ელექტროენერგია

საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით ენერგეტიკული კომპანიების სამუშაო შეხვედრები გაიმართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეგიდით, 18-20 თებერვალს, ენერგეტიკული კომპანიების ერთობლივი სამუშაო შეხვედრები გაიმართა, რომელთა მთავარ მიზანს ელექტროენერგეტიკის დარგში ახალი საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების განხილვა, ინფორმაციის მიმოცვლა და სტრატეგიული ნაბიჯების დაგეგმვა წარმოადგენდა. შეხვედრებში მონაწილეობდნენ: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მმართველთა ...

Read More »

ბიტკოინის ღირებულება ისევ იკლებს

ბიტკოინი კიდევ 17%-ით დაეცა და ნიუ-იორკში მცირე დროით $50,000 დოლარს ჩამოსცდა. ეს მას შემდეგ, რაც მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ელონ მასკმა, განაცხადა, რომ ბიტკოინის ფასი ზედმეტად მაღალია. ედ მოია Oanda Corp-ის ბაზრის უფროსი ანალიტიკოსი ამბობს, რომ რაც არ უნდა გააკეთოს მასკმა,  ის ” მედიის დღის წესრიგზე დომინირებას მოახდენს” ამ თვეში ბიტკოინის ღირებულება რეკორდულად გაიზარდა, რაც ასევე მასკის კომენტარებით და Tesla-ს მსხვილი ...

Read More »

ბიტკოინის კაპიტალიზაცია ტრილიონ დოლარს მიუახლოვდა

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კრიპტოვალუტის, ბიტკოინის კურსი ზრდას განაგრძობს, შედეგად კი, მისი კაპიტალზაიცია ტრილიონ დოლარს უახლოვდება. CoinDesk-ის მონაცემებით, თბილისის დროით 16:45 საათზე ბიტკოინის ფასმა 52 682 დოლარი შეადგინა, რაც წინა სესიის დახურვის დროს დაფიქსირებულ ფასზე 1,2%-ით მეტია. ბიტკოინის კაპიტალზიაცია 2021 წლის დასაწყისიდან დღემდე 440 მილიარდი დოლარითაა გაზრდილი და CoinMarketCap-ის მონაცემებით, ამ დროისთვის 979,9 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამასთან, Bloomberg-ის მიერ აღრიცხვადი 4 ...

Read More »

სოფელ ნამოხვანში კვლავ დაძაბული ვითარებაა

სოფელ ნამოხვანში კვლავ დაძაბული სიტუაციაა. მოსახლეობა ნამახვანჰესზე შესაბამისი სამუშაოების მიმდინარეობას აპროტესტებს. ადგილობრივები ასევე პროტესტით შეხვდნენ ინვესტორი კომპანია „ენკას” თანამშრომლების გადაადგილებას საპროექტო ტერიტორიაზე. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. გუშინ დილით ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე ადგილობრივი აქტივისტები ამბობდნენ იმასაც, რომ სამართალდამცავებმა სოფელ გუმათში საავტომობილო გზა გადაკეტეს და აქტივისტებს გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევენ. ამ საკითხთან დაკავშირებით, მოგვიანებით ინფორმაცია გაავრცელა „ენკამ”. მათი თქმით, დღეს კომპანიამ სადერივაციო გვირაბის მშენებლობისთვის მოსამზადებელი ...

Read More »

საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 2010 წლიდან 8-ჯერ გაიზარდა

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა  გიორგი ჩიქოვანმა ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, ელექტრო ენერგიის იმპორტ დამოკიდებულების ზრდაზე და მოსალოდნელ რისკებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 2010 წლიდან 8-ჯერ, ხოლო ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამჯერ გაიზარდა. „მაშინ როდესაც საქართველოს აქვს ის რესურსი, რასაც ენერგეტიკა ჰქვია, ჩვენ ამ რესურსის ათვისებას ვერ ვახერხებთ და მეზობელ სახელმწიფოებზე უფრო და უფრო დამოკიდებულები ვხდებით. ჩვენი ელექტრო სადგურებით დაახლოებით 12 მილიარდ ...

