ბუნებრივი აირი

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი – გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ს ჩინეთისკენ მიმავალი ალტერნატიული გაზსადენი, „ციმბირის ძალა 2“ ჩაანაცვლებს

გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ს ჩინეთისკენ მიმავალი ალტერნატიული გაზსადენი, „ციმბირის ძალა 2“ ჩაანაცვლებს. ამის შესახებ რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა. „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობა, რომელსაც გაზი ევროპაში უნდა ჩაეტანა, 2021 წელს დასრულდა, თუმცა მისი სერტიფიცირება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. რუსმა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთი და ჩინეთი მალე მოაწერენ ხელს შეთანხმებას, რომელიც „ციმბირის ძალა 2“-ით წელიწადში ჩინეთისთვის 50 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ...

Read More »

აშშ ევროკავშირისთვის გათხევადებული გაზის მიწოდებას ზრდის

აშშ აქტიურად ზრდის ევროპაში გათხევადებული გაზის მიწოდებას. ამის შესახებ LPG სააგენტოს Argus-ის ხელმძღვანელმა განაცხადა. მისი თქმით, უკვე 8 აგვისტოს მდგომარეობით, ამერიკული თხევადი გაზის ევროპაში იმპორტი აღემატება მთელი წინა წლის მაჩვენებელს. „ გასულ წელს ეს მაჩვენებელი იყო 3,98 მლნ ტონა, ხოლო 2022 წლის 8 აგვისტოსთვის ამ მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა 4 მილიონ ტონას. წლის ბოლომდე ველოდებით 7 მლნ ტონა მიწოდებას,“ – განაცხადა ...

Read More »
“გაზპრომის” მონოპოლია და სომხეთი რუსული გაზის ალტერნატივის ძიებაში

„გაზპრომმა“ გაზის წარმოება და ექსპორტი მკვეთრად შეამცირა

რუსულმა ენერგოგიგანტმა „გაზპრომმა“ გაზის მოპოვება და ექსპორტი მკვეთრად შეამცირა. გაზპრომმა, კომპანიის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის პირველი იანვრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით 300,8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი  აწარმოა. რაც 15,9 პროცენტით (56,8 მილიარდი კუბური მეტრით) ნაკლებია გასულ წელთან შედარებით. შიდა ბაზარზე კომპანიის გაზზე გადამცემი სისტემიდან მოთხოვნა ამ პერიოდში 3,3 პროცენტით (5,4 მილიარდი კუბური მეტრით) შემცირდა. დსთ-ს არაწევრ ქვეყნებში ექსპორტმა 84,8 მილიარდი კუბური მეტრი ...

Read More »

ევროკავშირმა გაზის საცავები 84%-ით შეავსო

ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირის გაზის საცავები უკვე 84%-ით არის სავსე. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში ყოველწლიურ მიმართვაში – „კავშირის მდგომარეობის შესახებ“ განაცხადა. “რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება გაცილებით ძვირია. ჩვენ უნდა მოვიშოროთ ეს დამოკიდებულება მთელ ევროპაში. ამიტომ, ჩვენ შევთანხმდით ერთობლივ შენახვაზე. ახლა 84%-ზე ვართ, ჩვენი მიზნის შესრულებას ვახერხებთ,” – თქვა მან. მაგრამ, მისი თქმით, “სამწუხაროდ, ეს საკმარისი ...

Read More »
"გაზპრომი" უკრაინის ანტიმონოპოლიურის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს

გერმანული ენერგოკომპანია გაზპრომის წინააღმდეგ მილიარდებიან სარჩელს ამზადებს

გერმანული ენერგეტიკული კომპანია Uniper გაზპრომის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს ევროპაში რუსული გაზის მიწოდების შემცირების გამო. სააგენტო Reuters წერს, რომ საუბარია მილიარდობით ევროზე. გაზპრომის ქმედებებმა Uniper რეკორდულ ზარალზე გაიყვანა, ვინაიდან მას გაზის შეძენა გაცილებით მაღალ ფასში მოუწია. კომპანიამ წლის პირველ ნახევარში 12,4 მლრდ ევრო დაკარგა, რის გამოც იძულებული გახდა, დახმარების მისაღებად გერმანიის მთავრობისთვის მიემართა. თავდაპირველად კომპანიამ განვითარების ბანკისგან (KfW) 9 ...

