ბუნებრივი აირი

ყაზახ-საგურამოს მაგისტრალურ გაზსადენზე რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა

ყაზახ-საგურამოს 1000მმ მ/გ- ზე რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” ყაზახ-საგურამოს 1000მმ მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულა. რეაბილიტაციის ფარგლებში, გამოვლენილი გაჟონვების ლიკვიდაციის მიზნით, აღნიშნული მაგისტრალის 61,5-43,4 კილომეტრებს შორის არსებული დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები განხორციელდა, შეკეთდა დაზიანებული კოროზიული მონაკვეთები და დაიხურა კოროზიული ხვრელები. ასევე აღდგა მილსადენის ანტიკოროზიული და საიზოლაციო საფარი. რეაბილიტაცია შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი $1 200-მდე შემცირდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 7%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 1 202 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის ...

Read More »

ევროკავშირი გაზზე ზღვრული ფასების დაწესებაზე უარს ამბობს

ევროკავშირი არ დააწესებს გაზზე (მათ შორის რუსულ ნედლეულზე) ფასების ზედა ზღვარს. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg დოკუმენტის პროექტზე დაყრდნობით წერს. ევროკომისია 18 ოქტომბერს ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრ ზრდასთან ბრძოლის ახალ ზომებს წარადგენს. ევროპის ქვეყნებმა გადაწყვიტეს, თავი შეიკავონ „გაზის ფასების დაუყოვნებელი შეზღუდვისგან“. ისინი შიშობენ, რომ ეს კიდევ უფრო გაართულებს ენერგოსექტორში შექმნილ პრობლემებს. ევროკავშირს გათხევადებული ბუნებრივი გაზის ინდექსის შემოღება სურს, რაც უკეთ ასახავს ენერგეტიკულ ...

Read More »
სომხეთი საქართველოს გავლით გაზის ტრანსპორტირების მარშრუტს ცვლის

„გაზპრომი“ სომხეთში ბუნებრივი აირის მიწოდებას დროებით აჩერებს

„გაზპრომი“ სომხეთში ბუნებრივი აირის მიწოდებას დროებით აჩერებს. ამის მიზეზად კომპანიაში გეგმურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებენ. შესაბამის ინფორმაციას სომხური მედია „გაზპრომ არმენიას“ პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. „ჩრდილოეთ კავკასია-სამხრეთ კავკასიის“ მაგისტრალურ გაზსადენზე გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 18-19 ოქტომბერს სომხეთში ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეჩერდება“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში სომხეთის რესპუბლიკის მომხმარებელთა გაზმომარაგება განხორციელდება შეზღუდვების გარეშე, შიდა რეზერვებიდან.

Read More »
2019 წლისთვის ევროკავშირი თურქმენული გაზით მომარაგდება

ყაზახეთი თურქმენული გაზის იმპორტს იწყებს

QazaqGaz-მა და Turkmengaz-მა თურქმენული გაზის იმპორტზე ხელშეკრულება გააფორმეს. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა. „მადლობას ვუხდი თურქმენეთის პრეზიდენტს ამ პროექტის ხელშეწყობაში პირადი მხარდაჭერისთვის. ჩვენ დაინტერესებული ვართ გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმებით და მზად ვართ გაზის იმპორტის მოცულობა წელიწადში 1,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გავზარდოთ“, – განაცხადა თოყაევმა. პრეზიდენტმა გამოაცხადა ყაზახეთის განზრახვა მონაწილეობა მიიღოს თურქმენეთის ძირითადი ენერგეტიკული ინიციატივების განხორციელებაში, ასევე გამოცდილების გაცვლასა და ...

