ისრაელი და თურქეთი განიხილავენ გაზსადენის მშენებლობას ისრაელის “ლევიათანის” საბადომდე, როგორც რუსული გაზის ალტერნატივა სამხრეთ ევროპისთვის, მარშრუტის შესახებ გადაწყვეტილებები და მასში მონაწილეები შეიძლება გამოჩნდნენ უახლოეს თვეებში. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ქვეყნების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„თურქეთ-ისრაელის გაზსადენის მშენებლობა განიხილება კულისებში, როგორც რუსული ენერგომომარაგების ერთ-ერთი ევროპული ალტერნატივა, მაგრამ კომპლექსური ქმედებები იქნება საჭირო ნებისმიერი შეთანხმების მისაღწევად“, – განუცხადეს სააგენტოს ორივე ქვეყნის მთავრობისა და ინდუსტრიის წარმომადგენლებმა.
იდეა, რომელიც პირველად რამდენიმე წლის წინ გაჩნდა, არის წყალქვეშა მილსადენის მშენებლობა თურქეთიდან ისრაელის უდიდეს ბუნებრივ გაზის საბადო “ლევიათანამდე”. გაზი მიეწოდება თურქეთს და შემდგომ სამხრეთ ევროპელ მეზობლებს, რომლებსაც სურთ რუსეთის ფედერაციიდან იმპორტის დივერსიფიკაცია, წერს რუსული გამოცემა Prime.
Reuters-ი თურქეთის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა მას შემდეგ, რაც ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი ეწვია ანკარას 2022 წლის მარტის დასაწყისში. წყაროს განმარტებით, “კონკრეტული გადაწყვეტილებები” შემოთავაზებულ მარშრუტზე და ჩართულ სტრუქტურებზე შეიძლება მომდევნო თვეებში გახდეს ცნობილი.
“ლევიათანის” საბადო უკვე აწვდის გაზს ისრაელს, იორდანიასა და ეგვიპტეს. მისი მფლობელები Chevron და ისრაელის NewMed Energy და Ratio Oil გეგმავენ გაზარდონ წარმოება წელიწადში 12 მილიარდიდან 21 მილიარდ კუბურ მეტრამდე.
როგორც კიდევ ერთმა თურქმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, „ბოლო დროს მოხდა ისრაელთან დაახლოება და ჩვენ გვინდა, რომ მისი გაზი თურქეთის გავლით ევროპისკენ მიემართოს. ისრაელი ამას პოზიტიურად უყურებს, შედგა გარკვეული მოლაპარაკებები და არის ამის სურვილი“.
წყარო: bfm.ge