თებერვალში ელექტროენერგიის მოხმარება 28%-ით გაიზარდა

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება და წარმოება იზრდება.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის თებერვალშო ქვეყანამ მთლიანად 1368.713 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28%-ით მეტია, შარშან თებერვალში მოხმარებამ 1068.514 მლნ კვტ-სთ შეადგინა.

ამასთან, გაიზარდა ელექტროენერგიის გენერაციაც. კერძოდ, თუ 2021 წლის თებერვალში საქართველოში სულ გამომუშავებული იქნა 691.973 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია, წელს ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩვენებელმა 889.820 მლნ კვტ-სთ შეადგინა, ზრდა 28,5%-ია.

ამასთან, თებერვალში გამომუშავებულ ელექტროენერგიაში ყველაზე დიდი წილი თბოელექტროსადგურებზე მოვიდა. კერძოდ, თებერვალში თბოსადგურებმა ჯამში 443.703 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, ჰიდროელექტროსადგურებმა – 440.703 მლნ კვტ-სთ, ქართლის ქარის სადგურმა კი 5.414 მლნ კვტ-სთ.

რაც შეეხება იმპორტს, წელს თებერვალში ქვეყანამ 357.313 მლნ კვტ-სთ დენი იყიდა, შარშან ანალოგიურ პერიოდში კი 413.972 მლნ კვტ-სთ.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply