ელექტროენერგია

ბიტკოინმა ახალი ისტორიული მაქსიმუმი გადალახა – კრიპტოვალუტის ფასმა 50 ათას დოლარს გადააბიჯა

მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული კრიპტოვალუტის – ბიტკოინის ფასმა თბილისის დროით 16:32 საათზე, პირველად არსებობის განმავლობაში გადალხა 50 000-დოლარიანი ნიშნული. ამის შესახებ მოწმობს ბირჟა coindesk-ის მონაცემები. იმ მომენტისთვის ერთი კრიპტოვალუტის ფასმა 50,645 დოლარი შეადგინა, რაც აქამდე არასდროს მომხდარა. შედეგად კი ბიტკოინმა ისტორიული მაქსიმუმი განაახლა. უკვე 16:46 საათისთვის კი მან ზრდა შეანელა. აღსანიშნავია, რომ ბიტკოინის ფასმა 40 000-დოლარიანი ნიშული მიმდინარე წელს, 8 ...

Read More »

რიონზე ჰესების მოწინააღმდეგეთა პეტიციას პარლამენტი მთავრობას გადაუგზავნის

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი საქართველოს მთავრობას გადაუგზავნის პეტიციას, რომლითაც მოქალაქეები რაჭაში ჰესების მშენებლობის შეწყვეტას მოითხოვენ. სხდომა, რომელსაც რიონის ხეობაში პროტესტის მონაწილე აქტივისტებიც ესწრებოდნენ, პარლამენტში 16 თებერვალს გაიმართა. კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ პეტიციას მიზანშეუწონლად არ მიიჩნევენ, თუმცა კომიტეტს შესაძლებლობა არ აქვს, ის განსახილველად დაიტოვოს. “იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტის კომიტეტს არ აქვს ადამიანური რესურსი იმისა, რომ ასეთ სიღრმეებში ...

Read More »

როდის დაიწყება საქართველოში ელექტრომობილების წარმოება

საქართველოში პირველი ელექტრომობილის წარმოების თარიღმა 2022 წლისთვის გადაიწია. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ექსკლუზიურად განუცხადა. როგორც მინისტრი განმარტავს, ინვესტორს ქუთაისში, ელექტრომობილების წარმოების დაწყებაში ხელი პანდემიამ შეუშალა, ამიტომ ნათია თურნავა ფიქრობს, რომ კომპანიას ვალდებულებების შესრულებისთვის დამატებითი დრო მიეცემა. „წარმოება რა თქმა უნდა, დაწყებული არაა, უგვიანდებათ დაწყება, თუმცა გარკვეული სამშენებლო სამუშაოები ჩატარებული აქვთ, ნებართვაზეც მუშაობდნენ, ტექნოლოგიური ხაზიც აქვთ შერჩეული და ...

Read More »

დავით ნარმანიამ „მედია კლუბის“ განახლებული პროექტი გახსნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ „მედია კლუბის“ განახლებული პროექტი გახსნა და მონაწილეებს სემეკის ფუნქციები და 2021 წლის გეგმები გააცნო. დავით ნარმანიამ ვრცლად ისაუბრა სატარიფო პოლიტიკაზე და ტარიფების დადგენის პრინციპებზე, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის საკითხებზე. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სემეკის განახლებული პროექტის – „მედია კლუბის“ ფარგლებში დაგეგმილ ტრენინგებში 170 პირი მიიღებს მონაწილეობას. მონაწილეებს შორის არიან ...

Read More »

TOP-10 ქვეყანა, სადაც კრიპტოვალუტას ყველაზე მეტად იყენებე

ანალიტიკური პორტალი Statista იმ ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც კრიპტოვალუტას ყველაზე მეტად იყენებენ. კომპანიამ კვლევა 74 ქვეყანაში ჩაატარა, რომლებმაც აჩვენა რომ კრიპტოვალუტის მოხმარება ყველაზე მაღალი ნიგერიაშია. გამოკითხული ნიგარიელების მესამედი აცხადებს, რომ ისინი ადგილობრივ კრიპტოვალუტას ხშირად იყენებენ როგორც გადახდის საშუალებას მაღაზიებში და ყოველდღიურ ცხოვრებაში. კრიპოტოვალუტის გამოყენების მაჩვენებლებით ჩამონათვალში მეორე და მესამე ადგილს იკავებენ ვიეტნამი და ფილიპინები. აღსანიშნავია, რომ ფილიპინების ცენტრალურმა ბანკმა ოფიციალურად აღიარა ...

