ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი განაგრძობს შემცირებას.
დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის აპრილის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე 8,2%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 1 057,8 დოლარი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ მარტის დასაწყისში, ევროპაში რუსული ენერგორესურსების შესყიდვის აკრძალვის შიშის გამო, გაზის ფასმა ზედიზედ ოთხი დღის განმავლობაში განაახლა ისტორიული მაჩვენებელი. თუმცა, შემდეგ, თვის შუა რიცხვებისთვის დაახლოებით მესამედით შემცირდა.