ელექტროენერგია

„ენერგო-პრო ჯორჯია“-მ ბათუმის ბულვარში ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა

„ენერგო-პრო ჯორჯია“-მ ბათუმის ბულვარში ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა

სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ტურისტულ რაიონებში ზაფხულის სეზონისთვის მზადება წლის დასაწისიდანვე დაიწყო. პირველი სამუშაოები უკვე დასრულდა. უფრო მასშტაბური პროექტები კი მომდევნო თვეებში დასრულდება. კომპანიამ ბათუმის ძველ ბულვარში სრულიად ახალი 10/0.4 კვ ქსელი ააშენა და უკვე დაასრულა არსებული ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. რეაბილიტაციის ფარგლებეში მთლიანად შეიცვალა დაბალი და საშუალო ძაბვის ქსელის კაბელები, მოხდა ათამდე სატრანსფორმატორო პუნქტის რეკონსტრუქცია და ძველი ამორტიზირებული მაღალი ძაბვის კაბელების ...

Read More »
შესაძლებელია თუ არა ჰაერის ელექტროენერგიად გარდაქმნა

შესაძლებელია თუ არა ჰაერის ელექტროენერგიად გარდაქმნა

რა იქნებოდა ჰაერის ელექტროენერგიად გარდაქმნა რომ შეიძლებოდეს? კალიფორნიაში დაფუძნებული კომპანია სახელად Alphabet Energy სწორედ ამ იდეის განხორციელებას ისახავს მიზნად. კომპანიის თქმით, მათ თერმოელექტრო გენერატორს მანქანისა და ქარხნების გამონაბოლქვის გამოყენებად ელექტროენერგიად გარდაქმნა, გაცილებით ნაკლები დანახარჯითა და გარემოსთვის ზიანის მიყენების გარეშე, შეუძლია. E1 თერმოელექტრო გენერატორი ნავთობისა და გაზის დისტანციურად მოპოვების პროცესს, მცირე ზომისა და დიზელზე მომუშავე ელექტროსადგურების მიერ გამოყოფილ ნარჩენ სითბოს შესრუტვითა ...

Read More »
სს „ნენსკრა ჰიდროს“ მიერ განხორციელებული ინვესტიცია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ტოპ ათეულშია

სს „ნენსკრა ჰიდროს“ მიერ განხორციელებული ინვესტიცია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ტოპ ათეულშია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ტოპ ათეულში სს „ნენსკრა ჰიდროს“ მიერ განხორციელებული ინვესტიცია დასახელდა. 280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურს საპარტნიორო ფონდი კორეულ კომპანია ‪‎K_Water‬-თან ერთად სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე აშენებს, რომლის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ.სთ. იქნება. სს „ნენსკრა ჰიდრო“ არის კორეელი ინვესტორის მიერ ნენსკრა ჰესის განვითარების მიზნითშექმნილი საპროექტო კომპანია. სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას ...

Read More »
„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქოლ ცენტრის მუშაობა უფრო ეფექტური გახდება

„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქოლ ცენტრის მუშაობა უფრო ეფექტური გახდება

  აბონენტთა მომსახურების გაუმჯობესებისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს  ქოლ ცენტრში  ახალი კომპიუტერული პროგრამა დაინერგა. პროგრამა მთლიანად მორგებულია კოპანიის ბიზნეს პროცესებზე, რაც გაცილებით ეფექტურს გახდის შემოსული ზარების დამუშაევებას და მათზე რეაგირებას. აბონენტთა მომსახურების კუთხით, იცვლება მოხმარებბელთა მხირდან დაფისირებული დავალების გადაცემის ფრომაც, რაც შესაძლებელს გახდის აბონეტის მოთხოვნის დაკმაყოფილებას უფრო სწრაფად და ეფქტურად. ქოლ ცენტრი აღჭურვილი იქნება ინტერაქტიული ხმოვანი შეტყობინების ...

Read More »
„შუახევჰესის პროექტს ახორციელებს გუნდი რომელსაც ნებისმიერი გამოწვევის დაძლევა შეუძლია“

„შუახევჰესის პროექტს ახორციელებს გუნდი რომელსაც ნებისმიერი გამოწვევის დაძლევა შეუძლია“

რონი სოლბერგი  აჭარისწყალ ჯორჯიას (AGL) უკვე ერთი წელია ხელმძღვანელობს.  კომპანია ქვეყანაში ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო-ინფრასტრუქტურულ პროექტს შუახევიჰესის კასკადის მშენებლობას ახორციელებს. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 416 მილიონ დოლარს შედგენს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოში ჩამოსვლამდე არაერთი დიდი კომპანიის აღმასრულებელ გუნდს ხელმძღვანელობდა, მის სახელს წარმატებული ჰიდროენერგო პროექტების განხორციელება უკავშირდება. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი წარმოშობით ნორვეგიელია, მას შემდეგ რაც AGL-ს ჩაუდგა სათავეში, ოსლოდან ბათუმში გადავიდა საცხოვრებლად მეუღლესთან ...

