ბუნებრივი აირი

ევროპაში გაზის ფასი 6%-ით შემცირდა და ფსიქოლოგიურ $1000-იან ნიშნულს მიუახლოვდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 6%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 1 092,6 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის ...

Read More »

პაკისტანი გაზს აზერბაიჯანიდან შემოიტანს

პაკისტანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ნავთობის საკითხებში, მუსადიგ მასუდ მალიკმა განაცხადა, რომ მომდევნო 2 თვეში ისინი აზერბაიჯანიდან დამატებით 20 000 ტონა ბუნებრივ აირს შემოიტანენ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. მალიკმა ამის შესახებ ადგილობრივ ტელეარხთან ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, მთავრობა მუშაობს თურქმენეთი-ავღანეთი-პაკისტან-ინდოეთი (TAPI) გაზსადენის პროექტზე და პროექტის დასრულების შემდეგ პაკისტანი ბუნებრივ გაზს აზერბაიჯანიდან შემოიტანს. მალიკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში ბუნებრივი აირის მარაგი წლიდან წლამდე მცირდება ...

Read More »

ევროკავშირის ქვეყნებში ბუნებრივი აირის მოხმარება 20%-ით შემცირდა

2022 წლის აგვისტო-ნოემბრის პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებში ბუნებრივი აირის მოხმარება 20.1 პროცენტით შემცირდა. მონაცემებს „ევროსტატი“ აქვეყნებს. „2022 წლის აგვისტო-ნოემბრის პერიოდში ევროკავშირში ბუნებრივი აირის მოხმარება 20.1 პროცენტით შემცირდა, 2017-2021 წლებში, იმავე თვეებში (აგვისტო-ნოემბერი) ბუნებრივი აირის საშუალო მოხმარებასთან შედარებით“, – წერს „ევროსტატი“. „ევროსტატის“ მონაცემებით, 2022 წლის აგვისტო-ნოემბრის პერიოდში ბუნებრივი აირის მოხმარების შემცირებამ 18 წევრ სახელმწიფოში 15 პროცენტის მიზნობრივ მაჩვენებელს გადააჭარბა, ზოგიერთში კი – 40 ...

Read More »

შაჰ-დენიზმა წელს 23 მლრდ კუბური მეტრი გაზი აწარმოა

შაჰ-დენიზის საბადოდან გაზის მოპოვებამ იანვარ-ნოემბერში 23 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. ინფორმაციას „ინტერფაქს-აზერბაიჯანი“ ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების ცნობით, ოპერაციული მონაცემებით, იანვარ-ნოემბერში აზერბაიჯანში მთლიანად 42,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი იქნა წარმოებული, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2,8 მილიარდი კუბური მეტრით, ანუ 7%-ით მეტია. აქედან შაჰ-დენიზის საბადოზე საანგარიშო პერიოდში 23 მილიარდი კუბური მეტრი გაზი და 4 მილიონი ტონა კონდენსატი იქნა წარმოებული. ...

Read More »

მოლდოვამ რუსული გაზის ჩასანაცვლებლად ალტერნატივები მოიძია

მოლდოვამ მოკლევადიან ენერგეტიკულ შეთანხმებას მიაღწია, რაც მას რუსულ ბუნებრივ გაზზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევაში დაეხმარება. პრემიერმინისტრის მოადგილის, ანდრეი სპინუს თქმით, ქვეყანა 100 მილიონ კუბურ მეტრს რუსული Gazprom-ის ნაცვლად, ადგილობრივი კომპანია Energocom-ისგან იყიდის. დღემდე მოლდოვა დიდწილად რუსულ გაზზე იყო დამოკიდებული. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, მზარდი ინფლაციის მიუხედავად, მოლდოვა წყვეტს რუსეთისგან გაზის იმპორტს. “გასული წლიდან მოყოლებული პირობა დავდეთ, რომ რეზერვს გავაკეთებდით და სხვა ალტერნატივებს ვიპოვიდით. ეს მოვახერხეთ” – ...

