ელექტროენერგია

საქართველოსა და სომხეთს შორის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება

იანვარ-თებერვალში საქართველომ ელექტროენერგიის 67% რუსეთისგან იყიდა

მომდინარე წლის იანვარში-თებერვალში ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.8%-ით, 763.7 მლნ კვტ/სთ-მდე შემცირდა. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, იმპორტის 67.2% (513 მლნ კვტ/სთ) რუსეთიდან განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიიდან უდიდესი ნაწილი, 460.9 მლნ კვტ.სთ ოკუპირებულ აფხაზეთს მიეწოდა. 135.9 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა საქართველომ სომხეთში, ხოლო ელექტროენერგიის იმპორტმა აზერბაიჯანიდან 114.8 მლნ.კვტ.სთ-ს მცირედით გადააჭარბა. საქსტატის მონაცემებით, ორ თვეში ...

Read More »

სემეკის სასწავლო ცენტრი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების რეგულირების საფუძვლების შესახებ ახალ კურსს იწყებს

სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სხვადასხვა პროფესიის დაინტერესებული პირებისათვის ტრენინგების ახალ კურსს იწყებს. თემატიკა შეეხება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების რეგულირების საფუძვლებს. კურსის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი სალექციო თემა „ენერგეტიკული ბიზნესი“, რომელსაც  სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია წაიკითხავს. კურსი მოიცავს რეგულირების ძირითადი პრინციპების საკანონმდებლო ჩარჩოს, რეგულირებადი სექტორების ძირითად სამართლებრივ, ტექნიკურ და ფინანსურ პარამეტრებს, სატარიფო პოლიტიკის საკითხებს, ენერგეტიკულ ბაზრებსა და  მათი ლიბერალიზაციის ...

Read More »

თებერვალში ელექტროენერგიის მოხმარება 28%-ით გაიზარდა

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება და წარმოება იზრდება. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის თებერვალშო ქვეყანამ მთლიანად 1368.713 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28%-ით მეტია, შარშან თებერვალში მოხმარებამ 1068.514 მლნ კვტ-სთ შეადგინა. ამასთან, გაიზარდა ელექტროენერგიის გენერაციაც. კერძოდ, თუ 2021 წლის თებერვალში საქართველოში სულ გამომუშავებული იქნა 691.973 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია, წელს ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩვენებელმა 889.820 ...

Read More »

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 21 მარტს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, მთაწმინდის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, ამაღლების, ბოლო აღმართის, ოქროყანის, წავკისის, დავითაშვილის და ავთანდილის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასათიანის (ნაწილობრივ), საქანელას და სანაპიროს ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან ...

Read More »

უკრაინამ და მოლდოვამ ევროპის ელექტროქსელებთან სინქრონიზაცია დაასრულეს

უკრაინამ და მოლდოვამ ევროპის ელექტროქსელებთან სინქრონიზაციის პროცესი წარმატებით დაასრულეს. ინფორმაციას USAID-ის ხელმძღვანელი, სამანტა პაუერი ავრცელებს. პაუერის თქმით, “ეს ნაბიჯი გააუმჯობესებს ელექტროენერგიის მდგრადობას კრიტიკულ ობიექტებზე ომის გაგრძელების ფონზე”. უკრაინისა და მოლდოვას ელექტროქსელების კონტინენტურ ევროპულ ქსელთან სინქრონიზაცია 16 მარტს დაჩქარებული წესით დაიწყო. გადაწყვეტილება საცდელი ოპერაციების დაწყების შესახებ მას შემდეგ მიიღეს, რაც Entsoe დარწმუნდა, რომ ეს ტექნიკურად შესაძლებელი და უსაფრთხო იყო მთლიანი ენერგოსისტემისთვის. ევროპასთან სინქრონიზაცია ...

Read More »
აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის გაწეული მილიონობით ლარი ჩამოიწრება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 18 მარტს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, III კვარტლების (ნაწილობრივ), სოფელი ლისის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის (ნაწილობრივ), ფერმწერთა, ავთო ვარაზის, ზაალიშვილის, ტაბიძის, გიორგი გეგეჭკორის, მედეა ჩახავას, მარიკა ბარათაშვილის, ოთარ ლორთქიფანიძის, ოთარ ...

Read More »

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი გახდება ელექტროენერგიის მსხვილი მწარმოებელი და ექსპორტიორი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანის მიზანია გახდეს ელექტროენერგიის მსხვილი მწარმოებელი და ექსპორტიორი. ამის შესახებ აზერბაიჯანის ლიდერმა, კარადაღის მზის ელექტროსადგურის (230 მეგავატი სიმძლავრის) საძირკველის ჩაყრის ცერომონიაზე განაცხადა. პროექტს ახორციელებს კომპანია Masdar, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. „მინდა აღვნიშნო, რომ წელს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ენერგეტიკის სექტორში. იანვარში საძირკველი ჩაეყარა 240 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას (ახორციელებს კომპანია ACWA Power, საუდის არაბეთი).  თებერვალში ...

Read More »

სემეკმა „დიდი დიღომი“ 75 ათასი ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „დიდი დიღომი“ სემეკის რეგულაციების დარღვევის გამო 75 ათასი ლარით დააჯარიმა. კომპანიამ დაკისრებული ჯარიმის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში 10 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს. დაჯარიმების საფუძველია შპს „დიდი დიღომის“ მიერ სემეკის „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“, „მომსახურების ხარისხის წესების“ მოთხოვნების დარღვევა, უსაფრთხოების ნორმებითა და წესებით დადგენილი პროცედურების გარეშე მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა ...

Read More »

სსე-ს გენერალურმა დირექტორმა ენერგეტიკის სექტორში საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის განხილვის მიზნით ჩატარებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა ენერგეტიკის სექტორში საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის განხილვის მიზნით ჩატარებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკაში გაიმართა და მას სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი გნელ სანოსიანი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე და საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული სომხეთის რესპუბლიკაში ირაკლი კვანჭახაძე ესწრებოდნენ. სომეხმა და ქართველმა კოლეგებმა იმსჯელეს საქართველოსა და სომხეთის ენერგოსისტემებში არსებულ ...

Read More »

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 17 მარტს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის გორის, ბახტრიონის, ფანასკერტელ-ციციშვილის, ბასილაიას და ლიხაურის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება პეტრე იბერის ქუჩის მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის ...

Read More »