ბუნებრივი აირი

გერმანიის მთავრობა: პუტინმა თქვა, რომ ევროპა რუსული გაზის ყიდვას ევროთი გააგრძელებს

გერმანიის მთავრობის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, დღეს ოლაფ შოლცსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც რუსეთის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერს უთხრა, რომ ევროპელები რუსულ გაზს ისევ ევროთი შეიძენენ. გერმანელების პრესრელიზის მიხედვით, პუტინმა გერმანელ კოლეგასთან თქვა, რომ ევროპის ის ქვეყნებს, რომლებსაც რუსეთთან გაზის მიწოდებაზე ხელშეკრულება უკვე აქვთ გაფორმებული, შეეძლებათ, რომ ამ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ბუნებრივი აირის საზღაური კვლავინებურად ევროთი გადაიხადონ. ...

Read More »

წყალქვეშა მილსადენი ევროპისთვის – ისრაელი და თურქეთი გაზსადენის მშენებლობას განიხილავენ

ისრაელი და თურქეთი განიხილავენ გაზსადენის მშენებლობას ისრაელის “ლევიათანის” საბადომდე, როგორც რუსული გაზის ალტერნატივა სამხრეთ ევროპისთვის, მარშრუტის შესახებ გადაწყვეტილებები და მასში მონაწილეები შეიძლება გამოჩნდნენ უახლოეს თვეებში. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ქვეყნების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს. „თურქეთ-ისრაელის გაზსადენის მშენებლობა განიხილება კულისებში, როგორც რუსული ენერგომომარაგების ერთ-ერთი ევროპული ალტერნატივა, მაგრამ კომპლექსური ქმედებები იქნება საჭირო ნებისმიერი შეთანხმების მისაღწევად“, – განუცხადეს სააგენტოს ორივე ქვეყნის მთავრობისა და ინდუსტრიის ...

Read More »
ტანაპ

ყაზახური ნავთობის რუსული მარშურტის ალტერნატივად შესაძლოა, ბაქო-თბილისი ჯეიჰანის მილსადენი გახდეს

უკრაინის ომმა ყაზახეთის ნავთობის ექსპორტს საფრთხე შეუქმნა, რაც ქვეყნის მშპ-ს, დაახლოებით, 14%-ს, ხოლო ექსპორტის 57%-ს შეადგენს. Eurasianet-ის ცნობით, ყაზახი ნავთობმწარმოებლები ერთ-ერთ ვარიანტად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გამოყენებას განიხილავენ, რომელიც ყაზახური ნავთობის ნაწილს ისედაც ატარებს. ამჟამად ყაზახეთიდან ნავთობის ძირითადი ნაწილის ექსპორტი ხორციელდება მილსადენით, რომელიც ყაზახეთის დასავლეთით მდებარე საბადოდან რუსეთის სამხრეთით, შავ ზღვაში ნოვოროსიის ნავთობტერმინალამდე გადის. კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საკუთრებაში არსებული მილსადენის გამტარუნარიანობა ...

Read More »

გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება

გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება. მთავრობამ გაზის მიწოდების მოქმედი რეგულაციის შესაბამისად გაფრთხილების ადრეული რეჟიმი აამოქმედა. გერმანიაში გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით მოქმედი საგანგებო რეგულაციის მიხედვით, ადრეული გაფრთხილება არის სამსაფეხურიანი გეგმის პირველი ეტაპი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ჩარევას ჯერ არ ითვალისწინებს. როგორც გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, ამჟამად ქვეყანაში გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით შეფერხებები არ არის და ხელისუფლება აკვირდება ბაზრის ოპერატორებთან არსებულ სიტუაციას. ...

Read More »

ლევან დავითაშვილი – გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენს ქვეყანაში ბუნებრივი აირის სტაბილურ ფასად მოწოდებას შევძლებთ

დღეს არ ველოდებით ჩვენი პირობების გაუარესებას და გვაქვს მოლოდინი, რომ შევძლებთ ჩვენს ქვეყანაში ბუნებრივი აირის სტაბილურ ფასად მოწოდებას, – ასე უპასუხა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „თავისუფალი ხედვა“ წამყვანის შეკითხვას, რამდენად გარანტირებული შეიძლება იყოს მომხმარებელი იმისგან, რომ ბუნებრივი აირის საფასური არ გაიზრდება, იმის მიუხედავად, რომ არსებული ფასი კონტრაქტშია ჩადებული. „ჩვენ დღეს არ ...

