საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) ინფორმაციით, აგვისტოში წარმოებულმა ელექტროენერგიამ 1.4 ათასი გვტ/სთ შეადგინა, რაც 16.5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (2021 აგვ: 1.2 ათასი გვტ/სთ).
ამ პერიოდში საქართველოში ელექტროენერგიის შიდა მოხმარებისთვის იმპორტი არ განხორციელებულა, ხოლო ტრანზიტულმა ენერგიამ 354.1გვტ/სთ შეადგინა.
აგვისტოში ელ.ენერგიის ექსპორტი 163%-ით გაიზარდა და 493.7 გვტ/სთ შეადგინა (2021აგვ: 187.8 გვტ/სთ).
საქსტატის მონაცემებით, აგვისტოში $11.7 მლნ-ს ელ. ენერგია გაიყიდა ექსპორტზე, რომელიც მთლიანად თურქეთში გავიდა.
წყარო: gbc.ge