ბუნებრივი აირი

"გაზპრომი" უკრაინის ანტიმონოპოლიურის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს

Gazprom-ის დღიური ექსპორტი 7-წლიან მინიმუმზეა

Gazprom-ის დღიური ექსპორტი ძირითად ბაზრებზე მიმდინარე წლის პირველ 15 დღეში 2015 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. იზრდება კრიტიკა, რომ კომპანია ევროპისთვის გაზის მიწოდებას ზღუდავს. რუსულმა გაზის გიგანტმა ძირითად ბაზრებზე, რომელიც ევროპის უმეტეს ნაწილს, თურქეთსა და ჩინეთს მოიცავს, 5,4 მილიარდი კუბური მეტრის ექსპორტი განახორციელა. Bloomberg-ის გამოთვლით, ეს 360 მილიონი კუბური მეტრის საშუალო დღიურ ნაკადს უდრის და გასული თვის საშუალოზე თითქმის ...

Read More »

„თბილისი ენერჯი“: უსაფრთხოების ერთ-ერთი დიდი დარღვევა – გამათბობელი დამონტაჟებულია მისაღებ ოთახში, ხოლო საკვამლე მილი გადის ლოჯიაში

„თბილისი ენერჯი“ ერთ-ერთი მომხმარებლის სახლში თვითნებურად დამონტაჟებული გამათბობლის ფოტოებს ავრცელებს, სადაც საკვამლე მილი მეორე ოთახში, დახურულ სივრცეში გადის. „უსაფრთხოების ერთ-ერთი დიდი დარღვევა, რაც კი ოდესმე გვინახავს – გამათბობელი დამონტაჟებულია მისაღებ ოთახში, ხოლო საკვამლე მილი გადის ლოჯიაში! გთხოვთ, მიაქციეთ ყურადღება თქვენს სახლში დამონტაჟებულ გაზის დანადგარებს! არ გამოიყენოთ კუსტარული აკრძალული დანადგარები“, – აცხადებენ კომპანიაში.

Read More »
ენერგეტიკის ექსპერტი: შესაძლოა, თბილისი ცდილობს, საქართველოსთვის აზერბაიჯანული კომერციული გაზის ფასი შეამციროს

მოლდოვამ გაზრდილი ფასით დაიწყო რუსული გაზის საფასურის გადახდა

მოლდოვის მთავარი გაზგამანაწილებელი კომპანია „მოლდოვაგაზი“ აცხადებს, რომ მან ძველი ფასით გაისტუმრა დეკემბერში მოხმარებული გაზის საფასურის დავალიანება რუსულ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომს“, მაგრამ ახალი წლიდან რუსული გაზის შეძენა ახალი, გაზრდილი ფასით მოუწევს. მოლდოვის ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა, ანდრეი სპინუმ, 13 იანვარს განაცხადა, რომ დეკემბრიდან ათასი კუბური მეტრი გაზის საფასური 550 ამერიკული დოლარიდან 647 დოლარამდე გაიზარდა, რაც დამატებით პრობლემას შეუქმნის ეკონომიკურად უღარიბეს ...

Read More »

შემცირების შემდეგ, ევროპაში ბუნებრივი აირის ღირებულება გაიზარდა

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასი, ბოლო 24 საათში, დაახლოებით 10,6%-ით გაიზარდა და ათას კუბურ მეტრზე 1 000 აშშ დოლარს გადააჭარბა. გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე 1 121 აშშ დოლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ 21-22 დეკემბერს გაზი ევროპის ბაზარზე $2 000-ზე მეტი ღირდა. თუმცა, შემდეგ, ევროპაში ძლიერი ქარის გამო ქარის ელსადგურებზე ელგამომუშავების რეკორდულ მაჩვენებელისა და აშშ-დან გათხევადებული ...

