ელექტროენერგია

2040 წლისთვის ახალი ავტომობილების 66% ელექტრომობილი იქნება

2040 წლისთვის მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული ყოველი სამი მანქანიდან ორი ელექტრომობილი იქნება, – ამის შესახებ „ბლუმბერგის“ მკვლევრები წერენ, მწვანე ენერგიისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ მოხსენებაში. ტექნოლოგიური გადასვლის წინა ხაზზე ევროპის ქვეყნები და ჩინეთი არიან. აღსანიშნავია, რომ ეს ტენდენცია მხოლოდ სამგზავრო ავტომობილებზე როდი ვრცელდება – 2040 წლისთვის, ავტობუსების, მცირე და საშუალო ზომის კომერციული ტრანსპორტისა და ორ და სამთვლიანი სატრანსპორტო საშუალებების სრული უმეტესობა ელექტრო ბატარეებით იქნება ...

Read More »
უკრაინა

უკრაინაში კრიპტოვალუტით ვაჭრობა და გადახდა ლეგალური გახდება

ახალი ვირტუალური აქტივების კანონის მიღების შემდეგ, უკრაინის მოქალაქეებს კრიპტოვალუტის ლეგალურად ფლობა, გაცვლა და დახარჯვა შეეძლებათ. მთავრობის ოფიციალური პირების განცხადებით, ახალი კანონმდებლობა დაარეგულირებს კრიპტოსივრცეს უკრაინაში, სავარაუდოდ დაწევს გადასახადებს უკრაინელებისათვის და შექმნის პირობებს ახალი მომსახურებებისათვის. ვირტუალური აქტივების კანონის დახმარებით კრიპტოვალუტების მფლობელი უკრაინელები მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებენ. მათ ექნებათ კრიპტოაქტივების უსაფრთხოდ შენახვის, ლეგალური გაცვლისა და დეკლარირების შესაძლებლობა. უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ ბორნიაკოვის ...

Read More »

ბიტკოინის და ეთერიუმის ფასი ორთვიან მაქსიმუმზეა

ბიტკოინმა და ეთერიუმმა ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ფასის უმაღლეს დონეს მიაღწიეს. მნიშვნელოვანია, რომ ზრდის ტალღა ეთერიუმის ძირითადი განახლებისა და აშშ-ს ინფრასტრუქტურის გეგმაში კრიპტო წესების გაურკვევლობის პირობებში მოხდა. ბიტკოინის ფასი კვირას კიდევ 3.1%-ით გაიზარდა და $45,328 შეადგინა, რაც უმაღლესი მაჩვენებელია 18 მაისის შემდეგ. ეთერიუმი ასევე გაიზარდა 3.5% -ით და ფასმა $3,191-ს მიაღწია. ციფრულმა მონეტამ ზრდა ეთერიუმის ქსელის ლონდონის განახლებიდან ხუთი ...

Read More »
თებერვალში ელექტროენერგიაში იმპორტის წილი შემცირდა

დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმური სამუშაოების გამო დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია „თელასი“ ავრცელებს. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიცკევიჩის და ციციშვილის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, მხატვრების დასახლების, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, სოფელი ლისის, ფერმწერთა და ავთო ვარაზის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 11:00 ...

Read More »

ბიტკოინის ფასი 45 ათას დოლარს გასცდა

კვირას მიმდინარე ვაჭრობის შედეგად კრიპტოვალუტა ბიტკოინის ფასი გაიზარდა და 45,000 დოლარს გასცდა. აღნიშნული ზრდა დაფიქსირდა თბილისის დროით 16:31 საათზე. დღეს თბილისის დროით 09:31 საათზე კი ბიტკოინის ფასი 43,6 ათას დოლარად ივაჭრება. ბოლოს ამ კრიპტოვალუტის ფასი 45 ათას დოლარზე მეტი ამ წლის მაისში ღირდა. ცნობისათვის, ბიტკოინი არის ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული სისტემის ციფრული ვალუტა, რომლის „მოპოვება“ შეუძლია სისტემის მონაწილე ნებისმიერ ადამიანს. ...

Read More »
დენის ტარიფი – რეალური საფრთხე თუ “ღია კარის მტვრევა”

თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური სამუშაოების გამო, 7 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, კრწანისის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გულუას ქუჩის მოსახლეობას. ვაკის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კოსტავას ქუჩის მოსახლეობას. საბურთალოს რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება იოსელიანის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. კომპანია ბოდიშს ...

Read More »
საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი გერმანიასთან ენერგეტიკაში ითანამშრომლებენ

საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 32%-ით გაიზარდა

საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება იზრდება. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის ივნისში ქვეყანაში გენერირებული ელექტროენერგის მოცულობამ 1323.094 მლნ კვტ-სთ შეადგინა, ეს კი 32%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან ივნისში საქართველოში მთლიანად 999.366 მლნ კვტ-სთ დენის გამომუშავება მოხდა. აღსანიშნავია, რომ გენერაციის ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის რეაბილიტირებული ენგურჰესის მიერ გაზრდილი გამომუშავება. უფრო კონკრეტულად, 2021 წლის ივნისში ...

Read More »
ხუდონჰესის მშენებლობა, შეიძლება 2 წლით გადაიდოს

რა ძირითადი სარგებელი მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას?

უპირველესად, ესაა ელექტროენერგიის ადგილობრივი გენერაციის ზრდა, შესაბამისად, მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება და ჩვენი ენერგოუსაფრთხოების განმტკიცება. გარდა ამისა, ახალი ჰესების მშენებლობა პირდაპირ თუ ირიბად ავითარებს რეგიონებს და ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ განვითარებას. დამატებითი სარგებლების ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია: ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, რომელიც დაუწერელ წესად იქცა თითეული ინვესტორისთვის; პროფესიული განათლების მიღება; სპეციალისტების პროფესიული დონის ამაღლება; ადგილობრივი მცირე ინფრასტრუქტურის განვითარება; ბიუჯეტში გადასახადების ...

Read More »

2030 წლისთვის აშშ-ში ავტომობილების 50% ელექტრომობილი იქნება

აშშ -ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გეგმავს, ქვეყნის ავტოინდუსტრია უფრო ეკოლოგიურად სუფთა გახადოს. 2030 წლისთვის აშშ-ში გაყიდული ახალი მანქანების ნახევარი ელექტროძრავის მქონე იქნება. შესაბამის აღმასრულებელ ბრძანებას ბაიდენი ხელს დღეს,  5 აგვისტოს მოაწერს. ბაიდენის განკარგულება საშუალებას მისცემს შეერთებულ შტატებს კლიმატის კრიზისს უფრო აქტიურად ებრძოლოს. ახალი კანონით გათვალისწინებული ზომები ასევე მოიცავს საწვავის ეფექტურობის ახალი სტანდარტების შემუშავებას, დაბინძურების შემცირებას და კლიმატის ცვლილების შენელებას. წყარო: report

Read More »
24 მარტს 1450 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 6 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანდრონიკაშვილის, გაგრის, ლიბანის, ჭედიასა და სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სკოლის, ბიჭვინთის, ზაჰესისა და მანაგაძის ქუჩების მოსახლეობას. ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრიაშვილის, კეკელიძის, ბარნოვის, მელიქიშვილისა და ...

Read More »