ელექტროენერგია

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 20 იანვარს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშველას გამზირის (ნაწილობრივ), ტაშკენტის, ანტონოვსკაიას, კარტოზიას, თამარაშვილის, საბურთალოს, უნივერსიტეტის, ლორთქიფანიძის და ქავთარაძის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იმედაშვილის, არდაზიანის, ჩერქეზიშვილის, გაგარინის, ვაზისუბნის, ისაკაძის, შარტავას, სახოკიას და ზემო ვეძისის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი ...

Read More »
თებერვალში ელექტროენერგიაში იმპორტის წილი შემცირდა

2021 წელს, საქართველოში, მოხმარებელმა, 2020 წელთან შედარებით 13.13%-ით მეტი ელექტროენერგია მოიხმარა

ესკოს ვებგვერდზე 2021 წლის ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ მონაცემები გამოქვეყნდა. ესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ მონაცემების თანახმად, 2021 წლის განმავლობაში მომხმარებელს 13 მილიარდ 753 მილიონ 147 ათასი კვტ.სთ ელექტროენერგია მიეწოდა, რაც რეკორდულია ესკოს მიერ ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ მონაცემების გამოქვეყნების მთელი პერიოდისთვის. მოხმარებლისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა 2020 წელთან შედარებით 13,13%-ით არის გაზრდილი, პანდემიამდელ, 2019 წელთან შედარებით კი 7,72%-ით.   ესკოს ვებგვერდზე ...

Read More »

„სვანური მაფიის“ აკრძალვა გამოსავალი ვერ იქნება, მაინინგი სახელმწიფომ მკაცრად უნდა გააკონტროლოს

მესტიაში მოსახლეობამ წმინდა გიორგის ხატზე დაიფიცა, რომ კრიპტოვალუტის მაინინგ-ფერმებს აღარ გამოიყენებენ. ადგილობრივებმა ფიცი ტაძარშიც კი დადეს. თუმცა ამის შემდეგ, სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარება არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა. ამჟამად რეგიონს ელექტრომომარაგება უწყვეტად მიეწოდება, მაგრამ ნებისმიერ დროს შეიძლება ელექტროქსელმა დატვირთვას ვერ გაუძლოს და გაითიშოს. ციფრული ფულის, კრიპტოვალუტების მაინინგის გამო დეკემბერში მესტიის მოსახლეობას ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდებოდა. ელექტოროენერგიის გამანაწილებელი კომპანიის „ენერგო პრო ჯორჯიას” განცხადებით, მესტიაში არსებული მაინინგი ...

Read More »

თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს 18 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება. „სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება: გლდანის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ), მუხიანის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სამხედრო დასახლების (ნაწილობრივ), ლიბანის, ზარზმის, გაგრის და ...

Read More »

თურნავა: სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ტარიფის ნამატის სუბსიდირება არის იმ ინფლაციური კომპონენტის კომპენსაცია, რაც მოიტანა პანდემიამ 2020 წელს

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილება, 2022 წლის განმავლობაში, იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის (ვისაც აქვს 150 000 და ნაკლები ქულა) ელექტროენერგიის ტარიფის ნამატის სუბსიდირების შესახებ არის სერიოზული დახმარება იმ თვალსაზრისით, რომ დღეს მთავარი გამოწვევა არის ინფლაცია, ფასების ზრდა და სწორედ ის ინფლაციური კომპონენტი, რაც მოიტანა პანდემიამ 2020-ში, კომპენსირებული იქნება სწორედ იმ ადამიანებისთვის, იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც ეს რეალურად ესაჭიროებათ და ...

Read More »

დავით ნარმანია – მთელი წლის განმავლობაში მოხდება ტარიფის ნაზარდის დაფინანსება, რისთვისაც ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაიხარჯება

მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდის -3,5 თეთრი დაუფინანსდებათ იმ აბონენტებს, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან რეგისტრირებული და 15 0000 ქულაზე ნაკლები სარეიტინგო მაჩვენებელი გააჩნიათ, – ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა. მისი თქმით, მთელი წლის განმავლობაში მოხდება ტარიფის ნაზარდის დაფინანსება, რისთვისაც ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაიხარჯება. „ბაზაში რეგისტრირებულ ასეთ აბონენტთა რაოდენობა 310 000-ზე მეტია. თუმცა, ...

Read More »

თურნავა: ჩვენი სოციალური პოლიტიკა ენერგეტიკის დარგში და კონკრეტულად ტარიფების სუბსიდირება, მოხმარდება სწორედ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს მეტად მნიშვნელოვანია

ჩვენი სოციალური პოლიტიკა ენერგეტიკის დარგში და კონკრეტულად ტარიფების სუბსიდირება გახდა უფრო მიზნობრივი, მოხმარდება სწორედ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს მეტად მნიშვნელოვანი არის, – ასე აფასებს ეკონომიკის მინისტრი მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლითაც სოციალურად დაუცველ მოსახლეობა ელექტროენერგიის ტარიფის ნამატზე სუბსიდიას მიიღეს. ნათია თურნავა აღნიშნავს, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაშიც ხდებოდა მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიის სუბსიდირება, თუმცა წარსულში სუბსიდიები მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე იყო მიბმული. მისი თქმით, ეს გამართლებული ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: ეკოლოგიის კუთხით თბილისში კატასტროფა გვაქვს

მთავრობის გადაწყვეტილებით, დაახლოებით მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის ტარიფის ნამატზე სუბსიდიას მიიღებს

ჩვენი გადაწყვეტილებით, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, დაახლოებით მილიონ ადამიანს, დავუსუბსიდირებთ ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს შეეხება მიზნობრივ ჯგუფებს, 150 000 და ნაკლები ქულის მქონე მოსახლეობას, რაც დაახლოებით 1 მილიონ ადამიანს შეადგენს. „მოგეხსენებათ, რომ ეს პროგრამა გვქონდა პანდემიის დაწყების დღიდან, გრძელდებოდა 2 წელი, ახლა იანვარში შეწყდა ეს სუბსიდირების პროგრამა და ამიტომ, მივიღეთ ...

Read More »

დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 17 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ფარნავაზის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ), ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, ტარიელის, გიორგი ბრწყინვალის, მეფე მირიანის, პეტრე იბერის, პეტრიწის, დემეტრე თავდადებულის, ვეფხისტყაოსნის, ...

Read More »

მაინინგის პრობლემა სვანეთში: რა არის გამოსავალი

სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარება ადგილობრივების მიერ ხატზე დაფიცების შემდეგ, შემცირების ნაცვლად, გაიზარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტის მაინერები ისევ ჩართულია. ამჟამად რეგიონის ელექტრომომარაგება უწყვეტად ხორციელდება, მაგრამ ნებისმიერ წუთს შეიძლება ელექტროქსელმა დიდ დატვირთვას ვერ გაუძლოს და ავარიულად გაითიშოს. ენერგო–პრო ჯორჯია ვერ ამბობს, როგორ მოაგვარებს ენერგეტიკულ პრობლემებს რეგიონში და რას უშველის ჭარბ მოხმარებას. მაინინგი თუ უფასო დენი?! მესტიაში მოსახლეობამ წმინდა გიორგის ხატზე 2021 წლის 30 ...

Read More »