ბუნებრივი აირი

თეთრიწყაროს მერი: მანგლისს ბუნებრივი გაზი 2 თვეში ექნება

დაბა მანგლისში მოსახლეობას ბუნებრივი აირი დაახლოებით 2 თვეში ექნება. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ქორიძემ განუცხადა, ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია და ის მუნიციპალიტეტმა ექსპლუატაციაში უკვე მიიღო. მისი განცხადებით, დარჩენილია გარკვეული პროცედურები, რომლის დასრულების შემდეგაც კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ გამრიცხველიანებას დაიწყებს. „ქონება უნდა გადავიდეს ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე, შემდეგ ეს უკანასკნელი გადასცემს ქონების მართვის სააგენტოს, რომელიც თავის მხრივ გადასცემს კომპანია „სოკარ ...

Read More »

აშშ-ს უდიდეს მილსადენზე კიბერთავდასხმის შემდეგ საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა

აშშ-ის უდიდეს მილსადენს Colonial-ს ჰაკერები  მოპოვებული ინფორმაციის გავრცელებით აშანტაჟებენ და გამოსასყიდს ითხოვენ. Collonial-მა, საფრთხის იდენტიფიცირების შემედეგ სისტემა ონლაინიდან გამორთო, თუმცა ჰაკერების ჯგუმფმა, რომელიც DarkSide-ის სახელით არის ცნობილი 100 გეგაბაიტის ოდენობის მონაცემების მოპარვა მაინც შეძლო. Colonial-ის გადაწყვეტილება, პარასკევს გვიან ღამით  მილსადენის დახურვის შესახებ, რომელიც ბენზინის, დიზელისა და რეაქტიული საწვავის მთავარ წყაროს წარმოადგენს აღმოსავლეთ სანაპიროსთვის, იმის თქმის გარეშე, თუ როდის გაიხსნება მილსადენი, ახალ სახიფათო ...

Read More »
TANAP-ის გაზსადენი შეიძლება იყოს კოზირი, ანკარის "გაზპრომთან" მოლაპარაკების პროცესში

TAP-ით გაზის ტრანზიტი 42%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის აპრილში ტრანს-ადრიატიკის მილსადენმა (TAP) 42% -ით მეტი გაზი გადაიტანა, ვიდრე მარტში. ამის შესახებ აღნიშნულია TAP-ის კონსორციუმის ანგარიშში. ხელშეკრულების მოცულობამ აპრილში შეადგინა 6,477 გიგავატ / სთ (ბუნებრივი გაზის ენერგიის ექვივალენტი) დღეში, მარტში კი ის 4,565 გიგავატ / საათი იყო დღეში. აპრილში, აზერბაიჯანიდან ტრანს-ადრიატიკის გაზსადენის (TAP) საშუალებით მომარაგება აზერბაიჯანიდან 77% -ით გაიზარდა. თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე კიპოის შესასვლელი პუნქტიდან ყოველდღიურად 26 მილიონ კუბურ მეტრამდე მიწოდება ხდება. გაზის ...

Read More »
რა ცვლილებები შეეხება სოციალური გაზის ტარიფს

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი რეკორდულად გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვრის შუა რიცხვებიდან ევროპაში ბუნებრივი აირის ფასები რეკორდულად გაიზარდა. ღირებულებამ ათას კუბურ მეტრზე 286 დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გაზის ფასები იზრდება გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) მიწოდების შემცირების ფონზე. მიმდინარე კვირის განმავლობაში, მისი მიწოდება 8 პროცენტით შემცირდა, აპრილის წინა დღეებთან შედარებით. ასევე შემცირდა მიწისქვეშა სათავსების საწვავით მომარაგების დონეც. ოფიციალური მონაცემების თანახმად, ისინი დღეში არაუმეტეს 0,1 პროცენტით ივსება. საცავებში თხევადი ...

Read More »
საქართველოს პირველი გაზსაცავი 2021 წლის დასაწყისში ექნება

მილსადენებით ტრანსპორტირების მომსახურება გაძვირდა

აქართველოში ფასების 1.3 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა დასაწყობებასა და დამხმარე სატრანსპორტო მომსახურებაზე. ამის შესახებ ირკვევა საქსტატის დღეს განახლებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის ანგარიშიდან, რომლის მიხედვით, მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.4 პროცენტით.  2021 წლის მარტში ფასების 4.9 პროცენტით შემცირება დაფიქსირდა საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებაზე.  რაც შეეხება, ფასების დინამიკას წლიურ ჭრილში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, 2021 წლის მარტში ინდექსი გაიზარდა 0.3 პროცენტით. ფასების ზრდა ...

