ბუნებრივი აირი

აზერბაიჯანული "სოკარი" რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

გაზის დეფიციტმა, შეიძლება, ევროპაში მძიმე ეკონომიკური კრიზისი გამოიწვიოს

გერმანიის ვიცე-კანცლერის, რობერტ ჰაბეკის განცხადებით, ზამთარში გაზის დეფიციტმა, შეიძლება, ევროპაში მძიმე ეკონომიკური კრიზისი გამოიწვიოს. „ზამთარში არსებობს ისეთი სცენარის საშიშროება, როდესაც რეალურად უნდა დაწესდეს შემცირება. ჩემი აზრით, ეს გამოიწვევს მძიმე ეკონომიკურ კრიზისს ევროპასა და გერმანიაში და ეს თავიდან უნდა იქნას აცილებული ნებისმიერ ფასად“, – აღნიშნა რობერტ ჰაბეკმა. მისი თქმით, ამ სცენარის თავიდან ასაცილებლად საჭიროა დასავლეთის მხრიდან ერთობლივი და სწრაფი მოქმედება. „ჩვენ ...

Read More »

“ზამთარში კიეველების სახლებში ტემპერატურა ჩვეულებრივზე დაბალი იქნება” – კლიჩკო

ზამთარში კიევის მაცხოვრებლების სახლებში ტემპერატურა ჩვეულებრივზე დაბალი იქნება, – თქვა ქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ. მისი თქმით, კიევს ომის პირობებში რთული გათბობის სეზონი ელოდება და სავსებით შესაძლებელია, რომ მოქალაქეების სახლებში ტემპერატურა ჩვეულებრივზე დაბალი იყოს. მიუხედავად ამისა, გათბობის სეზონი დროულად უნდა დაიწყოს და საფასური არ შეიცვლება.

Read More »
მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტში ჩართვის სურვილი "სოკარის" შემდეგ ჩინურმა "ჰუალინგმაც" გამოთქვა

ევროკავშირის ქვეყნები ზამთრისთვის გაზის საცავების შევსებას იწყებენ

ევროპულმა საბჭომ დაამტკიცა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, 2022-2023 წლის ზამთრის სეზონამდე, ევროკავშირში გაზის საცავების მოცულობა უნდა შეივსოს, რაც სახელმწიფოებს საშუალებას მისცემს, მიუხედავად გაზის ბაზარზე არსებული შეფერხებისა, ის წევრ ქვეყნებს შორის სოლიდარობის სულისკვეთების გათვალისწინებით გაანაწილონ, – შესაბამისი განცხადება საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „უკრაინის ომის კონტექსტში, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროკავშირის ენერგომომარაგების უსაფრთხოების გასაძლიერებლად“, – წერია საბჭოს გვერდზე. რეგულაციის თანახმად, 2022/2023 წლის ზამთრამდე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე მდებარე ...

Read More »

ყატარმა ევროკავშირს გაზის მიწოდებაზე ძალიან მკაცრი პირობები დაუწესა

ყატარმა მოითხოვა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა გააფორმონ გრძელვადიანი კონტრაქტები თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებაზე 20 წლით, მაგრამ ევროკავშირმა ეს მოთხოვნები ძალიან მკაცრად მიიჩნია. ამის შესახებ Bloomberg წყაროზე დაყრდნობით იუწყება. სააგენტოს თანამოსაუბრეების თქმით, ევროზონაში მიაჩნიათ, რომ ასეთი პირობები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ქვეყნების გეგმებს მავნე გამონაბოლქვის რაოდენობის შემცირების შესახებ. სააგენტოს ცნობით, კონტრაქტების პირობებზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მარტში შეჩერდა. ვროპული ქვეყნები, გერმანიის მეთაურობით, წინააღმდეგობას უწევენ ყატარის ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი შემცირდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის ივლისის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 3%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 1 406 დოლარი შეადგინა. 1000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 1 ივნისს ასცდა. ზოგადად, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ევროპაში გაზის ფასმა მკვეთრად მოიმატა: თუ 23 თებერვალს ფიუჩერსების საანგარიშსწორებო ფასი 1038,6 დოლარი იყო ათასი კუბურ ...

