ელექტროენერგია

აფბა ნათია თურნავას მიმართავს – ესკო საზოგადოებას უმალავს ტარიფების შესახებ ინფორმაციას, რომლის გასაიდუმლოებაც იმპორტიორებს არ მოუთხოვიათ

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ (აფბა) ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას მიმართა და მოუწოდა დაინტერესდეს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) ქმედებებით, რომელიც ერთი და იგივე კანონის სხვადასხვა მუხლებით მანიპულაციით  ცდილობს გაზრდილი საზოგადოებრივი ინტერესის უგულებელყოფას. როგორც აფბას მიმართვაშია აღნიშნული, ესკო იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფების დეტალური მონაცემების (ე.წ. საკონტრაქტო ფასები) გამოქვეყნების ნაცვლად, ცდილობს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წელს გამოცემული აქტებითა და ...

Read More »

თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“: არსებობს მანიპულაცია ფაქტებით… მოვუწოდებ კომპანიას ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს

საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ფატმა სერენ იაზგანი ნამახვანჰესის პროექტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც ცნობილია, ჰესის ტერიტორიაზე, რიონის ხეობის მოსახლეობამ, რომლებიც იქ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, თავდაპირველად ჯვარი აღმართეს და ასე გააპროტესტეს თურქული კომპანია ENKA-ს მიერ წინამოსამზადებელი სამუშაოების დაწყება. თურქეთის ელჩი „ფორმულას“ ეთერში ამბობს, რომ საუბარია 800 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე, რაც იმის დემონსტრირებაა, რომ თურქი ინვესტორები საქართველოს ენდობიან. დიპლომატი ...

Read More »

შუახევჰესის საინვესტიციო ღირებულება 510 მილიონ დოლარს აჭარბებს

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მსხვილი ენერგოპროექტი შუახევჰესი 2020 წლის გაზაფხულზე შევიდა ოპერირებაში და უკვე წელიწადზე მეტია გამოიმუშავებს ელექტროენერგიას. შუახევჰესი წარმოადგენს ჯამურად 187 მგვტ სიმძლავრის ჰესების კასკადს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 510 მილიონ დოლარს აჭარბებს.”შუახევი ჰესი” პროექტის ფარგლებში განხორციელდა ასობით სოციალური პროექტი, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 8 მილიონი შეადგინა. შუახევჰესს ნორვეგიელი და ინდოელი ინვესტორებმა ააშენეს და ამჟამად, ოპერირების ეტაპზე, ახალგაზრდა ქართველი ინჟინრები მართავენ. ...

Read More »

კომუნალურ სუბსიდირებაზე ნახევარ მილიარდ ლარამდე დაიხარჯა

2020-2021 წლებში სახელმწიფომ კომუნალური სუბსიდიის სახით ნახევარ მილიარდ ლარამდე გასცა. სემეკის მონაცემებით, მხოლოდ ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით პერიოდში, 267 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, რაც თავდაპირველად გამოყოფილ ბიუჯეტზე, 165 მილიონ ლარზე, ბევრად მეტია. ზამთრის განმავლობაში, სუბსიდიას ელექტროენერგიის ნაწილში  ყოველთვიურად 1 მილიონზე მეტი, გაზის 900 000-მდე, ხოლო წყლის ნაწილში 600 000-ზე მეტი მომხმარებელი იღებდა. როგორც სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბრისას აღნიშნა, ...

Read More »

“ენკა“ სტიქიით დაზარალებულებს სურსათით დაეხმარა

კომპანია “ენკამ“ სტიქიით დაზარალებულებს სასურსათო დახმარება მარხილებით გაუგზავნა.  საქმე ისაა, რომ ლაჯანურთან სტიქიის გამო გზები ჩახერგილია. სამანქანო გზის არარსებობის გამო, კომპანია “ენკამ” ადგილობრივ მოსახლოებას პირველადი დახმარების ნივთები ლაჯანურიდან სოფელ ღუში მარხილებით გაუგზავნა. “კომპანია გამოთქვამს მზაობას, გზების აღდგენამდე ადგილობრივებს გაუწიოს დახმარება და უზრუნველყოს საჭირო პროდუქტებით”, – ნათქვამია “ენკას” მიერ გავრცელებულ ინფორმციაში.

