ბუნებრივი აირი

პუტინმა ბუნებრივი აირის მსხვილ პროექტზე სრული კონტროლი მოიპოვა

რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყნის შორეულ აღმოსავლეთში, ბუნებრივი აირის მსხვილ პროექტზე კონტროლი მოიპოვა. პუტინის გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით, უცხოელ ინვესტორებს პროექტებზე უარის თქმას აიძულებს. კომპანიები თვლიან, რომ კრემლის მიზანი, რუსეთის დატოვების გამო მათი დასჯაა. პუტინის მიერ ხელმოწერილი განკარგულებით, Sakhalin-2-ის ბუნებრივი აირის პროექტზე უფლებები ახალ რუსულ კომპანიას გადაეცა. მიზეზად, დასავლეთის სანქციების ფონზე რუსეთის ეროვნული ინტერესებისა და ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობა დასახელდა. პროექტის საკონტროლო წილის ...

Read More »
თბილისში ბუნებრივი გაზის მკვეთრი სუნი გაზის ჭარბმა ოდორიზებამ გამოიწვია

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია განცხადებას ავრცელებს: “გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია მიმდინარე წლის 6 ივლისს მარნეულის გაზგამანაწილებელ სადგურში ოდორიზაციის კვანძის სამონტაჟო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 6 ივლისს 10:00დან 14:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ მარნეულის მუნიციპალიტეტის ქალაქ მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდას. ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის ...

Read More »

ნიგერია მზადაა, ევროპაში გაზის დეფიციტი შეავსოს

ნიგერიის პრეზიდენტი მოჰამედ ბუჰარი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მზადაა, ევროპაში გაზის დეფიციტი შეავსოს, რომელიც რუსეთი-უკრაინის ომის გამო შეიქმნა. ამის შეახებ, მან ლისაბონში, თავის პორტუგალიელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბუჰარის განცხადებით, ნიგერიის მოსახლეობა 200 მილიონს შეადგენს და მისი ძირითადი ნაწილი ახალგაზრდა თაობაა. ამასტან, ნიგერია აფრიკის კონტინენტზე თავისუფალი ვაჭრობის ზონას (AFCFTA) წარმოადგენს. ნიგერიის პრეზიდენტმა პორტუგალიას მოუწოდა, რომ მისი ქვეყანა საიმედო პარტნიორად განიხილოს, იმ ...

Read More »
Wall Street Journal: „გაზპრომმა“ პირი აზიისკენ იბრუნა

იაპონია რუსულ გაზზე უარს არ იტყვის

იაპონური კორპორაციის Mitsui O.S.K-ის ხელმძღვანელი, ტაკეში ჰაშიმოტოს თქმით, ქვეყნის ხელისუფლებას გაუჭირდება მთლიანად უარი თქვას გაზის რუსეთიდან შესყიდვაზე. მას მიაჩნია, რომ მიზეზი იაპონია ში ენერგეტიკის სექტორში შექმნილი რთული ვითარებაა, წერს Financial Times. მისი თქმით, Mitsui O.S.K. გააგრძელებს თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტრანსპორტირებას რუსეთიდან, როგორც ეს იყო დაგეგმილი, შეფერხებების გარეშე. კომპანიის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთელ მსოფლიოში ენერგიის წარმოუდგენლად მაღალი ფასების გამო, ...

Read More »

იტალიაში, რუსული გაზის გარეშე, მძიმე ზამთარს პროგნოზირებენ

რუსეთიდან იტალიაში გაზის მიწოდება 15%-ით შემცირდა და თუ ის მთლიანად შეჩერდება, ქვეყანას რთული ზამთარი ელის, – განაცხადა იტალიის გარემოსდაცვითი გარდაქმნების მინისტრმა რობერტო ჩინგოლანმა ტელეარხ SkyTg24-თან ინტერვიუში. „თუ მოსკოვი გათიშავს გაზს, ზამთარი შეიძლება რთული იყოს”, – თქვა მან. მინისტრმ ამჟამად მთავარ ამოცანად ზამთრისთვის გაზის მიწოდების გარანტიები დაასახელა, როდესაც სწორედ აღნიშნულ პერიოდში იქნება სამრეწველო და საყოფაცხოვრებო მოხმარების პიკი. მისივე თქმით, უკრაინაში კონფლიქტის გამო, რუსეთიდან მიწოდება ...