Read More »

IEA “რუსეთმა გაზის მიწოდება შესაძლოა, მთლიან ევროპას შეუჩეროს”

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოში (IEA) აცხადებენ, რომ რუსეთს შეუძლია, ევროპას გაზის მიწოდება მთლიანად შეწყვიტოს, რომ ამ გზით უკრაინაში შეჭრის ფონზე დასავლეთზე ზეწოლა მოახდინოს. ბოლო დღეებში რუსეთმა ევროპაში გაზის ნაკადები მკვეთრად შეამცირა. კრემლში აღნიშნული ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამოა აღჭურვილობის მომსახურების შეფერხებით ახსნა, ევროპამ კი, თავის მხრივ, მოსკოვი გეოპოლიტიკურ თამაშებში დაადანაშაულა. როგორც Reuters-სთან საუბარში სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ფატიჰ ბიროლმა განაცხადა, ​„ამგვარი საქციელის ...

Read More »
ევროკომისიამ ადრიატიკის ზღვის გავლით გაზსადენის მშენებლობას მხარი დაუჭირა

გერმანიის ენერგეტიკის მარეგულირებელი უწყება – რუსეთმა გერმანიას, შესაძლოა, გაზის მიწოდება შეუწყვიტოს

რუსეთმა, შესაძლოა, გერმანიისთვის გაზის მიწოდება მთლიანად შეწყვიტოს, რაც გამოიწვევს დეფიციტს და ფასების მნიშვნელოვან ზრდას, – ამის შესახებ გერმანიის ენერგეტიკის მარეგულირებელი უწყების – „ფედერალური ქსელის სააგენტოს“ – ხელმძღვანელმა, კლაუს მიულერმა განაცხადა. „თუ რუსული გაზის მიწოდება შეწყდება, ეს სავარაუდოდ გამოიწვევს ძალიან ცოტა გაზს ზამთრის ბოლოს ან უკვე შემოდგომასა და ზამთრის პერიოდში”, – განუცხადა კლაუს მიულერმა გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელს ARD-ს. მიულერმა მოუწოდა მომხმარებლებს ...

Read More »
გააძვირებს თუ არა გაზის გადასახადს "ყაზტრანსგაზის" გასხვისება

გერმანიაში მომხმარებლებისთვის გაზზე ფასის სამჯერ გაზრდას პროგნოზირებენ

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი, რობერტ გაბეკი აცხადებს, რომ, გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით შექმნილი დაძაბული ვითარების გათვალისწინებით, მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის საფასურის გაზრდაა მოსალოდნელი. ამის შესახებ მან RTL Nachtjournal-ს განუცხადა. კითხვაზე, ხომ არ ეშინია, რომ რუსეთი ივლისის შუა რიცხვებიდან გაზის მიწოდებას შეწყვეტს, გაბეკი ამბობს, რომ “მოვიტყუებ, თუ ვიტყვი – არა”. ივლისში იგეგმება Nord Stream 1-ით გაზის მიწოდების შეჩერება გაზსადენზე სარემონტო სამუშაოების გამო. კითხვაზე, წარმოიდგენს ...

Read More »

ევროკავშირის ლიდერები რუსული გაზის გარეშე ცხოვრების პერსპექტივას განიხილავენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა 24 ივნისის შეხვედრაზე რუსული ბუნებრივი აირის გარეშე ცხოვრების პერსპექტივები უნდა განიხილონ და მოსკოვი „იარაღის მიზნით ენერგიის გამოყენებაში“ დაადანაშაულონ. ამის შესახებ Reuters  იუწყება. კერძოდ, რუსეთმა უკვე შეამცირა ბუნებრივი აირის მიწოდება ევროპაში, რითაც ყველაზე მეტად გერმანია ზარალდება, რადგანაც ამ ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული რუსულ ბუნებრივ აირზე. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გერმანიის მრეწველობის გარკვეული სფეროები გაზის მიწოდების შემცირების გამო ზამთარში შეიძლება ...

Read More »

ევროპული გაზსაცავები ნოემბრისთვის 80%-ით უნდა გაივსოს

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეკომენდაციას ევროკავშირის ტერიტორიაზე გაზის საცავების მიმდინარე წლის 1ლი ნოემბრამდე მინიმუმ 80%-ით გავსების შესახებ. „ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ოპერატორები უნდა მიიღწვოდნენ 85%-იან ნიშნულამდე. მომდევნო წლებში ეს სამიზნე მაჩვენებელი გაიზრდება 90%-მდე, რათა დავიცვვათ ევროპელები მიწოდებაში შესაძლო შეფერხებებისგან“, – წერია ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ რეგლამენტში. მასში ხაზგასმულია, რომ ეს რეგლამენტი ატარებს კანონის ძალას და მიღებულია რუსეთის ქმედებების საპასუხოდ. ის უკვე შეთანხმებულია ...

Read More »