ტრანსადრეტიკული გაზსადენი (TAP) წელს იტალიას 9,5 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტ გაზს მიაწვდის, რაც 2021 წელთან შედარებით, 2,5 მილიარდი კუბური მეტრით მეტია.
ამის შესახებ TAP-ის გენერალურმა დირექტორმა ლუკა შიეპატმა იტალიაში Young Hope-ის ღონისძიებაზე განაცხადა, იტყობინება Trend.
„ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის გაზის საჭიროების 13 პროცენტზე მეტზე“, – განმარტა TAP-ის გენერალურმა დირექტორმა.
შიეპატმა აღნიშნა, რომ TAP-მა დაარსების დღიდან ევროპაში 16 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზი გადაიტანა, საიდანაც 13,5 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი იტალიამ მიიღო, რაც „ხელს უწყობს მთელი კონტინენტისთვის მიწოდების უსაფრთხოების გაძლიერებას“.