ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი გახდება ელექტროენერგიის მსხვილი მწარმოებელი და ექსპორტიორი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანის მიზანია გახდეს ელექტროენერგიის მსხვილი მწარმოებელი და ექსპორტიორი.

ამის შესახებ აზერბაიჯანის ლიდერმა, კარადაღის მზის ელექტროსადგურის (230 მეგავატი სიმძლავრის) საძირკველის ჩაყრის ცერომონიაზე განაცხადა. პროექტს ახორციელებს კომპანია Masdar, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.

„მინდა აღვნიშნო, რომ წელს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ენერგეტიკის სექტორში. იანვარში საძირკველი ჩაეყარა 240 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას (ახორციელებს კომპანია ACWA Power, საუდის არაბეთი).  თებერვალში „აზერენერჯის“ მიერ აშენებული 385 მეგავატი სიმძლავრის ახალი ელექტროსადგურის გახსნის ცერემონია გაიმართა. დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით 230 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურს“, – აღნიშნა ალიევმა.

ალიევმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამგვარად, 2022 წლის დასაწყისიდან შეიქმნა 855 მეგავატი ახალი გენერატორი, საიდანაც 385 მეგავატი უკვე ექსპლუატაციაშია.

პრეზიდენტმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ 2023 წელს მთლიან სისტემაში დამატებითი სიმძლავრეები ჩაერთვება. მისივე თქმით, ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან განახლებადი ენერგიის განვითარება აზერბაიჯანისთვის პრიორიტეტულია.

„აზერბაიჯანი, როგორც ნავთობის, ნავთობპროდუქტების და ბუნებრივი აირის მსხვილი მწარმოებელი, ასევე გახდება ელექტროენერგიის მთავარი მწარმოებელი და ექსპორტიორი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მეზობელ ქვეყნებსა და ევროპის კონტინენტზე ელექტროენერგიის დიდი მოთხოვნილებაა. ჩვენ ვაწარმოებთ ელექტროენერგიას მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა წყაროებიდან – ბუნებრივი აირით, წყლით, მზისგან და ქარიდან“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

წყარო: bfm

Leave a Reply