ბუნებრივი აირი

„გაზპრომი“ ქართულ კომპანია „გაზკო+“-ს 100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მიაწვდის

Gazprom-ის ექსპორტის მაჩვენებელი 26.4%-ით შემცირდა

2022 წლის პირველ კვარტალში, Gazprom-ის მიერ შორეულ ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტი 26.4%-ით, ანუ 16 მილიარდი კუბური მეტრითაა შემცირებული გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, – ამის შესახებ Gazprom-ის მიერ გამოქვეყნებულ კვარტალურ მიმოხილვაში ვკითხულობთ. აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში, 1.3%-ით, ანუ 2.1 მილიარდი კუბური მეტრით შემცირდა Gazprom-ის მიერ გაზის მოპოვების მაჩვენებელიც. თავისთავად ცხადია, რომ რუსული გაზის ექსპორტის შემცირება დასავლური ქვეყნების მიერ რუსეთისადმი დაწესებულმა სანქციებმა ...

Read More »

მოუწევს თუ არა საქართველოს რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდა?

რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდას სულ უფრო მეტი ქვეყანა თანხმდება. ასეთი მოცემულობა ჯერჯერობით საქართველოს წინაშე არ დამდგარა, მაგრამ სამომავლოდ გამორიცხული არაფერია. მით უფრო, რომ სომხეთმა უკვე თანხმობა განაცხადა, რომ ამიერიდან რუსული ბუნებრივი აირის საფასურს რუბლში გადაიხდის. გავრცელებული ინფორმაცია სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაგან კერობიანმა უკვე დაადასტურა. ამასთან, „გაზპრომის“ წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმაც აღნიშნა, რომ ერევანთან დადებული ხელშეკრულება რამდენიმე წელია იძლევა საშუალებას გაზის საფასური რუბლით გადაიხადონ და ეს შესაძლებლობა ...

Read More »

„გაზპრომში“ აცხადებენ, რომ ევროპაში გაზის ექსპორტს უკრაინის გავლით აგრძელებენ

რუსული გაზის მწარმოებელი „გაზპრომი“ აგრძელებს ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას უკრაინის გავლით, ევროპელი მომხმარებლების მოთხოვნის შესაბამისად, – ინფორმაციას Reuters-ი კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ 17 აპრილისთვის, მომხმარებელთა მხრიდან მოთხოვნა 57 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.

Read More »

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთს რუსული გაზი არ სჭირდება

საფრანგეთს რუსული გაზი არ სჭირდება, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა „ფრანს 5“-ის სატელევიზიო ეთერში ჟურნალისტის შეკითხვაზე საპასუხოდ. „დღეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს რამდენიმე ევროპელ ლიდერთან და პრეზიდენტ ბაიდენთან მოლაპარაკების დროს განვიხილავ“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მაკრონის თქმით, საფრანგეთი აპირებს, რუსული გაზის საკითხი წინ წაწიოს, რადგან „საფრანგეთს ის არ სჭირდება“. ამასთან, მაკრონმა თქვა, რომ ევროპა დამოკიდებულია რუსულ გაზზე. რაც შეეხება რუსეთიდან ...

Read More »
რატომ ვერ შედგა “გაზპრომთან” შეთანხმება

„გაზპრომის“ ექსპორტი მეოთხედით შემცირდა

იმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან 15 აპრილამდე „გაზპრომის“ გაზის ექსპორტმა უცხოეთში 44,6 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 26,4%-ით ნაკლებია 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ამის შესახებ „გაზპრომის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. წინასწარი მონაცემებით, „გაზპრომმა“ ამ პერიოდში 155,9 მილიარდი კუბური მეტრი მოიპოვა, რაც გასულ წელთან შედარებით ნაკლებია. გაიზარდა ჩინეთში გაზის ექსპორტი Power of Siberia გაზსადენით. Gas Infrastructure Europe-ის ინფორმაციით, ევროპის მიწისქვეშა საწყობებიდან ...

Read More »
„გაზპრომი“ ლიტვაში მონოპოლიას კარგავს

სერბეთი რუსულ გაზზე უარს უკვე 2023 წელს იტყვის

სერბეთი, რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით, უკვე 2023 წლის სექტემბრიდან თხევად გაზს საბერძნეთიდან, ხოლო ბუნებრივს – აზერბაიჯანიდან მიიღებს. ამის შესახებ სერბეთის ვიცეპრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა, ზორანა მიხაილოვიჩმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ამჟამად ქვეყანა მხოლოდ ერთ მიმწოდებელზე – რუსეთზეა დამოკიდებული, მაგრამ იგეგმება გაზის მიღების გაზრდა ნის-დიმიტროვგრადის გაზსადენით, რომელიც სერბეთს ბულგარეთთან დააკავშირებს. მისი დასრულება 2022 წელს იგეგმება. „სერბეთი კვლავ ერთ მიმწოდებელზეა დამოკიდებული. ...