Read More »

თურქეთში, ევროპის უდიდესი მიწისქვეშა გაზსაცავი გახსნეს

თურქეთში ექსპლუატაციაში შევიდა ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი გაზსაცავის – სილივრის მეორე ფაზა, რომელიც სახელმწიფო კომპანიის BOTAŞ-ის ბალანსზეა. ენერგეტიკული ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლის ცერემონია 16 დეკემბერს, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მონაწილეობით გაიმართა. სილივრი თურქეთის პირველი მიწისქვეშა გაზის კომპლექსია, რომლის ტევადობაც 3,2 მილიარდი კუბური მეტრია, ხოლო  საწარმოო სიმძლავრე დღეში 28 მილიონ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს. გაზის საცავის ტევადობის გაზრდის მიზნით, სამუშაოები ჩატარდა 18 ჭაბურღილის ...

Read More »
აზერბაიჯანული "სოკარი" რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

აზერბაიჯანი რუმინეთში გაზის ექსპორტს დაიწყებს

16 დეკემბერს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-სა და „რომგაზს“ შორის აზერბაიჯანიდან რუმინეთისთვის გაზის მიწოდებაზეხელშეკრულება გაფორმდა. SOCAR-მა განაცხადა, რომ შეთანხმება, ბუნებრივი გაზის დაგეგმილ ტრანსპორტირებას 2023 წლის პირველი იანვრიდან ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP) გავლით, სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპული ფილიალისა და საბერძნეთ-ბულგარეთის გაზის ინტერკონექტორის (IGB) გავლით ითვალისწინებს. „შეთანხმება ემსახურება, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებთან ახალი ორმხრივი პარტნიორობის ფარგლებში გაზის მიწოდების დივერსიფიკაციას. ამ შეთანხმებას ხელი მოეწერა აზერბაიჯანსა და ევროკავშირს ...

Read More »

პესკოვი: ევროკავშირის მიერ რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარის დაწესება მიუღებელია

კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარის დაწესება მიუღებელია. „ეს არის ფასწარმოქმნის საბაზრო პროცესის დარღვევა, მისი ხელყოფა. ეს მიუღებელია. დადებითი და უარყოფითი მხარეების გულდასმით აწონვას დრო დასჭირდება“,- აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა. მანამდე სააგენტო Reuters-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები რუსული გაზის ფასის ზედა ზღვარზე შეთანხმდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრები შეთანხმდნენ რუსული გაზის ფასი 180 ...

Read More »

ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები გაზის ზღვრული ფასის დაწესებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები მრავალკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ გაზის ზღვრული ფასის დაწესებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. აღნიშნული ზომა მიმართულია ევროკავშირში ენერგოკრიზისის დაძლევისკენ. კერძოდ, მინისტრები შეთანხმდნენ, შეზღუდვა აამოქმედონ, თუ სამი დღის განმავლობაში მეგავატი საათის ფასმა 180 ევროს გადააჭარბა. „ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომელიც დაიცავს ჩვენს მოქალაქეებს ენერგორესურსების რეკორდულად მზარდი ფასებისგან“, – განაცხადა ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის ინდუსტრიის მინისტრმა, იოზეფ სიკელამ. გაზის ზღვრული ფასი შესაძლოა, 2023 ...

Read More »
მექსიკაში ნავთობის ხუთი ახალი საბადო აღმოაჩინეს

ეგვიპტემ ხმელთაშუა ზღვაში გახზის მსხვილი საბადო გახსნა

ეგვიპტემ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, ნარგისის ბლოკში გაზის მსხვილი საბადო აღმოაჩინა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ნავთობის მინისტრმა ტარეკ ელ მოლამ განაცხადა. მინისტრის თქმით, ამჟამად საბადოზე მარაგების მოცულობის შეფასება მიმდინარეობს. Chevron–ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ნარგისი ოთხიდან ერთ–ერთი საზღვაო გეოსადაზვერვო ბლოკია, რომლებშიც Chevron–ს საოპერაციო ინტერესები აქვს Tharwa Petroleum Co–სთან ერთად. ეგვიპტის ოფიციალური პირები ჯერჯერობით თავს იკავებენ აღმოჩენილი საბადოს მოცულობაზე ინფორმაციის ...

Read More »