ბუნებრივი აირი

გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის ნებართვა გასცა

გერმანიის ნაოსნობისა და ჰიდროგრაფიის ფედერალურმა უწყებამ (BSH) გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის ნებართვა გასცა. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ Nord Stream 2 AG-ს სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყება შეუძლია. საუბარია გაზსადენის გერმანიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში მშენებლობაზე. მშენებლობის ახალი ნებართვის გაცემა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2019 წლის დეკემბერში შვეიცარიულმა Allseas-მა მილების ჩაწყობაზე უარი განაცხადა აშშ-ის მხრიდან შესაძლო სანქციების საფრთხის გამო. 28 დეკემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა ...

Read More »

მანქანის შეჯახების შედეგად 3500–მდე აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა

მანქანის შეჯახების შედეგად 3500–მდე აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა- ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „გაცნობებთ, რომ გლდანის რაიონში ავტომობილის შეჯახების შედეგად საშუალო წნევის გაზსადენი დაზიანდა. ავარიის შედეგად გაზის მიწოდება შეუწყდა 3250 აბონენტს. კერძოდ გლდანის ,,ა” მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ასევე გლდანის II მ/რ-ში მდებარე კორპ. 24, 24ა, 24ბ, 25, 31, 34, 35, ქერჩის ქ. 5-ში, ფორე ...

Read More »
"გაზპრომი" უკრაინის ანტიმონოპოლიურის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს

2020 – „გაზპრომის“ ისტორიაში ყველა მძიმე წელი

რამდენიმე წლის წინ „გაზპრომის“ ფუნქციონერები ვერ დაიჯერებდნენ, რომ მათი კონცერნის სტაბილურობის სიმბოლო მილების დიდ სიღრმეზე მონტაჟის ხომალდი გახდებოდა, სწორედ ის გემი, სახელად „ფორტუნა“ რომელმაც აშშ-ს მიერ შემოღებული სანქციების გვერდის ავლით გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს მშენებლობა უნდა დასრულდეს. დღეს არავინ იცის, მოახერხებს თუ არა ის ამ მისიის შესრულებას. გერმანიის ტერიტორიულ წყლებში სამუშაოები უკვე დასრულდა, იანვარში მილების ჩალაგება დანიაში უნდა დაიწყოს. თუმცა, აშშ ...

Read More »

რუსული გაზის უკრაინის გავლით ტრანზიტი მინიმუმამდე შემცირდა

2020 წელს რუსული გაზის ტრანზიტი უკრაინის გავლით 38 პროცენტით დაეცა და ყველაზე დაბალი იყო საბჭოთა პერიოდის შემდეგ. ნათქვამია “უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემის ოპერატორის” ხელმძღვანელის სერხი მაკოგონის “ეკონომიკური სიმართლე”-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში. მისივე თქმით, გასულ წელს “გაზპრომმა” უკრაინის ტერიტორიაზე 55.8 მილიარდი კუბური მეტრი საწვავი გადაქაჩა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო 30 წლის განმავლობაში. შედეგად, უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემა დატვირთული იყო 30 პროცენტზე ...

Read More »

ჯეიჰანიდან აზერბაიჯანული ნავთობით დატვირთული რვა ტანკერი გაიგზავნა

Botas International Limited- მა (BIL), თურქეთში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენის ოპერატორმა, ჯეიჰანის ტერმინალიდან 6.198 მილიონი ბარელი აზერბაიჯანული ნედლი ნავთობი გადაიტანა. კომპანიის ცნობით, მსოფლიო ბაზარზე გასატანად ნედლი ნავთობის 8 ტანკერი იქნა დატვირთული. მთლიანობაში, დღეის მონაცემებით, ჯეიჰანის პორტიდან 3,577 მილიარდი ბარელი ნავთობით დატვირთული 4,667 ტანკერი იქნა გაზავნილი. Botas International Limited თურქეთში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტში 2001 წლიდან ოპერირებს. პირველად BTC-ით ნედლი ნავთობის ტანკერი ჯეიჰანის ტერმინალიდან ...

