ჯეიჰანიდან აზერბაიჯანული ნავთობით დატვირთული რვა ტანკერი გაიგზავნა

Botas International Limited- მა (BIL), თურქეთში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენის ოპერატორმა, ჯეიჰანის ტერმინალიდან 6.198 მილიონი ბარელი აზერბაიჯანული ნედლი ნავთობი გადაიტანა.

კომპანიის ცნობით, მსოფლიო ბაზარზე გასატანად ნედლი ნავთობის 8 ტანკერი იქნა დატვირთული.

მთლიანობაში, დღეის მონაცემებით, ჯეიჰანის პორტიდან 3,577 მილიარდი ბარელი ნავთობით დატვირთული 4,667 ტანკერი იქნა გაზავნილი.

Botas International Limited თურქეთში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტში 2001 წლიდან ოპერირებს. პირველად BTC-ით ნედლი ნავთობის ტანკერი ჯეიჰანის ტერმინალიდან 2006 წლის 2 ივნისს გაიგზავნა.

Leave a Reply