Read More »

საქართველომ აზერბაიჯანისგან 7.017 მილიონი აშშ დოლარის ელექტროენერგია იყიდა

მიმდინარე წლის იანვარში, საქართველომ აზერბაიჯანიდან 7.017 მილიონი აშშ დოლარის ელექტროენერგია შეისყიდა.  საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის  თანახმად, 2021 წლის იანვარში აზერბაიჯანული ელექტროენერგიის იმპორტის ღირებულება 74.4% -ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საქართველოს ელექტროენერგეტული ბაზრის ოპერატორის, ესკოს, მონაცემებით კი, 2021 წლის იანვარში საქართველოს აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი 151,7779 მილიონი კვტ / სთ-ს გაუტოლდა. წლიურ ჭრილში მონაცემი 96% -ით, ანუ 1,9-ჯერაა გაზრდილი.  2020 წლის განმავლობაში საქართველომ ...

Read More »

მხოლოდ თებერვალში ბიტკოინის ფასი 60%-ით გაიზარდა

ბიტკოინზე მოთხოვნა იზრდება და იზრდება მისი ფასიც. მხოლოდ თებერვლის თვის არასრული მონაცემბით, ბიტკოინის ფასი 60%-ით არის გაზრდილი. ბოლო ერთ კვირაში კრიპტოვალუტის ფასი 2.6%-ით (59.923 ამერიკული დოლარით) გაიზრდა. ფასის ზრდას კი ინვესტორთა რაოდენობის ზრდა იწვევს, ამას ემატება ის, რომ დიდი კომპანიები მომხმარებლებს კრიპტოვალუტით ვაჭრობას სთავაზობენ. ამ დროისთვის მსოფლიო მასშტაბით 982 მილიარდი დოლარის ოდენობის ბიტკოინია მიმოქცევაში. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ უახლოეს პერიოდში ეს ...

Read More »

საქართველოში ელექტრომობილების ბატარეების შემნახველი სადგურის აშენება იგეგმება

ელექტრომობილების რაოდენობის სწრაფი ზრდა ახალ გადაწყვეტილებებს ითხოვს. მომავლის პროგნოზების გათვალისწინებით, „საქართველოს ელექტროსისტემა“ მძლავრი ჰიდრომააკუმულირებელი სადგურის ან სააკუმულატორო ბატარეების შემნახველი სადგურის აშენებას არ გამორიცხავს. ამ ტიპის სადგურების აშენებას დღის წესრიგში შიგაწვის ძრავიანი მანქანების ელექტრომობილებით ჩანაცვლება აყენებს. „მსოფლიოს მასშტაბით ანაცვლებენ შიგაწვის ძრავიან მანქანებს, რაც ერთი მხრივ იწვევს პიკური მოხმარების ზრდას, ხოლო მეორე მხრივ, ელექტროენერგიის ხარისხის შესაძლო დამახინჯებას (ჰარმონიკებს). საქართველოში დღეისათვის დაახლოებით 1 ...

Read More »

ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოს 64.5 მლნ. აშშ დოლარი დაუჯდა

საქართველოს ელექტროენერგეტული ბაზრის ოპერატორის, ესკოს, მონაცემებით, 2020 წლის განმავლობაში საქართველომ უცხოეთიდან 1.6 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია შეიძინა, რაც ქვეყანას 64.5 მლნ. აშშ დოლარი დაუჯდა. 2020 წელს იმპორტზე მთლიანი მოხმარების 13% მოდიოდა.  შარშან საქართველომ ელექტროენერგია სულ სამი ქვეყნიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან, შეიძინა.  ყველაზე მეტი დენის იმპორტი აზერბაიჯანიდან განხორციელდა. ამ ქვეყნიდან საქართველომ 726 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია იყიდა, რაც მთლიანი იმპორტის 45%-ია. ...

Read More »

ბექა ლილუაშვილი: “არ დაგვავიწყდეს, რომ ნამახვანჰესი არის $800 მილიონის ინვესტიცია”

რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მომზადებული პეტიცია, რომელსაც 10 ათასზე მეტი ხელმოწერა აქვს, პარლამენტის დარგობრივმა ეკონომიკურმა კომიტეტმა განსახილველად მთავრობას გადაუგზავნა.პეტიციის ავტორები “ონის კასკადის” და “ნამახვენჰესის” პროექტების შეჩერებას ითხოვენ. მათი მტკიცებით, აღნიშნულ პროექტებში გარემოზე ზემოქმედების რისკები გათვალისწინებული არ არის, ამიტომაც მათი მოთხოვნაა, პროექტებზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები მოსახლეობის ჩართულობით შედგეს და მთავარობამ გასცეს ყველა იმ კითხვაზე პასუხი, რაც უკვე 110 დღეა ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტს იწვევს.მიზეზად, ...

Read More »