ბუნებრივი აირი

კახა კალაძე: ირანული რესურსები ჩვენს საკეთილდღეოდ უნდა გამოვიყენოთ

კახა კალაძე: ირანული რესურსები ჩვენს საკეთილდღეოდ უნდა გამოვიყენოთ

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ირანის რესურსები გამოყენებული იქნას ჩვენს საკეთილდღეოდ, საქართველოში იქნას შემოტანილი , – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ ირანული გაზის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. “ირანი ძალიან საინტერესო ქვეყანაა, რომელიც დღეს უკვე მისაღებია; ასე რომ, ვთქვათ, ამ ქვეყანას დიდი რესურსები გააჩნია და ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ჩართულები, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათი რესურსები ...

Read More »
საქართველო ვერ იქნება დამოკიდებული რუსულ გაზზე იმიტომ, რომ გვაქვს სხვა წყაროები

საქართველო ვერ იქნება დამოკიდებული რუსულ გაზზე იმიტომ, რომ გვაქვს სხვა წყაროები

საქართველო ვერ იქნება დამოკიდებული რუსულ გაზზე იმიტომ, რომ გვაქვს სხვა წყაროები, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ “გაზპრომთან” დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. “მე არაერთხელ გავაკეთე განმარტებები და გავიმეორებ, რომ ჩვენ გაზის მოცულობის ძირითად ნაწილს ვიღებთ აზერბაიჯანიდან, თუმცა ყოველწლიურად ჩვენ გვიხდებოდა დამატებითი მოცულობების მიღება “გაზპრომისგან”, იმ მოცულობების გარდა, რასაც ჩვენ ტრანზიტის საფასურად ვიღებთ იმის გათვალისწინებით, თუ ბაზარს რამდენი ...

Read More »
ბიძინა ივანიშვილი: დიდი ალბათობით ირანული გაზიც შემოვა საქართველოში

ბიძინა ივანიშვილი: დიდი ალბათობით ირანული გაზიც შემოვა საქართველოში

ყოფილი პრემიერის შეფასებით, საქართველოსთვის ირანთან მყარი და ღრმა სავაჭრო ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. ბიძინა ივანიშვილმა აქცენტი ირანულ გაზზე გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოში ირანული გაზის შემოსვლა საინტერესო იქნება. ამასთანავე ივანიშვილი ჩინეთთან და რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავების საჭიროებაზე საუბრობს. „დაახლოებით ორი კვირის წინ მქონდა ელჩთან შეხვედრა. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, თუ გნებავთ მთავრობის სხვა წევრებთანაც ეკონომიკის ყველა მიმართულებით. არაფერს არ ვმართავ, მაგრამ ეკონომიკასთან რაც ...

Read More »
რა არის ფრონტერას მიზანი საქართველოში – რეალური საბადოების ძიება თუ სპეკულაციები აქციების ფასების ხელოვნურად გასაზრდელად

ფრონტერას მიზანი – რეალური საბადოების ძიება თუ სპეკულაციები აქციების ფასების გასაზრდელად

“გაზპრომსა” და “სოკარს” შორის საგაზო დავაში გაჩხერილ ქვეყანას 3,8 ტრილიონი კუბური მეტრი საკუთარი გაზის მარაგი “აღმოაჩნდა”. ეს გათვლები ნავთობკომპანია “ფრონტერას” ეკუთვნის. მთავრობა, ამერიკული კომპანიის განცხადებას ყურსაც არ ათხოვებს და გაზის იმპორტის დივერსიფიკაციის ახალ გეგმებს ადგენს. ქართველი სპეციალისტები კი “ფრონტერას” კვლევებზე მხოლოდ იღიმიან და იმ დროს იხსენებენ, ნავთობის დიდი მარაგის “აღმოჩენით” გახარებულ ყოფილ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს ნავთობიც რომ დააგემოვნებინეს. ხელისუფლება იმ ...

Read More »
აზერბაიჯანული "სოკარი" რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

აზერბაიჯანული “სოკარი” რუსულ “გაზპრომთან” მოლაპარაკებებს აწარმოებს

როგორც ცნობილი გახდა, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია რუსულ კომპანიასთან ყიდვა-გაყიდვის შეთანხმების ხელმოწერაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ დღეისათვის არ არის საუბარი იმაზე, რომ აზერბაიჯანმა რუსულ გაზზე უარი თქვას. „თუ რუსული მხარის წინადადებები აზერბაიჯანულ მხარეს არ დააკმაყოფილებს, შეთანხმებას ხელს არ მოვაწერთ. აზერბაიჯანს აქვს გაზი, მაგრამ ჩვენ დაგვჭირდება დამატებითი მოცულობები. ეს თანამშრომლობა დამოკიდებული იქნება სავარაუდო ფასებზე, რას შემოგვთავაზებს რუსული მხარე“, – აცხადებენ „SOCAR“-ში. ...