Read More »
„გაზპრომი“ ქართულ კომპანია „გაზკო+“-ს 100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მიაწვდის

IEA: ევროპაში გაზის დეფიციტზე რუსეთია პასუხისმგებელი

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) განცხადებით, ევროპაში ბუნებრივი აირის დეფიციტი „მეტწილად“ რუსული სახელმწიფო კომპანია გაზპრომის გამოწვეულია. პარიზში მდებარე საერთაშორისო ორგანიზაციის მიხედვით, ევროპაში გაზის მარაგების შემცირება რუსეთის მიერ ექსპორტის შეზღუდვამ განაპირობა. „რუსეთს არსებული ენერგოინფრასტრუქტურით [ევროპაში] ერთი მესამედით მეტი მოცულობის ბუნებრივი აირის ექსპორტი შეუძლია“, – აცხადებს ორგანიზაციის თავმჯდომარე ფათიჰ ბიროლი. ზამთარში გაზის ფასების რეკორდული ზრდის ფონზე ევროპაში ბუნებრივი აირის მარაგები მკვეთრადაა შემცირებულ და საერთო მოცულობის 50 %-ს ...

Read More »

გაზსადენზე ავარიის გამო, 7 600 აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდა

გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, 7 600 აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდა, – ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, ავარია კახეთის გზატკეცილზე მდებარე გაზსადენზე გვიან ღამით მოხდა. გაზის მიწოდება შეუწყდა: კახეთის გზ. 3ა, კახეთის გზ. 33ა (ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ) მდებარე შპს „პიტ სტოპის“, ვარკეთილის ზემო პლატოს კორპ. 39, 40, 41, 42, 43, 43ა, 43ბ, 51, 51ა, 51ბ, კალოუბნის ქ. 22, 24დ. 2, 26დ. 3, 28დ. ...

Read More »
თბილისი-თელეთის დასახლებაში გაზიფიცირების პროექტის განხორციელება დაიწყო

ევროპაში გაზის ფასი შემცირებას განაგრძობს

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასი 3%-ზე მეტით დაეცა და ათას კუბურ მეტრზე, დაახლოებით, 1 000 დოლარი შეადგინა. გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე 970 დოლარს შეადგენდა. გაზის ფასები უკვე მეორე დღეა არასტაბილურ დინამიკას ავლენს, ზრდიდან კლებაზე გადადის. შეგახსენებთ, რომ 21-22 დეკემბერს გაზი ევროპის ბაზარზე $2 000-ზე მეტი ღირდა. თუმცა, შემდეგ, ევროპაში ძლიერი ქარის გამო ქარის ...

Read More »

ავსტრალია 2021 წელს გათხევადებული ბუნებრივი არის ექსპორტის ლიდერია

2021 წელს ავსტრალია გახდა მსოფლიოს ლიდერი გათხევადებული ბუნებრივი აირის ექსპორტში. მან აღნიშნული მაჩვენებლით წინა წლის ლიდერ ყატარს აჯობა. ბაზრის მკვლევარი ორგანიზაცია Kpler-ის ინფორმაციით, ავსტრალიამ 2021 წელს 80,23 მლნ ტონა თხევადი აირის ექსპორტი განახორციელა, მაშინ როცა 2020 წელს 77,63 მლნ ტონა გაიტანა ექსპორტზე. მეორე ადგილზე გავიდა ყატარი, რომელზეც მოდის 77,83 მლნ ტონა, ხოლო 2020 წელს 77,88 მლნ ტონა. მესამე პოზიციაზეა აშშ, ...

Read More »

ყაზახეთში გაზის ექვსი რეალიზატორის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ყაზახეთში თხევადი ბუნებრივი აირის LNG-ის მსხვილი რეალიზატორების ქმედებებში ფასების შეთანხმების ნიშნები გამოიკვეთა. ინფორმაციას ქვეყნის კონკურენციის დაცვისა და განვითარების სააგენტო ავრცელებს. გაზის ექვსი რეალიზატორის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამ კომპანიებს შორისაა:  KazMunayGas, Aktobe MunayGas, KazgerMunayGas, Kazakhoil Aktobe. წყარო: report.ge  

Read More »

SOCAR-მა საქართველოში 808 ათასი აბონენტის გაზიფიცირება მოახდინა

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) საქართველოს შვილობილი კომპანია SOCAR Georgia Gas ამჟამად 808 000 აბონენტს ემსახურება. აღნიშნულის შესახებ იუწყება აზერბაიჯანული report. 2007 წლიდან დღემდე, კომპანიამ გაზი  საქართველოს 700-ზე მეტ დასახლებას მიაწოდა და 11 ათასი კილომეტრის სიგრძის გაზსადენი ააშენა. აღსანიშნავია, რომ კომპანიაში  2 ათასზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.

Read More »