თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს 18 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

„სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:

გლდანის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ), მუხიანის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სამხედრო დასახლების (ნაწილობრივ), ლიბანის, ზარზმის, გაგრის და ალეკო გობრონიძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, აღმაშენებლის ხეივნის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, მისის დასახლების და პეტრიწის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, აღმაშენებლის ხეივნის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, მისის დასახლების და პეტრიწის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Leave a Reply