ბუნებრივი აირი

ბოლო 2 თვის განმავლობაში პირველად, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 46$-ზე დაბლა დაეცა

მსოფლიოში ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების რაოდენობა გაიზარდა

მსოფლიოში ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების რიცხვი დეკემბერში 2,8%-ით, ანუ 1,104 ერთეულით გაიზარდა, ნათქვამია ამერიკული ნავთობისა და გაზის კომპანიის Baker Hughes-ის მონაცემებში. თუმცა, წლიური მონაცემების მიხედვით, შარშანდელელ ზრდის მონაცემებთან შედარებით, ჭაბურღილების რაოდენობა 939-ით შემცირდა. აშშ-ში თვიური მაჩვენებელი 2-ით, ანუ 9% -ით გაიზარდა და მთლიანობაში 339 ერთეული შეადგინა. კანადაში – 5-ით, ანუ 5% -ით გაიზარდა და ამჟამად 100 ჭაბურღილზე წარმოებს ნავთობისა და ...

Read More »

“თხევადი გაზის დაბეგვრის კუთხით კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა ექვს თვეში ბიუჯეტს 300%-ით გაზრდილი შემოსავალი მოუტანა”

“თხევადი გაზის დაბეგვრის მოწესრიგების მიზნით, საგადასახადო კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა სახელმწიფო ბიუჯეტს, ბოლო ექვს თვეში, 300%-ით გაზრდილი შემოსავალი მოუტანა“ – აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელი, შავლეგ მიშველაძე. ბიზნესასოციაციის განცხადებით, მიუხედავად ურთულესი გამოწვევებისა, 2020 წელს ქვეყნის სანავთობო ინდუსტრიაში პოზიტიური დინამიკა შეინიშნებოდა. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) აქტიური ჩართულობითა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, საკანონმდებლო და ნორმატიულ ...

Read More »

ვის და რა ფორმით დაუსუბსიდირდება გაძვირებული ენერგოტარიფი – გზამკვლევი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) დეტალურად  განმარტავენ, რას გულისხმობს ელექტროენერგიის ტარიფის ახალი სქემა, ვისზე ვრცელდება მთავრობის სუბსიდია და ამჟამად, რამდენი აბონენტი სარგებლობს აღნიშნული შეღავათით. როგორც „ბიზნესპარტნიორს“  სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა განუცხადა, ფიზიკური პირების შემთხვევაში ახლაც მოქმედებს სუბსიდირება, რომლის ფარგლებშიც  200 კვტ.-მდე ელექტროენერგიის მოხმარების ხარჯს მთავრობა სრულად ფარავს.  ამას ემატება სუბსიდირების ახალი მექანიზმი, რომელიც ვრცელდება 2021 წლის 1 ...

Read More »

„გაზპრომი“ ბიტკოინის საწარმოს ხსნის, რომელიც გაზის ენერგიაზე იმუშავებს

რუსული „გაზპრომი“ ახალ ბიზნესში იწყებს საქმიანობას – ბიტკოინის მოპოვება. კომპანიამ გადაწყვიტა გამოიყენოს ნავთობისა და გაზის მარაგები ბიტკოინის საწარმოებლად. კომპანია არის რუსეთის გაზის მონოპოლისტი და მსოფლიოში სიდიდით მე -10 ნავთობმწარმოებელი. „გაზპრომი“ ხელმძღვანელობს ისეთ ტრანსსასაზღვრო გაზსადენებთან დაკავშირებულ პროექტებს, როგორიცაა Nord Stream და South Stream, რომელიც რუსულ გაზს ევროპას აწვდის. “გაზპრომი” ახლა უკვე შეეცდება კრიპტოვალუტის ბაზარზე შესვლასაც. კომპანიის ახალი ობიექტი მდებარეობს ციმბირის ჩრდილო–დასავლეთ ...

Read More »
ილჰამ ალიევი: TANAP უალტერნატივოა

აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტი იზრდება – რა მოცულობის ბუნებრივ აირს მიიღებს საქართველო გატარების სანაცვლოდ

2021 წელს საქართველო აზერბაიჯანიდან მთლიანად 188,8 მლნ კუბური მეტრით მეტ გაზს მიიღებს, ვიდრე 2020-ში. როგორც 2021 წლისთვის დამტკიცებული ბუნებრივი გაზის ბალანსშია აღნიშნული, წელს ქვეყანა აზერბაიჯანიდან სულ 2,518 მლრდ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს, საიდანაც „სოკარის“ მიწოდება იქნება 1,504 მლრდ კუბური მეტრი. ამავე ბალანსის მიხედვით, წელს შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული ბუნებრივი აირიდან, საქართველოსთვის გამოყოფილი „დამატებითი გაზის“ (სპეციალურ ფასად შესასყიდი გაზი) მოცულობა 508.7 მლნ ...