Read More »
დავით მირცხულავა: კომერციული გაზის ნაწილში “გაზპრომი” კონკურენციას შექმნის

დავით მირცხულავა: კომერციული გაზის ნაწილში “გაზპრომი” კონკურენციას შექმნის

ენერგეტიკის ექსპერტი დავით მირცხულავა მიიჩნევს, რომ ქართულ ბაზარზე “გაზპრომის” შემოსვლა კონკურენტულ გარემოს გააძლიერებს. კომერციული სექტორისათვის გაზის დამატებითი მოცულობების შემოტანა რუსეთიდან ეს არის ის სეგმენტი, რაშიც ენერგეტიკოსების ნაწილი პრობლემას ვერ ხედავს და მეტიც მიაჩნიათ, რომ ბაზრის დივერსიფიცირება ამ სეგმენტში, ქართული კომპანიებისათვის იქნება მომგებიანი, რადგან სპეციალისტები და თავად კომპანიებიც ამბობენ, რომ ახლა აზერბაიჯანულ გაზს მაღალ ფასად ყიდულობენ და ცხადია, მათთვის მნიშვნელოვანია, თუ ...

Read More »
აზერბაიჯანული გაზი - 240 დოლარი, რუსული - 200, ირანული - 400

აზერბაიჯანული გაზი – 240 დოლარი, რუსული – 200, ირანული – 400

მთავრობა რუსული გაზის იმპორტის პარალელურად, ირანული გაზის დაბევებაზეც იწყებს ფიქრს. რამდენად საინტერესოა ირანისთვის საქართველოს ბაზარი, ეს სხვა საკითხია, თანაც, ირანული გაზის საქართველოში ტრანსპორტირებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურაც არ არის. საბოლოოდ, ყველაფერი მაინც ბუნებრივი აირის ფასს უკავშირდება. ამჟამად 1000 კბ/მ აზერბაიჯანული (კომერციული) გაზის ფასი 240 დოლარია, რუსულის- 200 დოლარი, ხოლო ირანულის – 400 დოლარი. როგორც გაზეთი “რეზონანსი” წერს, მთავრობა ამტკიცებს, რომ ბაზრის დივერსიფიცირებისთვის ...

Read More »
“გაზპრომის” მონოპოლია და სომხეთი რუსული გაზის ალტერნატივის ძიებაში

“გაზპრომის” მონოპოლია და სომხეთი რუსული გაზის ალტერნატივის ძიებაში

სომხეთის გაზგამანაწილებელ კომპანიას სრულად ფლობს რუსული “გაზპრომი”, რომელმაც, მართალია, გაზი გაუიაფა ერევანს, მაგრამ ეს სამომხმარებლო ტარიფზე არ ასახულა. სომხეთი ცდილობს ალტერნატიულ წყაროდ ირანული გაზი აქციოს, თუმცა რუსეთის ნების საწინააღმდეგოდ ამის გაკეთებას ნაკლებად შეძლებს. სომხეთის საზოგადოებრივი მომსახურების მარეგულირებელმა კომისიამ სექტემბრის ბოლოს დააკმაყოფილა “გაზპრომ სომხეთის” განცხადება, სომხეთში ბუნებრივი გაზის განაწილებისა და ტრანსპორტირების ლიცენზიის ორი წლით გახანგრძლივების შესახებ. კომისიამ, ასევე, განიხილა და დააკმაყოფილა ...

Read More »

გაზპრომი ევროპას გაზს ბოლო 11 წლის განმავლობაში ყველაზე იაფად მიაწვდის

2016 წელს “გაზპრომი” ევროპას რუსულ გაზს 11 წლის განმავლობაში პირველად, ყველაზე დაბალ ფასად შესთავაზებს. “ბლუმბერგის” ინფორმაციით, “გაზპრომი” ევროპას ათას კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს 200 დოლარის სანაცვლოდ მიაწვდის. “ბლუმბერგის” წყაროს ცნობით, ევროპაში გაზის ექსპორტი მომავალ წელს სავარაუდოდ, სტაბილურ მაჩვენებლამდე – 160 მილიარდი კუბური მეტრი – შენარჩუნდება. მართალია, რუბლებში “გაზპრომის” მოგება შემცირდება, თუმცა ბოლო რამდენიმე წლის საშუალო მაჩენებელი შენარჩუნებული იქნება. “გაზპრომის” კონტრაქტებში ...

Read More »
რას მოუტანს მსოფლიოს ირანის სანქციებიდან გამოსვლა – გაზის ყველაზე დიდი მარაგი ირანშია

რას მოუტანს მსოფლიოს ირანის სანქციებიდან გამოსვლა – გაზის ყველაზე დიდი მარაგი ირანშია

ირანმა ბირთვულ ხელშეკრულებაზე შეთანხმებას მიმდინარე წლის ივლისში მიაღწია, სავარაუდოდ, 2016 წლიდან კი ირანი სანქციებიდან სრულად გამოვა. ირანი მსოფლიოში ენერგორესურსებით ერთ–ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა. რას მოუტანს მსოფლიო ეკონომიკას ირანის იზოლაციიდან გამოსვლა და როგორ შეიცვლება ფასები ნავთობსა და გაზზე? მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, სანქციების მოხსნიდან, რამდენიმე თვეში ირანი შეძლებს ნავთობის წარმოება 2011 წლის მაჩვენებლს დაუბრუნოს, ეს კი დაახლოებით 40 მილიონი ბარელია. თუმცა, ...

Read More »