ბუნებრივი აირი

ტარიფის სუბსიდირების გამო ნავთობისა და გაზის კორპორაციას მაღალი რისკის სტატუსი მიანიჭეს

ნავთობისა და გაზის კორპორაციამ 2021 წელს 137.5 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღო. რომ არა სახელმწიფო საწარმოს კვაზი ფისკალური ვალდებულებები, კომპანიის ფინანსური მაჩვენებელი 302 მლნ ლარით მეტი იქნებოდა. სწორედ ეს თანხა უჯდება კორპორაციას გაზის ტარიფის სუბსიდირება. კერძოდ, 2013 წლიდან სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ახდენს საყოფაცხოვრებო გაზის სექტორის მომხმარებელთა ტარიფის სუბსიდირებას, რაც კომპანიის შესაძლო მისაღებ მოგებას ამცირებს. პანდემიის გამო მოსახლეობის ...

Read More »

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი „გაზპრომთან“ მოსალაპარაკებლად მოსკოვში მიდის

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიარტომ განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში იგი რუსეთის დედაქალაქ მოსკოვს ეწვევა. სიარტოს თქმით, მან რუსეთისგან გარანტია უნდა მიიღოს, რომ უნგრეთს ენერგორესურსების მიღებაში პრობლემები არ შეექმნება. „ამ კვირაში მოსკოვში სხვადასხვა საკითხზე სასაუბროდ წავალ, მათ შორის ვისაუბრებ მშვიდობის მნიშვნელობაზე, რათა ვთქვა, რომ უნგრელებს მშვიდობა სურთ. გარდა ამისა, ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანი გარანტიების მიღებაა, რომ უნგრეთს არ ექნება პრობლემები ...

Read More »
მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტში ჩართვის სურვილი "სოკარის" შემდეგ ჩინურმა "ჰუალინგმაც" გამოთქვა

ევროპაში მიწისქვეშა გაზსაცავების მარაგები უკვე 91%-ს აღემატება

რუსეთიდან გაზის მიწოდების შემცირების მიუხედავად, ევროპის ქვეყნები აგრძელებენ მარაგების შევსებას. Gas Infrastructure Europe-ის მონაცემებით, მიწისქვეშა გაზსაცავების (UGS) მარაგების დონე უკვე 91%-ს აჭარბებს. ადრე, ევროკავშირის ქვეყნებმა პირობა დადეს, რომ 2022-2023 წლების ზამთრისთვის UGS ობიექტების შეივსება მინიმუმ 80%-ით და ყველა მომდევნო ზამთრის პერიოდისთვის 90%-ით. მარაგების შევსება დიდწილად განპირობებულია თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვით და მიწოდებით ალტერნატიული მილსადენების საშუალებით მიმდინარეზე მაღალ ფასებში. წყარო: bfm.ge

Read More »

ევროპაში გაზის ფასი 6%-ით შემცირდა და $1500-იან ნიშნულს ჩამოსცდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 6%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე  1 489 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის ...

Read More »
ნორვეგიამ, დასავლეთ ევროპისთვის გაზის მიწოდებით რუსეთს გაუსწრო

ნიგერია-მაროკოს გაზსადენი ევროპას ენერგეტიკული კრიზისის დაძლევაში დაეხმარება

აფრიკული გაზსადენის მშენებლობა, რომელიც ნიგერიას მაროკოსთან დააკავშირებს, 20-25 მილიარდი დოლარი დაჯდება. ხსენებული სადენი შესაძლებელს გახდის გაიზარდოს საწვავის მიწოდება ევროპაში და იხსნას რეგიონი მწვავე ენერგეტიკული კრიზისისგან. აღნიშნულ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. „ნიგერიას ყველაზე დიდი დადასტურებული გაზის მარაგი აქვს აფრიკაში – დაახლოებით 200 ტრილიონი კუბური ფუტი, რომლის უმეტესი ნაწილი არ გამოიყენება, უბრალოდ იწვება ან ხელახლა შეჰყავთ ნავთობის ჭაბურღილებში. ასე რომ, მომდევნო ოთხი წლის ...

