ელექტროენერგია

ენგურჰესი გარკვეული პერიოდებით მუშაობას შეწყვეტს

ლევან მებონია: “„ენგურჰესი“ 1-ელ მაისს ამუშავდება”

„ენგურჰესი“ მუშაობას 1-ელ მაისს გამთენიისას განაახლებს. „სპუტნიკის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრთან და „ჩერნომორენერგოს“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას „ენგურჰესის“ მმართველობის თავმჯდომარე ლევან მებონიამ განაცხადა. მისი თქმით, ჰესზე მიმდინარე სამუშაოები ათი პროცენტით წინ უსწრებს გრაფიკით გათვალისწინებულს. „დარწმუნებით შეიძლება უკვე იმის თქმა, რომ 30 აპრილის ღამით და 1-ელ მაისს გამთენიისას სადგური ამუშავდება“, – განაცხადა მებონიამ. „ენგურჰესის“ მუშაობა 20 იანვარს სადერივაციო გვირაბში ...

Read More »

აფხაზეთში კრიპტოვალუტების მოპოვების აკრძალვა 1 წლით გახანგძლივდა

 1 ივნისამდე მხოლოდ 2 თვე დარჩა – აფხაზეთის მთავრობის მიერ კრიპტოვალუტების მაინინგის აკრძალვა სწორედ ამ დღეს უნდა დასრულებულიყო. აფხაზურ საზოგადოებაში ამ დღეებში აქტიური დისკუსია გაჩაღდა – რა იქნება სწორი აკრძალვის ვადის გასვლის შემდეგ – გაგრძელება თუ მაინინგის ნებართვის აღდგენა? იმ დროისთვის მეტეოროლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდება, ენერგომოხმარება შემცირდება, შესაბამისად, კრიპტოვალუტის მოპოვებაც დიდი პრობლემა არ იქნება. აზრები გაიყო  – მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ...

Read More »

გიორგი კაპანაძე: ესკოსგან საბოლოო პასუხს 10 დღეში ველოდებით

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ კიდევ დაელოდება ესკოსგან მოთხოვნილი ინფორმაციის მიღებას, რაც 2016-2021 წლებში იმპორტირებული ელექტროენერგიის ჩაშლილი ტარიფებით  მოწოდებას შეეხება. ამასთანავე, დავაკვირდებით რა ფორმატით გაასაჯაროვებს იგი მარტში შეძენილი ელექტროენერგიის შესახებ ინფორმაციას. ამჯერად მაინც თუ მიაწვდის საზოგადოებას სრულყოფილ ინფორმაციას და შემდეგ მივიღებთ ჩვენს გადაწყვეტილებებს. ამის შესახებ აფბას ხელმძღვანელმა გიორგი კაპანაძემ Pia.ge-ს განუცხადა.  გიორგი კაპანაძეს ესკოსთან მიმდინარე შეუთანხმებლობის თაობაზე რამდენიმე კითხვით მივმართეთ. ...

Read More »
ქარის ელექტროსადგურ ქართლის ტურბინები უკვე საქართველოშია

ქართლის ქარის სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 15.9%-ით შემცირდა

ესკოს ვებ გვერდზე არსებული მონაცემების თანახმად, მარტში ქართლის ქარის სადგურმა 8.798 მლნ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავა. სულ, 2021 წლის იანვარ-მარტში ქართლის ქარის სადგურის მიერ გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ შეადგინა 19.689 მლნ კვტსთ ელექტროენერგია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე 15.9%-ით ნაკლებია. 2017 წლიდან დღემდე ქართლის ქარის სადგურის მიერ იანვარ-თებერვალში გამომუშავებული ელექტროენერგიის შესახებ მონაცემები ასეთია: 2017 – 21.258 მლნ კვტსთ2018 – 20.406 მლნ კვტსთ2019 ...

Read More »

დავით ნარმანიამ ენერგეტიკულ ობიექტებზე დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ კომისიის წევრებთან ერთად სს „ენერგო-პრო გენერაციის“ ენერგეტიკულ ობიექტებზე დასრულებული სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. ასევე, გაეცნო საინვესტიციო გეგმის ფარგლებში დაგეგმილ პროექტებს, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის უწყვეტი და საიმედო მიწოდების უზრუნველყოფას. სემეკის თავმჯდომარე და წევრები, აპარატის თანამშრომლებთან და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ რიონჰესზე, გუმათჰესების კასკადსა და ლაჯანურჰესზე. დაათვალიერეს ...

