერთი აქციონერი. ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში შეიძლება იყოს საინტერესო სიახლეები“, – ციტირებს მის სიტყვებს Baltijas Balss. ევროპარლამენტის წევრის თქმით, შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში აზერბაიჯანი შეიძლება გახდეს ევროკავშირის სერიოზული პარტნიორი, რომელიც „დაგვეხმარება ენერგეტიკული ...

Read More »

თურქმენეთი და აზერბაიჯანი, ევროპის მიმართულებით ენერგორესურსების დივერსიფიკაციას გეგმავენ

თურქმენეთი და აზერბაიჯანი ევროპის მიმართულებით, საერთაშორისო ბაზრებზე ენერგიის მიწოდების დივერსიფიცირებულ სქემას მხარს უჭერენ. ამის შესახებ 7 დეკემბერს თურქმენეთის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარემ გურბანგულ ბერდიმუჰამედოვმა აზერბაიჯანის მილი მეჯლისის (პარლამენტის) თავმჯდომარესთან საჰიბა გაფაროვასთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად აშხაბადში ვიზიტით ჩავიდა. მისი თქმით, ამ დროისთვის თურქმენეთსა და აზერბაიჯანს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის დიდი პოტენციალი აქვთ. გურბანგულ ბერდიმუჰამედოვის შეფასებით, გამორჩეული მოვლენა იყო 2021 წლის ...

Read More »

როგორ გავარკვიოთ მარტივად თუ რამდენად უსაფრთხოა გაზის გამათბობელი, ან წყლის გამაცხელებელი?

“თბილისი ენერჯი” განცხადებას ავეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “გაინტერესებს, როგორ უნდა გაიგო რამდენად უსაფრთხოა გაზის გამათბობელი, ან წყლის გამაცხელებელი? ღია წვის კამერიანი გაზის გამათბობლის ან წყლის გამაცხელებლის მოხმარება სახლში, ოფისში, ავტოფარეხში ან ნებისმიერ დახურულ სივრცეში საშიში და კატეგორიულად აკრძალულია. “თბილისი ენერჯი” გთავაზობთ მარტივად გაარკვიოთ ღია წვის კამერიანია თუ დახურული წვის კამერიანი თქვენი გაზის გამათბობელი ან წყლის გამაცხელებელი. გთხოვთ, გადაუღოთ ფოტოები თქვენს ...

Read More »

უზბეკეთმა უარი თქვა რუსეთთან და ყაზახეთთან გაზის კავშირის შექმნაზე

უზბეკეთი მზადაა, გააფორმოს კომერციული გაზის მიწოდების კონტრაქტები რუსეთთან, მაგრამ არ აპირებს მოსკოვის მიერ შემოთავაზებულ გაზის კავშირში შესვლას რუსეთთან და ყაზახეთთან ერთად,– ამის შესახებ Reuters-ის ცნობით, უზბეკეთის ენერგეტიკის მინისტრმა ჟურაბეკ მირზამახმუდოვმა განაცხადა. მინისტრის თქმით, ტაშკენტი „არასოდეს დათანხმდება პოლიტიკურ პირობებს გაზის სანაცვლოდ“. მოსკოვი და ტაშკენტი აწარმოებენ მოლაპარაკებებს რუსული გაზის მიწოდებაზე მეზობელი ყაზახეთის გავლით, მაგრამ “ეს იქნება ტექნიკური ხელშეკრულება” და “არ ნიშნავს ალიანსს”, ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი მცირედით გაიზარდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი გაიზარდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 0,7%-ით გაიზარდა და 1000 კუბურ მეტრზე 1 503,6 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის ...

Read More »