ელექტროენერგია

ნანა გურგენიძე: ჩვენ ორიენტირებული ვართ ,,შუახევიჰესის" რეგიონის განვითარებისთვის

ნანა გურგენიძე: ჩვენ ორიენტირებული ვართ ,,შუახევიჰესის” რეგიონის განვითარებისთვის

აჭარისწყალი ჯორჯია (AGL) რეგიონის უმსხვილესს პროექტს ,,შუახევიჰესის კასკადის“ მშენებლობას ახორციელებს. ინვესტიციის მოცულობა 400 მილიონი აშშ დოლარია. კომპანიის მენეჯმენტი შედგება როგორც უცხოელი, ასევე ქართველი მენეჯერებისგან. ნანა გურგენიძე ენერგოკომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას (AGL) მთავრობასთან ურთიერთობის დირექტორია. პირველადი პროფესიით საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია, საჯარო მმართველობის მაგისტრის ხარისხი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში დაიცვა,  ენერგო მენეჯმენტის სამაგისტრის ხარისხი კი ამერიკაში, ნიუ იორკის ტექნოლოგიათა ინსტიტუტში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ...

Read More »
თეთნულდის ელ.მომარაგებისთვის მიწისქვეშა გადამცემ საკაბელო ხაზს გაიყვანენ

თეთნულდის ელ.მომარაგებისთვის მიწისქვეშა გადამცემ საკაბელო ხაზს გაიყვანენ

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” (სსე) კურორტი “თეთნულდის” მდგრადი ელექტრომომარაგებისთვის მიწისქვეშა ელექტროგადამცემ საკაბელო ხაზს გაიყვანს. აღნიშნული კომპანიის ინფორმაციით, სიტუაციის შესწავლის შემდეგ, კურორტის უსაფრთხო და საიმედო ენერგომომარაგებისთვის მიწისქვეშა სარეზერვო ელექტროგადამცემი კაბელის მშენებლობა აუცილებელი გახდა.  კომპანიის ცნობით, 4 კმ-ის სიგრძის სარეზერვო საკაბელო ხაზი ერთმანეთთან 110 კვ-იან ქვესადგურს “იფარი” და 35 კვ-იან ქვესადგურს “თეთნულდი” დააკავშირებს. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” განცხადებით, 2015 წლის სექტემბრის თვეში, სახელმწიფო კომპანიამ ...

Read More »
გიორგი ფანგანი: Doing Business-ში მომავალ წლებში უკეთესი რეიტინგები გვექნება

გიორგი ფანგანი: Doing Business-ში მომავალ წლებში უკეთესი რეიტინგები გვექნება

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2015 წლის Doing Business-ის ანგარიშის მიხედვით, ელექტროენერგიის წყაროს საიმედოობისა და ტარიფების გამჭვირვალობის კუთხით საქართველომ რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესა და 8 პუნქტით დაწინაურდა. ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის სიხშირეს და ელექტროენერგიის გამორთვების საშუალო ხანგრძლივობას მონიტორინგს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია უწევს. Doing Business-ის ანგარიშის შესახებ სემეკის წევრი გიორგი ფანგანი საუბრობს. შეფასება საკმაოდ პოზიტიურია, კონცეფციურად თუ შევხედავთ საკითხს წლიდან ...

Read More »
საქართველოში რამდენიმე ათეული ჰესის მშენებლობა იგეგმება

საქართველოში რამდენიმე ათეული ჰესის მშენებლობა იგეგმება

საქართველოში, რამდენიმე ათეული ჰიდროელექტროსადგურის მშენებლბის მზინით ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაცია ენერგეტიკის სამინისტრომ გამოაქვეყნა. მათგან ყველაზე მძლავრია მდ. რიონზე ასაშენებელი ონის ჰესების კასკადი, სადმელისა და ალპანას ჰიდროლექტროსადგურები , აგრეთვე მდ. ხელედულაზე – ხელედულა 3 ჰესი . ონის ჰესების კასკადის ჯამური დადგმული სიმძლავრე 177.2 მგვტ-ია, ხოლო ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 789 მლნ კვტ.სთ. კასკადის მშენებლობის დაწყება იგეგმება 2017 წლის ოქტომბრის თვეში, ...

Read More »
რამდენად სამართლიანია ელექტროენერგიის ტარიფები?

რამდენად სამართლიანია ელექტროენერგიის ტარიფები?

მედიასაშუალებებში ტარიფების ოდენობასა და მისი დათვლის გამჭვირვალობაზე დისკუსიები არ წყდება. არის თუ არა ელექტროენერგიის ტარიფები მაღალი ან დაბალი, სამართლიანი ან უსამართლო, გამჭვირვალე ან დახურული? ეს ის დიამეტრალურად განსხვავებული სუბიექტური მოსაზრებებია, რომლებიც მედიაში ტარიფებთან დაკავშირებით ისმის. რადიო „კომერსანტის” გადაცემა „პროფესიონალებში” სემეკის ელექტრო ენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორ ნუგზარ ბერიძესთან ერთად, ამ თემაზე, ენერგეტიკის ექსპერტი თემურ ჭიჭინაძე და სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავა საუბრობენ. როგორ ...