Read More »

ლაგარდი: ECB-ი კრიპტოვალუტის გამოშვებას მომდევნო 4 წელში შეძლებს

როგორც ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) პრეზიდენტი, კრისტინ ლაგარდი აცხადებს, ECB-ი ციფრული ვალუტის გაშვებას მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში შეძლებს, თუ პოლიტიკოსები პროექტს მიმდინარე წლის ზაფხულში “მწვანე შუქს აუნთებენ”. ”ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ სწორად მოვიქცევით, ეს ევროპელების წინაშე გვმართებს. რეალისტები რომ ვიყოთ, მთელი პროცესი, ჩემი აზრით, კიდევ ოთხი წელი გაგრძელდება, შესაძლოა ცოტა მეტიც”,- ამბობს ლაგარდი Bloomberg-თან სატელევიზიო ინტერვიუში. ამავდროულად, ECB-ი აპირებს გამოაქვეყნოს ...

Read More »

„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ექსპერტები ორი თვის განმავლობაში შეისწავლიან ჩატარებულ კვლევებს და რამე ხარვეზს თუ გამოავლენენ, მათ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ

„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით, ექსპერტები ორი თვის განმავლობაში შეისწავლიან ჩატარებულ კვლევებს და რამე ხარვეზს თუ გამოავლენენ, მათ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, კაშხალი არ აშენდება, ვიდრე არ გადამოწმდება ძირითადი კვლევები. „დავიწყეთ პროცესი, რომელსაც პირობითად შეიძლება ეწოდოს „უკეთესი ნამახვანისთვის“. ეს არის იმ შეთანხმების შესრულება, რასაც ჩვენ ინვესტორ კომპანიასთან მივაღწიეთ. კაშხალი არ აშენდება, ვიდრე არ გადამოწმდება ძირითადი ...

Read More »

“„ნამახვანი“ ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია, რომელიც აუცილებლად განხორციელდება”

გარემოს დაცვის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, „ნამახვანი“ ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტია. მისი თქმით, ექსპერტებს ექნებათ წვდომა კვლევებზე და პროცესის გახსნილობისთვის მზად არიან არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტები, არამედ თავად კომპანიაც. ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ პროექტი განხორციელდება და ამ კუთხით კითხვის ნიშანი არ დგას. „ძალიან ბევრი კვლევაა, რომელიც კარგად გაანალიზებას საჭიროებს. ჩვენ ხშირად გვითქვამს, რომ „ნამახვანი“ ერთ-ერთი ყველაზე კარგად ...

Read More »

ჩვენ დავიწყეთ პროცესი სახელწოდებით „უკეთესი ნამახვანისთვის“

„ჩვენ დავიწყეთ პროცესი, რომელსაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ „უკეთესი ნამახვანისთვის“. ჩვენ შევთანხმდით ინვესტორ კომპანიასთან, რომ კაშხალი არ აშენდება, ვიდრე ძირითადი კვლევების გადამოწმება არ მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან ერთად, მიგვაჩნია, რომ კვლევები საკმაოდ სოლიდურია, მრავალი წელი მიმდინარეობდა და შესრულებულია კვალიფიციური ექსპერტების მიერ, სრულყოფა ყოველთვის შეიძლება. თუნდაც იმისთვის, რომ მოიხსნას ბევრი კითხვა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და ...

Read More »

Xiaomi ელექტრომობილების წარმოებაში 10 მილიარდ აშშ დოლარს ჩადებს

ელექტრონიკის ჩინური მწარმოებელი კომპანია Xiaomi Corp აპირებს ელექტრომობილების ბაზარზე შესვლას და უახლოესი 10 წლის განმავლობაში, 10 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს ამ სფეროში ოპერაციების განვითარებისთვის. Xiaomi-მ განაცხადა, რომ შექმნის დამოუკიდებელ განყოფილებას, რომელიც ფოკუსირებული იქნება ელექტრომობილების წარმოებაზე. 10 მილიარდი იუანი (1.5 მილიარდი დოლარი) დაიხარჯება ახალი კომპანიის წამოწყებაზე, ხოლო მომავალში ინვესტიციები ამ ბიზნესში გაიზრდება. ჩინეთი არის ელექტრომობილების მსოფლიოში უდიდესი ბაზარი.

Read More »