Read More »
რას მოუტანს საქართველოს შაჰ-დენიზის პროექტი?

შაჰ დენიზის გაზის საბადოს საოპერაციო ხარჯები გაიზარდა

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში შაჰ დენიზის გაზის კონდენსატის საბადოზე საოპერაციო ხარჯებმა შეადგინა 688 მილიონი აშშ დოლარი, კაპიტალური ხარჯი კი 188 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა. როგორც BP- აზერბაიჯანის ანგარიშიდან ირკვევა, საბადოს საოპერაციო ხარჯები 469 მილიონი დოლარით, ანუ 3,14 ჯერ გაიზარდა, ხოლო კაპიტალური ხარჯი 38 მილიონი დოლარით, ანუ 17,3% -ითაა შემცირებული. კაპიტალური ხარჯების უმეტესი ნაწილი დაკავშირებულია შაჰ დენიზ -2 პროექტთან. შეგახსენებთ, რომ შაჰ დენიზის პერსპექტიული რაიონების ...

Read More »
თბილისში ბუნებრივი გაზის მკვეთრი სუნი გაზის ჭარბმა ოდორიზებამ გამოიწვია

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, წალკაში გაზიფიცირების სამუშაოები დაასრულა

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, წალკის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები დაასრულა. ბერთაში, კუშში, ოზნსა და კიზილ-კილისაში პროექტის ფარგლებში აშენდა 45 525 გრძივი მეტრი გაზსადენი და 720 ადგილობრივ მოსახლეს მიეცა შესაძლებლობა ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში. გაზიფიცირების ღირებულებამ 2 062 349 ლარი შეადგინა. გაზიფიცირების 2019-2021 წლების გეგმის ფარგლებში, ამჟამად, წალკაში დასრულებულია 12 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო ...

Read More »
ქვეყნის გაზმომარაგების თემა კვლავ აქტუალურია

სამხრეთ კავკასიის მილსადენის გამტარუნარიანობა 51% -ით გაიზარდა

სამხრეთ კავკასიის მილსადენის გამტარუნარიანობა 51% -ით გაიზარდა .ამის შესახებ ირკვევა BP- აზერბაიჯანის ანგარიშიდან, რომლის მიხდვით, პირველ კვარტალში, სამხრეთ კავკასიის მილსადენის საპროექტო საოპერაციო ხარჯებმა შეადგინა 13 მილიონი აშშ დოლარი, რაც 1 მილიონი აშშ დოლარით ან 8,3% -ით მეტია, ვიდრე 2020 წელს. ამ პერიოდში პროექტის კაპიტალური ხარჯები გაუტოლდა 2 მილიონი აშშ დოლარს, რაც გასული წლის მონაცემების იდენტურია. მილსადენის საშუალო გამტარუნარიანობამ შეადგინა 50,74 მილიონი კუბური მეტრი გაზი, რაც 17,14 ...

Read More »

GOGC-მ $250 მლნ-ის ევროობლიგაციების რეფინანსირება განახორციელა

სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2016 წელს განთავსებული 250 მილიონი დოლარის ევროობლიგაციების რეფინანსირება განახორციელა. რეფინანსირება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსებით განხორციელდა, რომლითაც 2021 წლის 26 აპრილს ევროობლიგაციები სრულად დაიფარა. 10 წლიან სასესხო ხელშეკრულებას, კორპორაციამ, 2020 წლის სექტემბერში მოაწერა ხელი. აღნიშნული სასესხო რესურსით, ევროობლიგაციების რეფინანსირების შედეგად, ყოველწლიური საპროცენტო ხარჯი მნიშვნელოვნად შემცირდა.

Read More »

ბოლო 5 წელში გაზის არასწორი მოხმარებისა გამო თბილისში 150 ადამიანი გარდაიცვალა

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით,  2015-2020 წლებში გაზის არასწორი მოხმარებისა და სპეციალისტების რჩევების იგნორირების გამო დედაქალაქში 150 ადამიანი გარდაიცვალა. გაზის უსაფრთხო მოხმარებასთან მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისა და ბოლო პერიოდში უსაფრთხოების წესების იგნორირების გამო მოხმდარ ფაქტებთან დაკავშირებით კომპანიის სწრაფი რეაგირების ბაზაზე პრესკონფერენცია გაიმართა. კომპანიის ცნობით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, თითქმის ყოველდღიურად ფიქსირდება უსაფრთხოების წესების იგნორირებით გამოწვეული შემთხვევები. მათ შორის CO-თი ინტოქსიკაციისა და გარდაცვალების ფაქტები. ...

Read More »