Read More »

ბახმაროში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

ბახმაროში ჰესის მშენებლობა აქციით გააპროტესტეს. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ელენე ხოშტარიამ განაცხადა, ადგილობრივები ეწინააღმდეგებიან ჰესის მშენებლობას და ამ აქციით სოლიდარობა გამოუხადეს მათ. მისივე თქმით, მსგავსი სოლიდარობის აქციები დაგეგმილია თბილისსა და თელავშიც. პარლამენტთან ასევე მიიტანეს ჰესის საწინააღმდეგო პეტიციაც და მოქალაქეებს ადგილზე შეეძლოთ ხელმოწერა. “ის რაც ბახმაროში ხდება ეს არის კლასიკური მაგალითი მაფიოზური მართვის, რომელიც მოქალაქეების ინტერესებს აზიანებს. უნიკალური კურორტი გაქვს ბახმარო, ...

Read More »

„პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ არაინფორმირებულობის გამო პურის მწარმოებელთა ნაწილმა ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფების სუბსიდია ვერ მიიღო

„პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, პურის ბევრმა მსხვილმა წარმოებამ ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფების სუბსიდია ვერ მიიღო, რადგან სათანადოდ არ იყო ინფორმირებული სპეციალურ ვეგბერდზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით. როგორც დოლიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შესაბამისად, პურის მწარმოებელთა დიდ ნაწილს ელექტროენერგიის გადასახადი გაზრდილი ტარიფით მიუვიდა. „ზოგადად, ენერგომატარებლები ძალიან მძიმედ აწვება საწარმოებს. დაახლოებით ეს არის 25 პროცენტამდე პურპროდუქტებში. ეს საბოლოოდ ფოკუსირდება ფასწარმოქმნაში პროდუქციის, ამას ძალიან ...

Read More »

ბიტკოინის ახალი რეკორდი – $49,344

ბიტკოინმა კვირას ახალ რეკორდს მიაღწია და პირველად 50,000 აშშ დოლარს მიუახლოვდა. ამჟამად მისი ღირებულება 49,344 აშშ დოლარს შეადგენს. კრიპტოვალუტა წელს ამ დრომდე დაახლოებით 70%-ით გაიზარდა. მეტოქე კრიპტოვალუტა ეთერიუმმა რეკორდს შაბათს მიაღწია და დაახლოებით 150% -ანი ზრდა დააფიქსირა. Bloomberg-ის ინფორმაციით, Morgan Stanley ბიტკოინში $150 მილიარდის ინვესტიციას გეგმავს. ეს მას შემდეგ, რაც Tesla–მ დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო ბიტკოინში. სკეპტიკოსები ინვესტორებს აფრთხილებენ, რომ აქტივების ...

Read More »
„გაზისა და დენის ტარიფი იმ შემთხვევაში გადაიხედება, თუ ლარი-დოლარის კურსი 2,5 ნიშნულს მიაღწევს“

დეფიციტის გამო საქართველომ 59 მლნ დოლარის ელექტროენერგია იყიდა

ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 2020 წელს საქართველომ 59 მლნ დოლარის ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა. როგორც კვლევითი ინსტიტუტის ანგარიშშია აღნიშნული, იმპორტის მთავარი მიზეზი გასულ წელს ელექტროენერგიის მაღალი დეფიციტია. უფრო კონკრეტულად, გასულ წელს ელექტროენერგიის გენერაცია 5.5%-ით შემცირდა, ხოლო მოთხოვნა ელექტროენერგიაზე მაინც მაღალი იყო, რასაც აფხაზეთის მზარდმა ელექტრომოხმარებამ შეუწყო ხელი. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს იმპორტის 38% რუსეთის ფედერაციიდან განხორციელდა. ...

Read More »

GREDA: 20-მდე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა შეჩერებულია

20-მდე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა შეჩერებულია, რისი მიზეზიც მოსახლეობის პროტესტია – ამის შესახებ განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციაში აცხადებენ. როგორც ასოციაციაში განმარტავენ, საუბარია როგორც მცირე, ასევე დიდი ზომის ჰესებზე. ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ მსგავსი ტენდენცია ქვეყანაში არსებული ენერგოდეფიციტის ფონზე განსაკუთრებით სახიფათოა. 2020 წელს ეკონომიკური ვარდნის გამო ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების მიუხედავად, ქვეყანას მაინც დასჭირდა 59 მლნ დოლარის მოცულობის ელექტროენერგიის იმპორტი. “20-მდე პროექტი გაჩერებულია ე.წ. სოციალური ...

Read More »