Read More »
რატომ ვერ შედგა “გაზპრომთან” შეთანხმება

ორშაბათის ვაჭრობაზე გაზპრომის აქციების ფასი 30%–ით დავარდა

თბილისი (GBC) – ვაჭრობის გახსნის პირველ წუთებში რუსული სახელმწიფო კომპანია გაზპრომის აქციების ფასი 29,7%–ით დავარდა. მოსკოვის ბირჟის ინდექსი და 8,7%–ით შემცირდა, რაც მინიმალური მაჩვენებელია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ფინანსური ანალიტიკოსები ვარდნის მიზეზებად უკრაინაში საომარი მოქმედებების გამწვავებას და კომპანიის მიერ დივიდენდების გაცემის გადავადებას ასახელებენ: ორშაბათიდან, 10 ოქტომბრიდან, გაზპრომის აქციების მფლობელები ვერ შეძლებენ 2022 წლის დივიდენდების მიღებას. აქციონერთა კრების გადაწყვეტილებით, აქციების ფასი ...

Read More »

ევროპის გეზი დეინდუსტრიალიზაციისკენ – წაახალისებს თუ არა „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენზე თავდასხმა პროტექციონიზმს?

სწრაფი ეკონომიკური კოლაფსი, რომლის წინაშეც დიდი ბრიტანეთი დგას, მხოლოდ დაჩქარებული ვერსიაა იმისა, რასაც მთელი ევროპა გაივლის, – ამის შესახებ გამოცემა spectator.co.uk წერს.  სტატიის თანახმად, ეს გულისხმობს არამდგრად სესხებს, რაც ენერგიის მაღალი ფასების გადაფარვასა და დასაშვები ნორმის საყოფაცხოვრებო ხარჯებს შორის მერყეობს. „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენის დივერსიის შემდეგ კი უკან დასახევი გზა აღარ არსებობს. ევროპას რუსული გაზის იმპორტი ფიზიკურად აღარ შეუძლია. შესაბამისად, მაღალი ფასები ...

Read More »

„ზამთარი იქნება მძიმე, მაგრამ არა კატასტროფული“ – მოსალოდნელია თუ არა გაზისა და დენის ტარიფის ცვლილება საქართველოში?

მძიმე ზამთრის მოლოდინში ევროპელები შეშას იმარაგებენ, მთავრობები კი ქვანახშირის სადგურებს აახლებენ. ამის მიზეზი კი ის ენერგეტიკული ომია, რომელსაც რუსეთი ახორციელებს. როგორც ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, ეს ზამთარი იქნება მძიმე ევროპისთვის, მაგრამ არა კატასტროფული. „ევროპა გამოვა ამ სიტუაციიდან. ძალიან არაპოპულარულ გადაწყვეტილებაზე უნდა წავიდნენ. საფრანგეთმა უკვე დაიწყო ატომური სადგურების ამუშავება. ასევე თავისი ატომური სადგურების ამუშავებას იწყებს გერმანიაც. იმ ...

Read More »

SOKAR-ის პრეზიდენტი: სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, 2027 წლისთვის გაზის ექსპორტი გაორმაგდება

მიმდინარე წელს აზერბაიჯანი გაზის ექსპორტის მთლიან მოცულობას 22 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის. ამის შესახებ „სოკარის“ პრეზიდენტმა როვშან ნაჯაფმა აზერბაიჯან-თურქეთის II ენერგეტიკულ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. „2027 წლამდე სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, გაზის ექსპორტის გაზრდას მინიმუმ ორჯერ ვგეგმავთ. ამასთან დაკავშირებით, განიხილება TAP-ისა და TANAP-ის მილსადენების სიმძლავრის გაფართოების გეგმები. ეს ყველაფერი დიდ ინვესტიციებს მოითხოვს“, – განაცხადა მან. ნაჯაფმა აღნიშნა, რომ „სოკარი“ თურქეთის ეკონომიკაში ინვესტიციას გააგრძელებს. შეგახსენებთ, ...

Read More »

ევროპის კავშირის ლიდერებმა ვერ გადაწყვიტეს, როგორ შეაჩერონ გაზის ფასის ზრდა

პრაღაში 7 ოქტომბერს გამართულ არაფორმალურ სამიტზე, ევროპის კავშირის ლიდერები შეთანხმდნენ უკრაინისთვის მეტი ფინანსური და სამხედრო დახმარების გაწევაზე, მაგრამ ვერ მიიღეს გადაწყვეტილება, როგორ შემცირდეს გაზის ფასი. ევროპის კავშირის 27 ქვეყნიდან უმეტესობას გაზის ფასების შეზღუდვა სურს, რათა ბუნებრივი აირის რუსეთიდან მოწოდების შემცირების ფონზე, ფასების მკვეთრ ზრდას გაუმკლავდეს. ევროპის კავშირი რამდენიმე კვირის განმავლობაში განიხილავდა ბუნებრივ აირზე ფასების ზრდის შეზღუდვას, მაგრამ იმის გამო, რომ ...

Read More »