Read More »

რატომ ანიჭებს საქართველო უპირატესობას აზერბაიჯანულ დენს

აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი დაბალი ფასის გამო საქართველოსთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება.  2021 წლის თებერვალში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტმა ჯამში შეადგინა 413.7 მილიონი კილოვატ/საათი. აქედან 258 მილიონი კილოვატ/საათი რუსეთიდან შემოვიდა, 148.8 მილიონი კილოვატ/საათი აზერბაიჯანიდან და 6.9 მილიონი კილოვატ/საათი თურქეთიდან. რატომ არის საქართველოსთვის მიმზიდველი აზერბაიჯანული დენი, ამის გარკვევას, report.ge საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ყოფილ დეკანთან, პროფესორ, გია არაბიძესთან, შეეცადა. ენერგეტიკოსის აზრით, საქართველო უნდა შეეცადოს ელექტროენერგიის საიმპორტო ...

Read More »
ენერგეტიკის სამინისტრო ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ინვესტორს ეძებს

102 მცირე ჰესი თუ ნამახვანჰესი

რას მოიტანს ნამახვანჰესის ჩანაცვლება მცირე ჰიდროსადგურებით? – ამ კითხვაზე პასუხს report.ge-სთან  WEG World Experience for Georgia ცდილობს. ორგანიზაცია განახლებადი ალტერნატივების სრული სურათისათვის მცირე ჰიდროსადგურებს განიხილავს. მათი ინფორმაციით, საქართველოში ამჟამად 48 მცირე ჰესი მუშაობს, ჯამური სიმძლავრით 193.3 მგვტ, რომელთა საშუალო წლიური გამომუშავება ჯამში 630 გვტ/სთ-ს შეადგენს. ამ მცირე ჰესების საშუალო სიმძლავრე 4 მეგავატია.  “იმისათვის რომ ნამახვანჰესის ეკვივალენტური 1500 მგვტ/სთ გამომუშავება მივიღოთ საჭირო იქნება დამატებით ...

Read More »

10 წელია სერიოზული ბრძოლა მიდის ენერგოობიექტების აშენების წინააღმდეგ

თითქმის ყველა ენერგოპროექტთან სერიოზულ წინააღმდეგობას ვაწყდებით, – „ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ ჰესებთან ერთად ქარისა და მზის ელექტროსადგურების შეფერხებულ პროექტებზე ისაუბრა. „10 წელია უკვე სერიოზული ბრძოლა მიდის ენერგოობიექტების აშენების წინააღმდეგ. ეს არ შუქდება სამწუხაროდ. თითებზეა ჩამოსათვლელი ის პროექტები, სადაც პრობლემა არ არის, თითქმის ყველგან სერიოზულ წინააღმდეგობას ვაწყდებით“, – განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა. მისი თქმით, გასაჩივრებულია ქარის ელექტროსადურების რამდენიმე პროექტი, იმ ...

Read More »

Tesla-ს შეძენა ბიტკოინით იქნება შესაძლებელი

კომპანია Tesla Inc-ის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ ამ ავტომობილების შეძენა ბიტკოინით არის შესაძლებელი. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.  როგორც მასკმა „ტვიტერში“ დაწერა, ბიტკოინი, რომლითაც მანქანის შეძენა მოხდება, იქნება შენახული როგორც ბიტკოინი და ქაღალდის ვალუტაში მისი კონვერტაცია არ მოხდება. დაახლოებით ერთი თვის წინ Tesla-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მან 1,5 მლრდ. დოლარის ღირებულების ბიტკოინები შეიძინა. ამ განცხადებების შემდეგ ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ფასი მკვეთრად გაიზარდა.

Read More »

„ხუდონჰესი, ნენსკრაჰესი და ნამახვანჰესი, რომელთა აშენება ჩვენს ენერგოსისტემას წელში გამართავს“

„ხუდონჰესი, ნენსკრაჰესი და ნამახვანჰესი, რომელთა აშენება ჩვენს ენერგოსისტემას წელში გამართავს“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა. „აუცილებელია რამდენიმე მსხვილი წყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგურის აშენება, რომელიც წყალს ინახავს. წყალი არის უძვირფასესი რესურსი და ახლა, გლობალური დათბობის პირობებში კიდევ უფრო ძვირფასი რესურსი ხდება – დნება მყინვარები. მით უფრო უნდა შევინახოთ ...

Read More »