Read More »

აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა TAP გაზსადენით გაზის ექსპორტის ყოველდღიური მოცულობა დაასახელა

2020 წლის ბოლოს აზერბაიჯანული გაზის ექსპორტი 16,9% -ით გაიზარდა და 13,8 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰაბაზოვმა თქვა ონლაინ ფორმატის შეხვედრაზე, რომელიც მიეძღვნა 2020 წლის შედეგებს და რომელსაც თავმჯდომარეობდა პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. მისი განცხადებით, ამ ზრდის ძირითადი მიზეზი სამხრეთ გაზის დერეფანი იყო: ”2020 წლის 31 დეკემბრიდან პირველად დაიწყო კომერციული გაზის ტრანსპორტირება ევროპაში ტრანს-ადრიატიკის გაზსადენის (TAP)-ის მეშვეობით”. ...

Read More »
დიდუბე-ჩუღურეთის აბონენეტების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

საქართველოში წელს ბუნებრივი აირის მოხმარება 186 მილიონი კუბური მეტრით გაიზრდება

საქართველოში წელს ბუნებრივი აირის მოხმარება 186 მილიონი კუბური მეტრით გაიზრდება და ის 2.73 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს – ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ბუნებრივი აირის ბალანსიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, წელს საქართველო ბუნებრივი აირის 92.3%-ს აზერბაიჯანიდან მიიღებს. ამასთან, წელსაც გაგრძელდება რუსეთიდან ბუნებრივი აირის შესყიდვა, რაც 200 მილიონ კუბურ მეტრზე არის განსაზღვრული. ამ მოცულობის რუსული გაზი შეიძინა საქართველომ 2020 წელსაც.   აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი კი, თავის ...

Read More »

ბაიდენი „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-სადმი მკაცრი მიდგომის მომხრეა

2019 წლის შომაბდე რამდენიმე დღით ადრე დონალდ ტრამპმა კანონს ევროპაში ენერგეტიკული უსაფრთხოების დაცვის შესახებ ხელი მოაწერა. სხვა პუნქტებთან ერთად, ამ დოკუმენტმა რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ -ს პროექტს სანქციები დაუწესა. მარტივად რომ ვთქვათ, საუბარია იმაზე, ის, ვინც ითანამშრომლებს ამ პროექტთან, ვერასდროს მიიღებს კონტრაქტს ვერც ერთ კომპანიასთან, რომელსაც აშშ-სთან თუნდაც მინიმალური კავშირი აქვს. იმ დროისთვის მშენებლობა თითქმის დასრულებული იყო და რუსული მხარე ...

Read More »
„გაზპრომი“ ქართულ კომპანია „გაზკო+“-ს 100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მიაწვდის

საქართველო წელს რუსეთიდან 200 მილიონ კუბურ მეტრ რუსულ გაზს შეიძენს

2021 წლის განმავლობაში საქართველო 200 მილიონ კუბურ მეტრ რუსულ ბუნებრივ აირს შეიძენს – ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ბუნებრივი აირის ბალანსიდან ირკვევა. რუსული გაზის ეს მოცულობა 2020 წლის მაჩვენებლის ტოლია და ის მთლიანად საქართველოს გაზმომარაგების 7.32%-ს შეადგენს. ამ ბუნებრივი აირის შესყიდვა რუსეთის სახელმწიფო ენერგოკორპორაცია “გაზპრომ ექსპორტიდან” მოხდება. ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზის თანახმად, 2021 წელს საქართველოში ბუნებრივი აირის მოხმარება 186 მილიონი კუბური მეტრით ...

Read More »
საქართველოს პირველი გაზსაცავი 2021 წლის დასაწყისში ექნება

გაზის საერთაშორისო ფასები მკვეთრად გაიზარდა

2021 წლის მოსვლა გაზის ბაზარმა ფასების მკვეთრი ზრდით დაიწყო. ამის მიზეზები ჩრდილოეთ ნახევარსფეროში განსაკუთრებით ცივი ზამთარი და თხევადი გაზის წარმოებაში და ლოგისტიკაში გაჩენილი პრობლემების გამო ამ ტიპის საწვავის მიწოდების შემცირებაა. წლის დასაწყისში თხევადი გაზის შესყიდვები აზიაში მკვეთრად გაიზარდა, რის გამოც ფასმა 1000 კუბურ მეტრზე რეკორდულ 800 დოლარს მიაღწია. შედეგად, მთელი თავისუფალი თხევადი გაზი აზიაში წავიდა, ევროპა კი „გაზპრომს“ შერჩა. გაზის ...

Read More »