Read More »

ჩინეთმა ევროპასა და აზიაში თხევადი გაზის მიწოდება შეაჩერა

ჩინეთმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ გაზის იმპორტიორებს მოუწოდა, რომ ევროპასა და აზიაში თხევადი გაზის გაყიდვა შეწყვიტონ, რათა ზამთრის სეზონზე, გათბობის სეზონისთვის საკუთარი მოხმარება უზრუნველყონ. Bloomberg-ის ინფორმაციით, ბრძანება ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების ეროვნულმა კომისიამ გასცა. ამასთან გამოცემა წერს, რომ ჩინეთის მიერ თხევადი გაზის გაყიდვები ევროპულ ბაზარს მარაგების სწრაფად შევსების საშუალებას აძლევდა, თუმცა ტრანსპორტირების რეკორდულად მაღალმა ხარჯებმა, საწვავის გადაზიდვის მიმზიდველობა შეამცირა. წყარო: europetime.eu

Read More »

დავით ნარმანია: ებუნებრივი გაზის სექტორში ტარიფს კომისია დეკემბერში გადახედავს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ხელმძღვანელის, დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის მატება შემოდგომა-ზამთრის პერიოდში მოსალოდნელი არ არის, ბუნებრივი გაზის სექტორში კი, ტარიფს კომისია დეკემბერში გადახედავს, თუმცა, მისივე განმარტებით, თუ ის ვალუტის კურსი შენარჩუნდება, რაც დღეს არის, ტარიფები არც ამ მიმართულებით შეიცვლება. ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მან სემეკის საქმიანობის ...

Read More »

გერმანიის გაზსაცავები, რუსეთიდან მიწოდებისგან დამოუკიდებლად უკვე 95%-ით შეივსო

გერმანიაში გაზის საწყობები სავსეა 95,14%-ით, იტყობინება ფედერალური ქსელის სააგენტო (Bundesnetzagentur, BNetzA). ამ საშუალო მაჩვენებლის მიღწევა 1 ნოემბრისთვის იგეგმებოდა, ამიტომ ზამთრისთვის ლურჯი საწვავის მარაგის შექმნის მიზანი ვადაზე ნახევარი თვით ადრე მიღწეულია. აგვისტოს ბოლოდან ამოტუმბვა განხორციელდა რუსეთიდან მიწოდების სრული შეწყვეტის პირობებში გაზსადენ Nord Stream-ით, იგი უზრუნველყოფილი იყო მილსადენით ნორვეგიიდან და ნიდერლანდებიდან, ასევე თხევადი აირის იმპორტით LNG ტერმინალებით. გერმანიას აქვს უმსხვილესი მიწისქვეშა გაზის ...

Read More »

გამათბობლებთან დაკავშირებით, ენერგოომბუდსმენი მოსახლეობას აფრთხილებს

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს, რომ ცივი სეზონის დადგომისთანავე, გაზის დანადგარები და შიდა ქსელები სპეციალისტებს შეამოწმებინონ. როგორც მან მედიაცენტრ „მთავარში“ განმარტა, არის რისკი, რომ შესაძლოა, გაზის დანადგარები არასწორად იყოს განთავსებული საცხოვრებელ ფართში ან კუსტარულად დამონტაჟებული იყოს. „ჯერ კიდევ არის როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონული ქალაქების მასშტაბით ის რისკი, რომ შესაძლოა, გაზის დანადგარები არასწორად იყოს განთავსებული საცხოვრებელ ფართში ან ისეთი დანადგარები ...

Read More »

ჩინეთი თურქმენეთისგან 2-ჯერ მეტ გაზს მიიღებს

თურქმენეთი-უზბეკეთი-ყაზახეთი-ჩინეთის გაზსადენის მეოთხე განშტოების ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ჩინეთი თითქმის ორჯერ მეტ გაზს მიიღებს. ექსპორტი წელიწადში 65 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება, წერს გამოცემა “ნეიტრალური თურქმენეთი”. ახლა გაზსადენი 3 განშტოებისგან შედგება, ამიტომ 2021 წელს თურქმენეთმა ჩინეთში 34 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაიტანა. ის იყო ქვეყნისთვის ნედლეულის ყველაზე დიდი მიმწოდებელი. მეოთხე განშტოების ექსპლუატაციაში გაშვებით თურქმენეთი შეძლებს ჩინეთში გაზის ექსპორტი 1,9-ჯერ გაზარდოს. გარდა ამისა, ...

Read More »