ელექტროენერგია

აგვისტოში საქართველოში ელ.ენერგიის წარმოება 16.5%-ით გაიზარდა

საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) ინფორმაციით, აგვისტოში წარმოებულმა ელექტროენერგიამ 1.4 ათასი გვტ/სთ შეადგინა, რაც 16.5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (2021 აგვ: 1.2 ათასი გვტ/სთ). აქედან თბოსადგურების გამომუშავებამ 238.3გვტ/სთ (+37.6% Y.Y), ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავებამ 1.2 ათასი გვტ.სთ (+12.7% Y.Y), ქარის სადგურების გამომუშავებამ 9.4 გვტ.სთ (+70.9% Y.Y) შეადგინა. ამ პერიოდში საქართველოში ელექტროენერგიის შიდა მოხმარებისთვის იმპორტი არ განხორციელებულა, ხოლო ტრანზიტულმა ენერგიამ 354.1გვტ/სთ ...

Read More »

სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრსა და ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონულ ასოციაციას (ERRA) შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრსა და ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონულ ასოციაციას (ERRA) შორის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა, ნუგზარ ბერიძემ და ERRA-ს  ვიცე თავმჯდომარე, პალ შაგვარმა. მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის მიზანია ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება ენერგეტიკის სასწავლო ცენტრისა და ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის საერთო ინტერესებში შემავალ საკითხებზე, ...

Read More »

დავით ნარმანიამ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების სპეციალისტები დააჯილდოვა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დარგის სპეციალისტები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია სემეკის 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაიმართა. „ვაგრძელებთ ტრადიციას და ყოველწლიურად ვაჯილდოვებთ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების სპეციალისტებს, პირებს, რომლებსაც დიდი წვლილი აქვთ შეტანილი დარგების განვითარებასა და წინსვლაში. მოხარული ვარ, რომ დიდია ასეთი პირების ჩამონათვალი. ნებისმიერი ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

28 ოქტომბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის  გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), კუტუზოვის, მიცკევიჩის, გამრეკელის, ცაგარელის და ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩების მოსახლეობას. ჩუღურეთის რაიონი ქსელში გადართვების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და დოდო აბაშიძის ქუჩის მოსახლეობას. მთაწმინდის და კრწანისის რაიონები ...

Read More »

უნგრეთი დაინტერესებულია აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით ელექტროენერგიის იმპორტით

უნგრეთი აქტიურად მუშაობს მსხვილ ენერგეტიკულ ინიციატივებზე, მათ შორისაა ელექტროენერგიის იმპორტი აზერბაიჯანიდან საქართველოსა და რუმინეთის გავლით. აღნიშნულის თაობაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში მყოფ ქართველ კოლეგასთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. ორბანმა აღნიშნა, რომ ქვეყანა დიდად არის დამოკიდებული ბუნებრივი აირის იმპორტზე, რომლის ღირებულებაც მკვეთრად გაიზარდა უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო. შესაბამისად, ენერგეტიკული კრიზისის დაძლევის მიზნით, უნგრეთი ახალ ...

Read More »

იტალიაში დენის დაზოგვის მიზნით შესაძლოა, წარმოება გაჩერდეს

ტალიაში ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით მომავალი წლის დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით წარმოების შეჩერებას განიხილავენ. ამის შესახებ გაზეთი, Il Messaggero წერს. გამოცემის ცნობით, აღნიშნული ღონისძიება ენერგიის დაზოგვის საგანგებო გეგმის ნაწილია, რომელიც გარემოს მოდერნიზაციისა და ტრანსფორმაციის ამჟამინდელმა მინისტრმა, რობერტო ცინგოლანიმ მომავალ მთავრობას უნდა გადააბაროს. ღონისძიება რუსეთიდან გაზის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში მრეწველობის სექტორში მოხმარების სავალდებულო შეჩერებას ითვალისწინებს, რაც ევროკავშირში ენერგორესურსების დაზოგვის ზოგად პოლიტიკას შეესაბამება. მანამდე ...

Read More »

მოლდოვის ხელისუფლებამ ელექტროენერგიის დაზოგვისთვის ზომები დაამტკიცა

მოლდოვის ხელისუფლებამ ელექტროენერგიის დაზოგვისთვის საჭირო ზომები დაამტკიცა. ქვეყნის საგანგებო სიტუაციების კომისიის განკარგულებით, მოქალაქეებს ურჩევენ, დილის საათებში არ ისარგებლონ ლიფტით, შენობებში ტემპერატურა შეამცირონ, შეიზღუდოს ესკალატორების მუშაობა და შემცირდეს სახლების განათება. ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვური მედია ავრცელებს. კომისიის განკარგულებითვე, შენობებში სამუშაო საათებში ჰაერის ტემპერატურა 19 გრადუსამდე უნდა შემცირდეს, ხოლო არასამუშაო საათებში 15 გრადუსამდე. ასევე რეკომენდებულია, რომ შენობების შიდა განათება 30%-ით შემცირდეს, გაითიშოს შადრევნები, ...

Read More »
საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი გერმანიასთან ენერგეტიკაში ითანამშრომლებენ

მოსკოვი და თეირანი რუსეთის, აზერბაიჯანისა და ირანის ენერგეტიკული სისტემების გაერთიანებას განიხილავენ

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ნიკოლაი შულგინოვმა, კაიროში, გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის (GECF) 24-ე მინისტრთა შეხვედრის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გამართა ირანის ნავთობის მინისტრ ჯავად ოუჯისთან, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, ენერგეტიკის გაერთიანებასაც შეეხო. განიხილეს აზერბაიჯანის, რუსეთისა და ირანის სისტემები. შეხვედრაზე მხარეებმა ნავთობისა და გაზის, ელექტროენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს შეეხნენ. „გრძელდება მუშაობა რუსეთის, აზერბაიჯანისა და ირანის ენერგეტიკული სისტემების გაერთიანების შესაძლებლობის შესწავლაზე. პირველი ეტაპი უნდა ...

Read More »

სემეკის წევრმა მაია მელიქიძემ განახლებადი ენერგიების საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენციაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა, ენერგეტიკის რეგულირების რეგიონალური ასოციაციის (ERRA) თავმჯდომარე მაია მელიქიძემ ქ. თბილისში მიმდინარე განახლებადი ენერგიის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მაია მელიქიძემ ისაუბრა კონფერენციის მნიშვნელობასა და შესაძლებლობაზე, რომელიც მონაწილეებს საშუალებას აძლევს ინვესტორებს წარუდგინონ განახლებადი ენერგიების შესახებ პროექტები. განახლებადი ენერგიის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია 26 ოქტომბერს გაიხსნა. კონფერენციას სემეკი მასპინძლობს, ხოლო ორგანიზატორები არიან ევროპის ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელქტრომომარაგება შეუწყდება

27 ოქტომბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, სოფელი თხინვალას (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), შარტავას, კანდელაკის, გაგარინის, გოთუას, სულხან ცინცაძის, საირმის, გამრეკელის, საბურთალოს, კუტუზოვის, მეფე მირიანის (ნაწილობრივ), სტივენის, მონპერეს, ...

Read More »