Read More »
რუსეთი გაზის ტრანზიტის საკითხში უკრაინას თურქეთით ჩაანაცვლებს

2020 წელს ევროპაში TurkStream-ით 5.8 მლრდ კუბური მეტრი რუსული გაზი ტრანსპორტირდა

2020 წელს გაზსადენ TurkStream-ის საშუალებით, თურქეთის გავლით ევროპაში 5.8 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის რუსული გაზის ტრანსპორტირება განხორციელდა. ამის შესახებ თურქული მედია წერს. აღნიშნული გაზსადენი თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2020 წლის დასაწყისში გახსნეს. გასული წლის იანვრის შემდეგ რუსული ბუნებრივი აირი მიეწოდებოდა ბულგარეთს, საბერძნეთს, მაკედონიასა და რუმინეთს. TurkStream-ი 930 კმ სიგრძის გაზსადენს მოიცავს, რომელიც რუსეთს თურქეთთან შავი ...

Read More »

თხევადი გაზის ასოციაცია პარლამენტს აქციზის გადახედვას სთხოვს

საქართველოს თხევადი გაზის  ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა ხოფერია პარლამენტის ახალ შემადგენლობას ინიციატივით მიმართავს, შეისწავლოს და გადახედოს  IX მოწვევის  საკანონმდებლო ორგანოს დროს მიღებული კანონი.  როგორც ხოფერია აცხადებს, უნდა მოხდეს სააქციზო განაკვეთის განხილვა, სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და ამის მიხედვით სამართლიანი ტარიფების დაწესება. “დღეს მოქმედი ტარიფებით, უბრალოდ გაჩერდა ეს სფერო და აღარ ვითარდება. იხურება თხევადი გაზის ავტოგასამართი სადგურები, შესაბისად, ხალხი უმუშევარი რჩება. ამ ...

Read More »

“გაზპრომის” მოლაპარაკებები 2021 წელს სომხეთში გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით გრძელდება

„გაზპრომ ექსპორტმა“ და „გაზპრომ არმენიამ“ სომხეთში გაზის მიწოდების ხელშეკრულება გააგრძელეს მხოლოდ 2021 წლის პირველი კვარტლისთვის, “გაგრძელდება მოლაპარაკებები შემდგომ მიწოდებაზე” – განაცხადა რუსულმა კომპანიამ. მარტში სომხეთის ვიცე პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა წერილით მიმართა „გაზპრომის“ ხელმძღვანელს, ალექსეი მილერს, რომელშიც შესთავაზა გლობალური ენერგეტიკული ბაზრის პროგნოზებისა და არსებული ვითარების გათვალისწინებით, ახალი მოლაპარაკებების დაწყება სომხეთისთვის მიწოდებული გაზის ფასის შემცირების, აგრეთვე ეროვნული ვალუტის გადასახდელების გადარიცხვის შესახებ. ამის ...

Read More »

საქართველო აზერბაიჯანული გაზის გატარების სანაცვლოდ წელს 1.014 მლრდ მ³ გაზს მიიღებს

2021 წელს საქართველო აზერბაიჯანული გაზის გატარების სანაცვლოდ 1.014 მლრდ მ³ გაზს მიიღებს, – აღნიშნულს 2021 წლისთვის დამტკიცებული ბუნებრივი გაზის ბალანსი ითვალისწინებს. მიმდინარე წელს შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზიდან, საქართველოსთვის გამოყოფილი „დამატებითი გაზის“ მოცულობა 508.7 მლნ კუბ. მეტრი იქნება, „ოფციური გაზის“ – 505.96 მლნ მ³, რაც იმას ნიშნავს, რომ „სამხრეთ კავკასიური დერეფნიდან“ მისაღები გაზის მოცულობა 2020 წელთან შედარებით (888.6 მლნ მ³) 126 ...

Read More »

უკრაინა რუსულ გაზს ტრანზიტით კიდევ 4,5 წლის განმავლობაში გაატარებს

უკრაინა კიდევ 4,5 წლის განმავლობაში ვერ შეძლებს გაზპრომთან ხელშეკრულების გადახედვას. ამის შესახებ ენერგეტიკის ექსპერტმა დიმიტრი მარუნიჩმა განუცხადა Golos UA–ს. ”რუსეთის ფედერაციიდან გაზის ტრანზიტის შემცირების საკითხზე უკრაინას ამ ეტაპზე არაფრის გაკეთება არ შეუძლია. “გაზპრომისთვის” სატრანზიტო საჭიროება ზოგადად იკლებს, რადგან ევროკავშირში გაზზე მოთხოვნა დაბალია “, – აღნიშნა ექსპერტმა. დ.მარუნიჩის აზრით, გაზპრომს აქვს ალტერნატიული მარშრუტები და ის პირველ რიგში მათ დატვირთავს. ”კიდევ 4.5 ...

Read More »