აზერბაიჯანმა „სამხრეთის გაზის დერეფნის“ გაფართოებასთან დაკავშირებით პარტნიორებთან კონსულტაციები დაიწყო, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ ცერემონიაზე განაცხადა, რომელიც საბერძნეთ-ბულგარეთის გაზის ინტერკონექტორის გახსნას მიეძღვნა. „ჩვენ უკვე დავიწყეთ კონსულტაციები პარტნიორებთან „ტანაპის“ (ტრანსანატოლიური გაზსადენი) წლიური მოცულობის 16-დან 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე და „ტაპის“ (ტრანადრიატიკული გაზსადენი) 10-დან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდასთან დაკავშირებით. ამის გარეშე გაზის დამატებითი მიწოდების უზრუნველყოფა გაძნელდება“, ...
Read More »