Read More »

შოლცი: რუსულ გაზზე უარს მალე სრულად ვიტყვით

გერმანია მზადაა მომავალი გათბობის სეზონისთვის, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა. “ჩვენ აუცილებლად გადავურჩებით ამ ზამთარს”, – თქვა მან სამშაბათს, 13 სექტემბერს, ბერლინში, გერმანელ დამსაქმებლებთან და პროფკავშირებთან შეხვედრაზე. შოლცმა აღნიშნა, რომ მთავრობამ წინასწარ გადადგა ნაბიჯები რუსული გაზის მიწოდებისგან დამოუკიდებლობის მისაღწევად. ამ დროისთვის გერმანული გაზის საცავები 85 პროცენტით არის სავსე, თხევადი ბუნებრივი აირის მიმღები ტერმინალების მშენებლობაც წინ მიდის. მისი თქმით, პირველი ასეთი ...

Read More »
უკრაინა ენერგო ბაზრის განსავითარებლად ამერიკასთან მოლაპარაკებებს იწყებს

აშშ-მა უკრაინას შესაძლოა 1.5 მილიარდი დოლარი გამოუყოს გაზის შესაძენად

„აშშ Eximbank-მა შესაძლოა 1,5 მილიარდი დოლარი გამოუყოს უკრაინას გაზის შესაძენად“, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა აშშ-ს ხაზინის მდივან, ჯანეტ იელენთან საუბრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მხარეებმა განიხილეს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და გათბობის სეზონის საკითხები, ასევე გაზის შესყიდვაში ამერიკელი პარტნიორების დახმარება. „ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ტრანშის გამოყოფაზე 1,5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით გაზის შესაძენად აშშ-ის Eximbank-ისგან“, – განაცხადა შმიჰალმა. წყარო: bfm.ge

Read More »

თურქეთმა ექვს თვეში $8.2 მილიარდის ბუნებრივი აირის გადასახადები დაასუბსიდირა

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ფატიჰ დონმეზის განცხადებით, ქვეყანაში, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში, ბუნებრივი აირის სუბსიდირების მოცულობამ 150 მილიარდ ლირას ($8.2 მილიარდი) მიაღწია. მთავრობის მხრიდან სუბსიდირების მიზანი ენერგიის გლობალურად მზარდი ფასებისგან მოსახლეობის დაცვაა. აღსანიშნავია, რომ მინისტრმა გლობალურად არსებულ სიტუაციაზეც ისაუბრა და დასძინა, რომ მისი 25-30-წლიანი გამოცდილების განმავლობაში, ენერგიის ფასების მსგავსი ზრდა არ ახსოვს. ეს ფაქტი კი საყურადღებოა, იმისდა ...

Read More »

აზერბაიჯანთან ერთად, ისრაელიც მზადაა ევროკავშირისთვის გაზის მიწოდების გასაზრდელად

ისრაელი მზადაა, ევროკავშირს მიაწოდოს ბუნებრივი აირის ის მოცულობა, რაც რუსეთის მიერ ევროპაში ექსპორტირებული ბუნებრივი აირის 10%-ს შეადგენს. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა ბერლინში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე თქმით, ისრაელი აპირებს, მონაწილეობა მიიღოს ევროპაში რუსული ბუნებრივი აირის ჩანაცვლებისკენ მიმართულ ძალისხმევაში. „ჩვენ ვაპირებთ, მონაწილეობა მივიღოთ ევროპაში რუსული ბუნებრივი აირის ჩანაცვლებისკენ მიმართულ ძალისხმევაში“ – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა. ...

Read More »

აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ევროპაში გაზის ექსპორტს წელს 30 პროცენტით გაზრდის

აზერბაიჯანი ევროპაში ბუნებრივი აირის ექსპორტს მიმდინარე წელს 30 პროცენტით გაზრდის, იმ ფონზე, როცა ევროკავშირი ცდილობს შეამციროს თავისი დამოკიდებულება რუსეთის ენერგიაზე, უკრაინაში კრემლის შეჭრის პირობებში. აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის, ფარვიზ შაჰბაზოვის თქმით, წელს, რვა თვის განმავლობაში, ბაქომ “ევროპას მიაწოდა 7.3 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი”. “ევროპისთვის მიწოდებული [გაზის] სრული მოცულობა 2022 წელს გაუტოლდება 12 მილიარდ კუბურ მეტრს, რაც, 2021 წელთან შედარებით, წარმოადგენს ...

Read More »