თებერვალში ელექტროენერგიაში იმპორტის წილი შემცირდა

2021 წელს, საქართველოში, მოხმარებელმა, 2020 წელთან შედარებით 13.13%-ით მეტი ელექტროენერგია მოიხმარა

ესკოს ვებგვერდზე 2021 წლის ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ მონაცემები გამოქვეყნდა.

ესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ მონაცემების თანახმად, 2021 წლის განმავლობაში მომხმარებელს 13 მილიარდ 753 მილიონ 147 ათასი კვტ.სთ ელექტროენერგია მიეწოდა, რაც რეკორდულია ესკოს მიერ ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ მონაცემების გამოქვეყნების მთელი პერიოდისთვის.

მოხმარებლისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა 2020 წელთან შედარებით 13,13%-ით არის გაზრდილი, პანდემიამდელ, 2019 წელთან შედარებით კი 7,72%-ით.

 

ესკოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, 2021 წელს საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობამ 2 მილიარდ 6 მილიონ 215 ათასი კვტ.სთ შეადგინა, რაც ესკოს მიერ ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ მონაცემების გამოქვეყნების მთელი პერიოდის რეკორდული მაჩვენებელია.

2021 წელს იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობაში რუსეთის წილი არის 1 მილიარდ 244 მილიონ 898 ათასი კვტ.სთ (62,05%), აზერბაიჯანის – 600 მილიონ 134 ათასი კვტ.სთ (29,91%), თურქეთის – 161 მილიონ 180 ათასი კვტ.სთ (8,03%).

მოხმარებულ ელექტროენერგიაში რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის %-ული წილი 2020 წელთან შედარებით 1,93-ჯერ არის გაზრდილი

წყარო: ipress.ge

Leave a Reply