Read More »
საქართველოში მზის ელექტროსადგურის აშენება იგეგმება

საქართველოში მზის ელექტროსადგურის აშენება იგეგმება

ბიზნესმენი გენო მალაზონია საქართველოში მზის ელექტროსადგურის აშენებასა და საქართველოში გენერაციის დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ ბიზნესმენმა გადაცემა ”ბიზნესპერსონაში” განაცხადა. ”მე რითაც ვარ დაკავებული, ეს არის ის სფერო, რომელიც ვიცი და რომლითაც დაკავებული ვიყავი ”ენერჯი ინვესტის” საქმიანობის პერიოდში. ეს არის ენერგეტიკა. ამ შემთხვევაში, ჰიდროენერგეტიკა მაინტერესებს. ასევე, მზის ელექტროენერგეტიკა. პროექტი, რომელიც თქვენთვისაც საინტერესო იქნება და რომელზეც ვმუშაობ, ეს არის მზის ელექტროსადგურის აშენება და ...

Read More »

ხუდონჰესის ბედი გაურკვეველია

ხუდონჰესის ბედი გაურკვეველია. ენერგეტიკის მინისტრი პროექტს კვლავ უმნიშვნელოვანესს და ქვეყნისთვის სტარატეგიულს უწოდებს, თუმცა მისი დაწყების ვადას ვერ აკონკრეტებს. შემაფერხებლად პროექტის მოწინააღმდეგეები სახელდებიან. მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ ყველა ენერგეტიკული პროექტი კვლევების და საჯარო განხილვების ფორმატით ხორციელდება და თუ ხარვეზები არსებობს მათი გამოსწორება ხდებს. „როდესაც მიმდინარეობდა ენგურჰესის მშენებლობა, დარწმუნებული ვარ მაშინაც იყვნენ გარკვეული ჯგუფები, ვინ ეწინააღმდეგებოდა ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელებას, მაგრამ დღეს ...

Read More »
2016 წელს დაგეგმილია 12 ჰესის მშენებლობის დაწყება

2016 წელს დაგეგმილია 12 ჰესის მშენებლობის დაწყება

საფრთხის შემცველია ელექტროენერგიის დეფიციტი, რომელიც ყოველწლიურად ღრმავდება, განსაკუთრებით ზამთრის და შემოდგომის პერიოდებში – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ილია ელოშვილმა პარლამენტში გამოსვლისას. მისი თქმით, დაშვებულია, რომ მომდევნო წლებში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 5%-ით გაიზრდება და ამ გათვლით, შარშანდელი 800 მილიონიდან დეფიციტის მოცულობა, 2030 წლისთვის, 14 მლრდ კვტ.სთ მიაღწვს, რისთვისაც აუცილებელია ელექტროენერგიის წარმოების გაზრდა, რომ საქართველომ მოიპოვოს ენერგოდამოუკიდებლობა და არ იყოს დამოკიდებული რომელიმე ...

Read More »
დედაქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

დედაქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ისნის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მთისძირის, უშაკოვის, თელავის, ახმეტის და გუთნის ქუჩების მაცხოვრებლებს. გლდანის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 11:00-დან 16:00 საათამდე  ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება: გლდანის მასივის III, IIIა მიკრორაიონების და მემედ აბაშიძის ქუჩის მაცხოვრებლებს. დიდუბის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II კვარტლის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), აკაკი ბაქრაძის, მირცხულავას და ...

Read More »
კომუნალური შეღავათით გათვალისწინებული კომპენსაცია "თელასის" ქვითრებში აღარ აისახება

კომუნალური კომპენსაცია ქვითრებში აღარ აისახება

მარტის თვიდან კომუნალური შეღავათით გათვალისწინებული ფულადი კომპენსაცია კომპანია “თელასის” ქვითრებში აღარ აისახება. როგორც “თელასის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მარტის თვიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, “კომუნალური სუბსიდირების” პროგრამით გათვალისწინებული შეღავათების დარიცხვის წესი შეიცვალა. საკრებულოს გადაწყვეტილებით, “კომუნალური სუბსიდირების” პროგრამით მოსარგებლე სოციალურად დაუცველ პირებს კომუნალური შეღავათით გათვალისწინებული ფულადი კომპენსაცია დაერიცხებათ პირად საბანკო ანგარიშზე. აქამდე აღნიშნული კომპენსაცია პროგრამის ბენეფიციარებს ერიცხებოდათ ...

Read More »