„თბილისი ენერჯი“: უსაფრთხოების ერთ-ერთი დიდი დარღვევა – გამათბობელი დამონტაჟებულია მისაღებ ოთახში, ხოლო საკვამლე მილი გადის ლოჯიაში

„თბილისი ენერჯი“ ერთ-ერთი მომხმარებლის სახლში თვითნებურად დამონტაჟებული გამათბობლის ფოტოებს ავრცელებს, სადაც საკვამლე მილი მეორე ოთახში, დახურულ სივრცეში გადის.

„უსაფრთხოების ერთ-ერთი დიდი დარღვევა, რაც კი ოდესმე გვინახავს – გამათბობელი დამონტაჟებულია მისაღებ ოთახში, ხოლო საკვამლე მილი გადის ლოჯიაში!

გთხოვთ, მიაქციეთ ყურადღება თქვენს სახლში დამონტაჟებულ გაზის დანადგარებს! არ გამოიყენოთ კუსტარული აკრძალული დანადგარები“, – აცხადებენ კომპანიაში.

Leave a Reply