Read More »
საქართველომ აზერბაიჯანული გაზის იმპორტი გაზარდა

რუსული ნავთობისა და გაზის ემბარგო გერმანიაში 400 000 სამუშაო ადგილის დაკარგვას გამოიწვევს

რუსულ ენერგორესურსებზე სრული ემბარგო გერმანიაში რეცესიას და 400 000 სამუშაო ადგილის დაკარგვას გამოიწვევს. ამის შესახებ ერთ-ერთი ეკონომიკური ინსტიტუტი პროგნოზირებს. წინა კვირაში ევროკავშირი დაეთანხმა რუსული ქვანახშირის იმპორტის სრულად აკრძალვას. ორგანიზაციის ზოგიერთი წევრი ქვეყანა სხვა სახელმწიფოებს მოუწოდებს სრულად შეწყვიტონ რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტი, რასაც ბერლინი ეწინააღმდეგება. გერმანიის ხუთი წამყვანი ეკონომიკის კვლევითი ცენტრი პრონოზირებს, რომ თუ რუსული ენერგორესურსების შესყიდვა შეწყდება, გერმანიის ეკონომიკური ...

Read More »

ეგვიპტე ევროპას რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებაში დაეხმარება

იტალიურმა Eni-მ ხელი მოაწერა შეთანხმებას ეგვიპტეში გაზის მოპოვების გაზრდისა და ევროპაში თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) მიწოდების გაზრდის შესახებ. ამის შესახებ Reuters წერს. Eni-მ, რომელმაც აღმოაჩინა ეგვიპტის სუპერგიგანტური გაზის საბადო Zohr 2015 წელს, განაცხადა, რომ მიაღწია შეთანხმებას ეგვიპტის ბუნებრივი გაზის ჰოლდინგ კომპანიასთან (EGAS) გაზარდოს გაზის წარმოება და გაზარდოს საძიებო სამუშაოები არსებულ და ახალ საბადოებზე. ამით ევროპა აძლიერებს ძალისხმევას გაზის იმპორტის ალტერნატიული ...

Read More »
როგორ უმკლავდება პუტინი ნავთობის კრიზისს

პუტინი: ევროპა რუსულ გაზზე უარის თქმას ვერ შეძლებს

რუსეთის პრეზიდენტმა ენერგოსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნები რუსულ გაზზე მთლიანად უარის თქმას ვერ შეძლებენ. „არამეგობრული ქვეყნები თავად აღიარებენ, რომ რუსული ენერგო-რესურსების გარეშე ვერაფერს გახდებიან“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა. პუტინმა ევროპელი პოლიტიკოსების ეკოლოგიურ “ფარისევლობაში“ დაადანაშაულა. „მზად არიან, უარი თქვან საკუთარ მწვანე დღის წესრიგზე და ფსონი კვლავ მაღალნახშირბადიან ენერგეტიკაზე დადონ, რომელზეც ცოტა ხნის წინ მთლიანად უარის თქმას აპირებდნენ. ბევრი პოლიტიკური ...

Read More »
“გაზპრომის” მონოპოლია და სომხეთი რუსული გაზის ალტერნატივის ძიებაში

სომხეთმა რუსული გაზის საფასურის რუბლით გადახდა დაიწყო

სომხეთი რუსული გაზის საფასურის რუბლში გადახდაზე გადავიდა. ამის შესახებ RBC-ს რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა, ვაგან კერობიანმა განუცხადა. “რამდენადაც ვიცი, ბოლო რამდენიმე გადახდა განხორციელდა რუბლით, მაგრამ შესაბამისი კურსით”, – განაცხადა კერობიანმა. მინისტრმა განმარტა, რომ ფასი დოლარში განისაზღვრება, მაგრამ გადახდა ხდება რუბლით. Gazprom-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმა დაადასტურა, რომ კომპანიის ხელშეკრულება სომხეთისთვის გაზის მიწოდებაზე რამდენიმე წლის განმავლობაში რუბლით გადახდის საშუალებას იძლევა. გაზის საფასურის რუბლში ...

Read More »