Read More »

ევროპაში 1000 კუბურ მეტრ გაზზე ფასმა, $1 600-ს გადააჭარბა

ევროპაში, 1000 კუბურ მეტრ გაზზე ფასმა, $1 600-ს გადააჭარბა, აღნიშნულს ლონდონის ბირჟის მონაცემები ადასტურებს. ნიდერლანდებში, აგვისტოს ფიუჩერსის ფასმა 1 000 კუბურ მეტრზე $1 606,5 შეადგინა. ჯამში, ვაჭრობის დაწყებიდან 1 000 კუბური მეტრი გაზის ფასი 6,5%-ით გაიზარდა. ბოლო რამდენიმე კვირაა რუსეთმა გაზის მიწოდება შეუმცირა იტალიას, გერმანიას, საფრანგეთსა და ავსტრიას. მოსკოვმა თქვა, რომ ტექნიკური პრობლემების გამო ბალტიის ზღვის ქვეშ გამავალი „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენის ...

Read More »

რუსეთი „ჩრდილოეთ ნაკადის“ ორივე მილსადენს 10 დღით კეტავს

რუსული მხარე იუწყება, რომ „ჩრდილოეთ ნაკადის“ ორივე მილსადენი 10 დღით მუშაობას შეწყვეტს. მილსადენების ჩაკეტვის მიზეზი დაგეგმილი ტექნიკური ინსპექტირებაა. „2022 წლის 11 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით „ჩრდილოეთი ნაკადის“ გაზსადენის ორივე ხაზი დაგეგმილი ინსპექტირების მიზნით დროებით იკეტება. კერძოდ, შემოწმდება მექანიკური კომპონენტების და ავტომატიზაციის სისტემების მუშაობა. განრიგი და სამუშაო გეგმა წინასწარ იყო შეთანხმებული სატრანსპორტო ჯაჭვის ყველა მხარესთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Read More »

ორბანი რუსული გაზის ემბარგოს მხარს არ დაუჭერს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხდა, რომ სამომავლოდ, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ მხოლოდ იმ სანქციებს დაუჭერს მხარს, რომლებიც „უნგრეთის ენერგოპოლიტიკისთვის მომაკვდინებელი არ იქნება“. ამის შესახებ Bloomberg წერს. ორბანმა აღნიშნა, რომ მხარს არ დაუჭერს ევროკავშირის მიერ, რუსულ გაზთან დაკავშირებულ ნებისმიერ სანქციას, თუმცა „დინების საწინააღმდეგოდ“ სხვა საკითხებთან დაკავშირებით არ წავა. ამასთან, უნგრეთი რუსეთთან ერთად ავითარებს ენერგოპროექტს და პაკშში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში მონაწილეობას ...

Read More »
თურქეთმა გაზის იმპორტზე ყატართან მემორანდუმი გააფორმა

ლატვიას, ავსტრიასა და სლოვაკეთს ევროკავშირის მასშტაბით გაზის უმსხვილესი რეზერვები აქვთ

ბუნებრივი აირის სავალდებულო შენახვაზე შეთანხმების შემდგომ, ამჟამინდელი მდგომარეობით, წლიურ მოხმარებასთან შედარებით მომავალი ზამთრისთვის ევროკავშირში გაზის უმსხვილესი რეზერვები ლატვიას, სლოვაკეთსა და ავსტრიას აქვთ. ცნობისთვის, ბუნებრივი აირის სავალდებულო შენახვაზე შეთანხმებას ევროკავშირმა გასულ თვეში მიაღწია. მაგალითისთვის, ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურის ოპერატორის მონაცემებით, სლოვაკეთის რეზერვები წლიური მოხმარების 36%-მდე უკვე შევსებულია. ქვეყანას შემნახველი საწყობი ჩეხეთშიც აქვს, რომელიც სლოვაკეთის სადისტრიბუციო ქსელთანაა დაკავშირებული. აღნიშნული რეზერვებით, სლოვაკეთი ბუნებრივი აირის ...

Read More »
დიდუბე-ჩუღურეთის აბონენეტების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

დღეიდან „თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, ბუნებრივი გაზის ღირებულება იზრდება

დღეიდან, შპს „თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, ბუნებრივი გაზის ღირებულება იცვლება. ტარიფის ზრდას კომპანიაში იმპორტის გაძვირებას უკავშირებენ. შესაბამისად ტარიფი არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის ერთ კუბურ მეტრზე  1.35 ლარის ოდენობით განისაზღვრა.  ბუნებრივი გაზის ფასი არ ძვირდება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის. მომწოდებლების მიერ ფასის კორექტირება აუცილებლად ახდენს გავლენას  ტარიფზე. ბოლო პერიოდში ბუნებრივი გაზის ფასი მსოფლიო ბაზარზე მკვეთრად გაიზარდა და ზრდის ტენდეცია დღემდე შენარჩუნებულია. მიუხედავად ამისა, ქართული ბიზნესის  განვითარების ხელშეწყობისთვის, ...

Read More »