Read More »
მდინარე მტკვარზე 3 ახალი ჰესი აშენდება

მდინარე მტკვარზე 3 ახალი ჰესი აშენდება

ენერგეტიკის სამინისტრომ მდ. მტკვარზე 3 ჰესის მშენებლობის მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა ენერგეტიკის სამინისტრომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, მდ. მტკვარზე ასაშენებელი „საყუნეთი ჰესის“, „დვირი ჰესის“ და „აწყური ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. სამივე ჰიდროელექტროსადგურის შემთხვევაში, ინტერესთა გამოხატვა კომპანია შ.პ.ს „მტ გრიინ ენერჯის” განაცხადის საფუძველზე გამოცხადდა. თითოეული ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 10.4 მვტ-ია, წლიური გამომუშავება კი 55.5 მლნ.კვტ.სთ. ...

Read More »
ტყიბულის თბოსადგური 100%-ით ქართულ ნახშირზე იმუშავებს

ზურაბ გელენიძე: ტყიბულის თბოსადგური 100%-ით ქართულ ნახშირზე იმუშავებს

თბილისის “აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხელი მოეწერა თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმებებს ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდი ჯგუფ Dongfang Electric Corporation-სა და “საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს” შორის. “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” – ფინანსური დირექტორის, ზურაბ გელენიძის თქმით ტყიბულის ნახშირზე მომუშავე თბოელეტროსადგური მთლიანად საქართველოში მოპოვებულ ნახშირზე იმუშავებს. დღეს თქვენ გააფორმეთ ხელშეკრულება ერთ-ერთ უმსხვილეს ჩინურ კომპანიასთან, ტყიბულში ნახშირის თბოელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ. რას გულისხმობს ამ ხელშეკრულების დეტალები? დღეს ...

Read More »
ტყიბულის თბოსადგურის მშენებლობაზე განზრახულობათა ოქმს ხელი მოეწერა

ტყიბულის თბოსადგურის მშენებლობაზე განზრახულობათა ოქმს ხელი მოეწერა

თბილისის “აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხელი მოეწერა თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმებებს ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდი ჯგუფ Dongfang Electric Corporation-სა და “საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს” შორის. “განზრახულობათა ოქმს” პარტნიორთა შეთანხმების ხელი მოაწერეს კორპორაცია Dongfang Electric Corporation-ის ვიცე პრეზიდენტმა ლან ზე ჰაიმ, ქართული მხრიდან კი საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა იორგ მათიესმა. ასევე, გაფორმდა ძირითადი ხელშეკრულება – ტყიბულის მუნიციპალიტეტში 150 მეგავატიანი ელექტროსადგურის ...

Read More »
თბილისის ანძის განათება ბიუჯეტს 1 900 000 ლარი დაუჯდება

თბილისის ანძის განათება ბიუჯეტს 1 900 000 ლარი დაუჯდება

თბილისის ანძაზე განათების შეცვლა დედაქალაქის ბიუჯეტს 1 900 000 ლარი დაუჯდება. როგორც შპს “სინათლის ქალაქის” დირექტორმა ვასილ ხორავამ განაცხადა, 635 000 ევრო ჯდება იტალიური კომპანიის მომსახურება, რომელიც სამუშაოებს აწარმოებს, ხოლო 200 000 ლარი კაბელირებასა და სადემონტაჟო სამუშაოებს მოხმარდება. “იტალიურ კომპანია “გრივენს” ევალება მოგვაწოდოს სანათები ანუ მინათების პროჟექტორები. ამაში შედის ტრანსპორტირება, განბაჟება, მათი ტექნიკური პერსონალის აქ ყოფნა და ჩვენი იმ თანამშრომლების ...

Read More »
კახა კალაძე: 70–იანი წლების შემდეგ ქართულ ენერგეტიკაში ასეთი აღმშენებლობა არ ყოფილა

კახა კალაძე: 70–იანი წლების შემდეგ ქართულ ენერგეტიკაში ასეთი აღმშენებლობა არ ყოფილა

საქართველოს თანაინვესტირების ფონდსა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი „ცხენისწყლის ჰესების კასკადის“ ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ. პროექტის ხელისმოწერის ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, რომელმაც პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, მან ასევე ხაზი გაუსვა ენერეტიკის გავლენას ქვეყნის ეკონომიკაზე “დღეს საფუძველი ეყრება „ხუდონჰესის“ შემდეგ ყველაზე მძლავრ პროექტს. ეს არის „ცხენისწყლის ჰესების კასკადის“, რომელიც 1,7 მლრდ კილოვატ ...

Read More »