Read More »
უკრაინამ რუსული გაზის შესყიდვა შეაჩერა

გერმანიისთვის რუსული გაზის იამალი-ევროპის გაზსადენით მიწოდება შეჩერდა

იამალი-ევროპის გაზსადენით რუსული გაზის მიწოდება გერმანიაში შეჩერდა, ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გაზსადენის ოპერატორი Gascade ავრცელებს. მისივე ცნობით, რუსული გაზის მიწოდება ევროპაში სხვა ორი მილსადენით სტაბილურია. Gascade–ს მომხდარის მიზეზებზე ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია. ცნობისთვის: 29 მარტს რუსეთმა განაცხადა, რომ ხუთშაბათისთვის შეიმუშავებს პრაქტიკულ ღონისძიებებს უცხოური კომპანიებისთვის, რომ რუსული გაზის საფასური რუბლში გადაიხადონ. სპეციალისტების თქმით, ეს მოთხოვნა მიწოდების შეფერხების ალბათობას გაზრდის, რადგან დასავლური ...

Read More »
აზერბაიჯანის ნავთობის კვლევითი ცენტრი – საქართველოში გაზის დიდი მარაგები ვერ იქნება

თურქეთს, აშშ-ს და ისრაელს ევროპაში რუსული გაზის ერაყულით ჩანაცვლება უნდათ

თურქეთმა, ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა თურქეთის გავლით, ერაყის ქურთისტანიდან ევროპაში გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართეს. ამის შესახებ Reuters-თან საუბარში ოფიცილურმა პირებმა განაცხადეს. თავის მხრივ, გამოცემა Modern Diplomacy ასევე წერს, რომ, „უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე,თურქეთის ჩართულობით გაზსადენ EastMed-თან თანამშრომლობა ევროკავშირისთვის შეიძლება, იყოს გამოსავალი რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების ნაწილში. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ პროექტი განხორციელებისგან ძალიან შორს არის, ევროკავშირისთვის სპარსეთის ყურე ერთადერთი ...

Read More »

დიმიტრი პესკოვი – რუსეთი არ აპირებს ქველმოქმედებას, დასავლეთ ევროპის ქვეყნები თუ არ გადაიხდიან, არ იქნება გაზი

რუსეთი არ აპირებს ქველმოქმედებას და დასავლეთ ევროპისთვის გაზის უფასოდ მიწოდებას, არ იქნება გადახდა, არ იქნება გაზი, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ამერიკულ ტელეკომპანია PBS-თან ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტმა კრემლის წარმომადგენელს ჰკითხა, შეუწყვეტს თუ არა რუსეთი გაზის მიწოდებას ევროპას, თუკი ეს ქვეყნები გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე უარს იტყვიან. „მე არ ვიცი, რა მოხდება, როდესაც ისინი ამ შესაძლებლობაზე უარს იტყვიან. როგორც ...

Read More »
დღეიდან სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტი აღდგება

ყარაბაღი ენერგოდამოუკიდებლობას კარგავს

აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიამ „აზერიგაზი“ განაახლა ყარაბაღისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება, მათ შორის არაღიარებული „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკისთვის“. მართალია, ყარაბაღელები სამკვირიანი პაუზის შემდეგ სახლების გათბობას შეძლებენ, მაგრამ ფაქტობრივად ამით რეგიონი ბაქოზე ხდება დამოკიდებული. სტეფანაკერტში ამ პრობლემის მოგვარებას შეეცდებიან, მაგრამ საეჭვოა რამე შეცვალონ, წერს ინტერნეტ პორტალი kommersant.ru. „აზერიგაზში“ აცხადებდნენ, რომ ყარაბაღის გაზმომარაგებას განაახლებდნენ 7 მარტის წყვეტის შემდეგ. აზერბაიჯანულმა კომპანიამ პირობა შეასრულა და ხენკენდის (სტეფანაკერტის ...

Read More »

ნავთობის ფასთან ერთად, ევროპაში გაზის ფასიც მცირდება

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი განაგრძობს შემცირებას. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის აპრილის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე 8,2%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 1 057,8 დოლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ მარტის დასაწყისში, ევროპაში რუსული ენერგორესურსების შესყიდვის აკრძალვის შიშის გამო, გაზის ფასმა ზედიზედ ოთხი დღის განმავლობაში განაახლა ისტორიული მაჩვენებელი. თუმცა,  შემდეგ,  თვის შუა რიცხვებისთვის დაახლოებით მესამედით შემცირდა.

Read More »